კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ აპირებს გათხოვებას ვერიკო ტურაშვილი და რა ვერ წარმოუდგენია კახა კუხიანიძეს ვერიკოს ცხოვრებაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 კახა კუხიანიძესა და ვერიკო ტურაშვილს ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ბოლო პერიოდში კი, ხშირად უწევთ უცხოეთში ერთად გამგზავრება და ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტების გამართვა. ცოტა ხნის წინათ მათ ავსტრიაში ჩაატარეს კონცერტი და ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.
ვერიკო ტურაშვილი:
ავსტრიაში უკვე მეორედ გვქონდა კონცერტი. პირველი კონცერტი ჩატარდა ქალაქ ლინცში და რადგან მაშინ ვენიდან ბევრმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა, მეორედ მოგვიწია გამგზავრება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ჯერ ერთი, მეგობრებთან ერთად მივდივართ და მეორე – ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა. ქართველი ემიგრანტები მონატრებულები არიან ყველაფერ ქართულს და მათ წინაშე სიმღერა ჩვენთვის ათჯერ და ოცჯერ ემოცურია, იმდენად რომ, ცრემლებამდეც კი მივდივართ სიმღერის დროს. სექტემბერში უკვე დაგეგმილია კონცერტი ჩეხეთში და მოლაპარაკება გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთანაც.
კახა კუხიანიძე: ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა ემიგრანტების წინაშე სიმღერა, ვიდრე საქართველოში. ამხელა გზაზე მიდიხარ, ასე გელოდებიან და შესაბამისად, საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის ფონზე, იმღერო და ბოლომდე გასცე შენი ემოციები, შეავსო მათი მონატრება. რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა და მათგან უდიდესი სიყვარული მივიღეთ.
– შენც მიდიხარ ცრემლებამდე?
– მანდილოსანს უფრო ადვილად უჩუყდება გული. მე, მარტივად არ ავცრემლდები. ცხოვრებაში არასდროს მიტირია.
ვერიკო: გარდა იმისა, რომ ჩვენს რეპერტუარს ვმღერით, საერთო პროგრამაც გვაქვს და რამდენჯერმე კახას რომ გავხედე, სიმღერისას ყალყზე ედგა თმა, ხალხის ემოციებს რომ უყურებდა.
– როგორ გამოხატავდნენ გოგონები კახას მიმართ ემოციებს?
– გოგონები აქტიურად გამოხატავდნენ ემოციებს კახას მიმართ. დათუნა მგელაძე, ეს პრანჭია – გოგონები რომ ეხვევიან, ეგონა, მთელ ჩეხეთს გადარევდა, მაგრამ გადანაწილდა: ორივემ ერთად გადარია და მე დავყვებოდი მათ მულივით.
კახა: ვერიკო ცუდი მული ნამდვილად არ იქნება. მაგრამ, თუ მოსაჩეჩია ვინმე, კარგადაც მოჩეჩავს.
ვერიკო: კარგი რა, ჩემი ვერ მოვჩეჩე. არ ვარ ეგ კატეგორია. სანამ მეყოფა „დუხი“, ვახურებ და მერე, უკვე ფიზიკურ შეტევაზე არ გადავდივარ.
– კახას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით თუ აძლევ რჩევებს?
– ერთმანეთის პირად ცხოვრებაზე ყველაფერი ვიცით. თუ რაღაც სიახლეა, ერთმანეთს ვუყვებით. მინდა, კახას ჰყავდეს შესანიშნავი პარტნიორი და მით უმეტეს, თუ მასთან ოჯახს შექმნის. თან, ახლა მეზობლები გავხდით და ვერაფერს გამომაპარებს. გვერდიგვერდ ვიყიდეთ სახლები: ერთჯერადი იქნება თუ მრავალჯერადი, ჩემ თვალწინ უნდა გაიაროს.
კახა: კონტროლი არის.
ვერიკო: მთავარია, ბედნიერი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ცხვირი აქვს, მანამდე სამი ქმარი ჰყავდა თუ – ნახევარი.
– როგორ ადამიანთან იგრძნობს თავს ბედნიერად?
– კახას ყოველთვის ისეთები მოსწონს, ვინც აწვალებს. მე ეს ამბავი დიდად არ მხიბლავს, მაგრამ, რა ვქნა.
კახა: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მომწონს ასეთი გოგონები. რამდენადაც გამომეტყველება მაქვს რბილი...
ვერიკო: რბილი არა, სექსუალური – ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება.
კახა: რთული ადამიანი ვარ, მარტივი ნამდვილად არ ვარ. ამ შემთხვევაში კი, უფრო მეტი ცეცხლი და ნაპერწკალია. თან, თვითონ თუ მაწვალებს, მეც ვაწვალებ – ეს ჩვეულებრივ ხდება.
– კახა, შენ მოგდომებია ვერიკოს გამო ვინმეს ცემა?
ვერიკო: მე ვიტყვი ამაზე. ახლა რომ ვიყავით წასულები, ჩვენთვის ვიჯექით, ვტლიკინებდით. იქ იყვნენ ჩვენი ახლად შეძენილი ჩეხი მეგობრებიც და ვლაპარაკობდით: სადმე ხომ არ გავძვრეთო. ასეთ დროს კახა არ არის ჩვეულებრივი მეგობარი, რომელიც ყველაფერს გაგიგებს – თვალს მოხუჭავს, გადატრიალდება და დაიძინებს. ეს ცოტა ტრადიციულია.
