კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№30 ხარისხზე ორიენტირებული მრავალწლიანი გამოცდილების ქართული ბრენდი

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


კომპანიის შესახებ: შპს „ტკბილი ქვეყანა“ დაფუძნდა 2005 წლის დეკემბერში და ფუნქციონირება 2006 წლის მარტში დაიწყო. კომპანიამ უმოკლეს დროში შეძლო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება და მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. „ტკბილი ქვეყნის“ წარმატების მთავარი საიდუმლო მაღალკვალიფიციური კადრები და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში (გერმანია, იტალია, რუსეთი, თურქეთი) წარმოებული უახლესი ტექნიკური აღჭურვილობაა.
კომპანია მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რითაც „ტკბილი ქვეყანა“ სანდო და მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლად მკვიდრდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიურ მხარეს, ამიტომ „ტკბილი ქვეყნის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ინტენსიურად მოწმდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მუშაობს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე.
„ტკბილ ქვეყანაში“ კი, მერწმუნეთ, ნამდვილი ვირტუოზები მუშაობენ. საოცარი ფერების გამა, ფანტაზია, გემოსა და სურნელის თავბრუდამხვევი არომატი... სწორედ ამიტომ გახლავთ ეს კომპანია „ბრენდი“ და ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე, საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა.
კომპანიის მიზანი: მოსახლებას შესთავაზოს მათთვის მისაღები, ჯანსაღი, გემრიელი, არაგენმოდიფიცირებული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.

– ქალბატონო ლია, „ტკბილი ქვეყნის“ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი რომელია?
ქალბატონი ლია ზარიძე (კომპანიის დირექტორი):
„ტკბილი ქვეყანა“ ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის წარმოებაზე. დღეისთვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტკბილეულის ფართო ასორტიმენტს და აქედან რომელიმეს გამორჩევა, გამიჭირდება, ვინაიდან თითოეულ პროდუქტს თავის მომხმარებელი ჰყავს. როგორც ერთ-ერთი რიგითი მომხმარებელი, გამოვყოფდი სადღესასწაულო ტორტებს, საახალწლო გოზინაყს და
სააღდგომო პასკებს.
– ხომ არ გეგმავთ ახალი პროდუქციის წარმოებას?
– 2016 წლიდან ვმუშაობთ ახალ პროდუქტებზე. ეს იქნება სრულიად ახალი მიმართულება, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება ქართულ ბაზარზე.
– სამომავლო გეგმები?
– სამომავლო გეგმებში შედის წარმოების მასშტაბების ზრდა, ახალი საწარმოო ხაზების შეძენა, პროდუქციის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება გვაქვს და ვიმედოვნებთ, ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდება. დაბოლოს, მადლობას ვუხდით თითოეულ სავაჭრო ობიექტს, რომელიც „ტკბილ ქვეყანასთან” თანამშრომლობს და ყველა მომხმარებელს მრავალწლიანი ნდობისთვის.
იცხოვრეთ ტკბილად, „ტკბილ ქვეყანასთან“ ერთად!
скачать dle 11.3