კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2017 (109)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)

№30 როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი



 „ცეკვავენ ვარსკვლავების” ბოლო, მეშვიდე სეზონი სალომე ჭაჭუასთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ირაკლი მაქაცარიას სახით, ძალიან კარგი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეწყვილე ჰყავდა. ცხელ ზაფხულს სალომე ვარჯიშში ატარებს და მალე უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეები ელოდება.

– როგორია შეგრძნება, როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება?
– მივეჩვიე უკვე. თუმცა, გარკვეული ემოციები მქონდა, იქიდან გამომდინარეც, რომ წელს ძალიან ძლიერი მეწყვილე შემხვდა. ირაკლი ნამდვილად გახლდათ გამარჯვების ღირსი, თუმცა ეს უკვე ხალხზე იყო დამოკიდებული. ჩემი აზრით, ირაკლი მაინც გამარჯვებულია. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, მას ძალიან კარგად გამოსდიოდა და გამოსდის ცეკვა. ამიტომ, მოლოდინი დიდი გვქონდა და მართლაც ღირსი იყო გამარჯვების. ამას პირველად ვამბობ, ასეთი რამ ჩემს პარტნიორზე არასდროს მითქვამს. წინა სეზონზეც სტანისლავ ბონდარენკო ძლიერი კონკურენტი იყო და ღირსეულად მოიგო კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ირაკლი გამარჯვების ღირსი იყო და უნდა მოეგო.
– გიწევდა ხოლმე ირაკლის შემზადება?
– რა თქმა უნდა. ირაკლი ხომ პირველად წარდგა ამხელა სცენაზე მაყურებლის წინაშე. შესაბამისად, შემზადება, ფსიქოლოგიური მომენტია. რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებოდა და სიამოვნებას იღებდა იმისგან, რასაც აკეთებდა. ჩემთვის ირაკლისთან ერთად მუშაობა, ერთი დიდი სიამოვნება იყო – ბოლომდე ამყვა იმაში, რასაც ვაკეთებდით. ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. რეპეტიციების ვიდეოებს სულ ვიღებ და შემდეგ ამ ვიდეოებს, ან ჩემს ცეკვას ძალიან ბევრჯერ ვუყურებ. ვაკრიტიკებ, რომ მერე განვითარება ვპოვო. ირაკლის ჩემი თქმა არც სჭირდებოდა: იჯდა და უყურებდა.
– შენ მიმართ ძალიან თბილად გამოხატავდა მადლობას, ემოციებს.
– რაც მთავარია, ძალიან გულწრფელი იყო ემოციები როგორც მისი, ასევე ჩემი მხრიდან. ამ 4 თვის განმავლობაში დავმეგობრდით.
– მაინც არავინ დაიჯერა, რომ თქვენ შორის არაფერი ხდებოდა.
– არაფერი ხდება, მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ და ჩვენი მეგობრობა ისევ გაგრძელდება. როცა ერთად ყოველდღიური მუშაობა გიწევს, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორები.  
– ახლა რით ხარ დაკავებული?
როგორც კი მორჩა ლაივი, მაშინვე წავედი ჩემს ბავშვებთან, რომლებიც შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ძალიან მენატრებოდნენ. ჩემი ყოფილი პარტნიორი – მაქსი ჩამოვიყვანე, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ და მან ჩაატარა წელს მათთან სპორტული შეკრება. მე და მაქსს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის 2 თვეში ერთხელ ჩამოდის თბილისში და მასტერკლასებს ატარებს. ახლა მე მივდივარ მასთან სავარჯიშოდ უკრაინაში. მე ხომ იცით, არ შემიძლია ვარჯიშის გარეშე. ჩემთვის ის არის დასვენება, რომ არ ვასწავლი და მთელ დროს საკუთარ თავს ვუძღვნი – ვვარჯიშობ. ახლა უკრაინაში მივდივარ სავარჯიშოდ და სამუშაოდ. უნდა ვასწავლო იქაურ წყვილებს და თან, ტრენერებთან ვივარჯიშებ. 9 აგვისტოს დიდი სპორტული შეკრებაა, სადაც ჩვენი, ცეკვის სამყაროში საუკეთესო ტოპ-ტრენერები იკრიბებიან. მათგან გაკვეთილების აღება, ყველა მოცეკვავის ოცნებაა.