კახა: და არ მყავს, მაგრამ რომ მყავდეს, ვერ წარმოვიდგენ, ვინმე ეპრანჭებოდეს, ვინმე ჰყავდეს გვერდით.
ვერიკო: ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, პირადი ცხოვრება მქონდეს.
კახა: ვერ წარმომიდგენია, რომ ხვალ შეიძლება, ვერიკო შეყვარებული იყოს და ვინმე ჰყავდეს. ამას ვერ ვეგუები. ბავშვობაში რომ გგონია, მასწავლებლები საპირფარეშოში არ დადიან, ასე მგონია, ვერიკოზეც.
– და ეს ბავშვები კომბოსტოში იპოვა.
– ჰო, წერომ მოუყვანა.
ვერიკო: რამდენადაც ცხოვრებაში თავისუფალია, უკომპლექსო, ტაბუდადებული რაღაცეები არ აქვს, როგორც მეუბნება, ვიღაცეებთან მიმართებაში ასე მარტივად, გავიარ-გამოვიარე, არ ხდება. მეც არ ვარ ისეთი, ასე მარტივად – გავიარო-გამოვიარო. მაგრამ, რომც მქონდეს რაღაც, კახა ასე ადვილად ვერ შეეგუება. მაინც ურჩევნია, გავთხოვდე და მერე ვაკოცო ქმარს. ჰოდა, გადავწყვიტე, აწი ასე უნდა ვქნა.
კახა: ვერიკოს გვერდით რომ გამოჩნდეს ადამიანი და მე დავრწმუნდე, ეს ისაა, ვინც ვერიკოს იმსახურებს, ამ შემთხვევაში, თავად შევუწყობ ხელს.
– ვერიკო, ორი შვილი რომ გყავს, ალბათ, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში უარს იტყვი სიყვარულზე.
ვერიკო: ცხოვრება წინ არის. ჩემს ასაკში ხალხი პირველ სიყვარულს იწყებს. მყავს თანატოლი ახლობლები, რომლებსაც ჯერ არ ჰყვარებიათ და არც არავისთვის უკოცნიათ. ეს ეტაპი ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ჯერჯერობით პირადი ცხოვრება არ მჭირდება. ასეთ დროს კონცენტრაცია მეკარგება საქმეზე და ვნაწილდები. თუ  მეგობართან ერთად რამეს ვაკეთებ, მაქსიმალურად ვარ იმაზე მობილიზებული, მიწევს თავის გადანაწილება და არ მყოფნის. ახლა კმაყოფილი ვარ. რაც პირადი ცხოვრების გარეშე ვარ, ბევრი კარგი რამ გავაკეთე – უფრო ნაყოფიერი ვარ.
– თუმცა, ალბათ, ძველი ურთიერთობებიდან რაღაცეებს გაითვალისწინებ?
– რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ყველა ეტაპზე ისეთ ადამიანს ირჩევ, როგორიც გჭირდება. შენი გადაწყვეტილებაა, თუ ცუდი იყო და არასწორად მოგექცა. ეს შენი არჩევანია. მე არ ვამბობ, რომ რამე არასწორი იყო, უბრალოდ, სხვა ეტაპზე, ალბათ, სხვანაირი მომინდება და იმედია, იმ ადამიანზე გავჩერდები.
– კახა, შენ როგორი ხარ შეყვარებული?
კახა: ძალიან ყურადღებიანი, საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობ. იმ პერიოდში, ჩემი თავი ცოტა გვერდით მყავს გაწეული. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ სიამოვნებთ. როცა გიყვარს, ანათებ, ამ ასაკშიც შეგიძლია ფრენა – დაფრინავ, გიხარია ცხოვრება და ბედნიერი ხარ.
– მოგზაურობის ამბავს დავუბრუნდეთ. საინტერესო თავგადასავლები გადაგხდენიათ?
ვერიკო: კახა აბსოლუტურად იდეალურია მოგზაურობისას. იმდენად იდეალური, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის – თვალებით ვუგებთ ხოლმე. და-ძმასავით ვართ.
კახა: რაზე ფიქრობს, რა უნდა, რა ესიამოვნება – ამას უსიტყვოდ ვიგებთ. ვერიკოსთან გასტროლზე ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. წინააღმდეგობები არ გვხვდება: რაც მე მსიამოვნებს, მასაც ის სიამოვნებს.
ვერიკო: წინა მოგზაურობაზე ჩვენ წინ მუსლიმანები ისხდნენ ოჯახით. გვერდზე ეჯდათ კავკასიური გარეგნობის კაცი, რომელიც რაღაცნაირი სახით იყურებოდა. მეგონა, რომ ტერორისტი იყო.
კახა: ფრენის ძალიან მეშინია, ნერვიულობისგან გავითიშე და დამეძინა. ამ დროს მაღვიძებს: ის კაცი, იცოდე, ტერორისტიაო. სტიუარდესასაც დაუძახა: დააკვირდი, რაღაც არ მომწონსო. ყველანი ვაკვირდებოდით მთელი ფრენის განმავლობაში და ყოველ წუთს გვეგონა, ავფეთქდებოდით, მაგრამ არ ავფეთქდით.
скачать dle 11.3