– ამერიკაში, ძალიან მნიშვნელოვან შოუში მიგიწვიეს. არ აპირებ გამგზავრებას?
– ამერიკაში წასვლა გადავწიე. 6 თვით მიწევს წასვლა და ამდენი ხნით დავტოვებ ჩემს ბავშვებს. თან, ჯერჯერობით, უკრაინის სპორტული შეკრება ვამჯობინე, მაგრამ მერე, აუცილებლად წავალ, ოღონდ უფრო ცოტა ხნით. ეს პროექტი დიდ გამოცდილებას მომცემს. თუმცა, აქვს ერთი დიდი მინუსი: ეს არის შოუ, სადაც კი ცეკვავ პროფესიონალთან ერთად, მაგრამ 6 თვის განმავლობაში ერთი შოუს ცეკვა გიწევს. ეს ჩემთვის ცოტა რთულია, რადგან სულ მინდა, ახალი რამ ვისწავლო და ეს მბოჭავს. მაგრამ, იმდენად მაგარი შოუა და ისე რთულად აჰყავთ მოცეკვავეები, ძალიან მაინტერესებს, რა ხდება იქ. პროდიუსერები ამერიკისა და ბრიტანეთის „ცეკვავენ ვარსკვლავების” ქორეოგრაფები არიან და ხშირად ყოფილა, რომ ამ შოუდან წაუყვანით მონაწილეები ბრიტანეთის ან ამერიკის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”. მე რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ბევრი ფაქტორია ამისთვის საჭირო და ბევრი რამ სწორედ ჩემზეა დამოკიდებული. პლუსია ის, რომ შრომისმოყვარე ვარ. იმით, რისთვისაც ასე ვიხარჯები, ვშრომობ და მთელ დროს ვუთმობ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. რაც უფრო რთულ ილეთებს ვსწავლობ, უფრო მსიამოვნებს. როცა რაღაც არ გამომდის, უფრო ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, უნდა დავამუშაო და გამომივა. რომ გამომივა, მერე ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ცოტა ხნით. მერე ახალს ვიწყებ.
– მუდმივად მეწყვილის გარეშე გიწევს ყოფნა.
უკვე მივეჩვიე. ძალიან მინდა, ჩემზე უკეთესი მეწყვილე მყავდეს, რადგან ჩვენს ცეკვებში პირორიტეტი ბიჭს აქვს და მას ეწერება ნიშანი. ცეკვის მხრივ ბიჭი უნდა იყოს ლიდერი. მე, როგორი მეწყვილეც მინდა, ასეთი საქართველოში არ ჩამოვა, რადგან აქ რთულია ამ სტილში განვითარდე. მეც არ მინდა სხვაგან წასვლა, ჩემს ბავშვებს ვერ დავტოვებ.
– მგონი, დედობრივმა ინსტიქტებმა გაიღვიძა შენში.
კი. როცა სპორტულ შეკრებაზე გავუშვი ბავშვები, ისე მარტოდ ვიგრძენი თავი. რომელ ქალს არ აქვს დედობის სურვილი?! მეც მაქვს, თან ბავშვებზე ვგიჟდები. ბავშვებთან ერთად მუშაობა ძალიან მიყვარს – ყველანი იდივიდუალურები და თავისებურები რომ არიან.
– შენი აზრით, როგორი დედა იქნები?
– ალბათ, ზომიერად მკაცრი. თუმცა, რომ გავხდები დედა, შეიძლება, სხვანაირად ვიფიქრო. ერთი რამ ზუსტად ვიცი: თავიდან ბოლომდე მე უნდა გავზარდო. ჩემი დისშვილის გაზრდაშიც  ვიყავი აქტიურად ჩართული. ლევანი რომ დაიბადა, ჩემი და და მისი მეუღლე ბრიტანეთში წავიდნენ სასწავლებლად და ბავშვი სულ ჩემთან იყო. „მეკეტება” ლევანიზე და ორივე ვგიჟდებით, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
– შენსა და შენს ძმას შორის ერთი წელია სხვაობა. როგორი დაძმობა გაქვთ?
– ვჩხუბობდით, მაგრამ 24 საათი ერთად ვიყავით: ვთმაშობდით და ვიცინოდით. ჩვენი ენა გვქონდა და ძალიან მაგარი დაძმობა გვაქვს. სულ ვხმაურობდით და დას, რომელიც უფროსია, ჩვენი გაჩუმება რომ უნდოდა, დაგვსვამდა: ახლა სიჩუმის დროაო, წიგნს დაგვაჭერინებდა და გვაკითხებდა. ძალიან მკაცრი იყო, დაშინებული ვყავდით – ტერორში და ვუჯერებდით. ძმა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხან „მუჰამედ ალის” მეძახის, ხან „ტაისონას.” ძალიან განიცდის ხოლმე და იშვიათად, რომ მოვიდეს ტურნირზე. ახლა ფინალი რომ დამთავრდა, მომწერა: შენ მაინც პელე ხარო.
– როცა ჭორები ვრცელდება შენზე, ამას განიცდის?
– არ ვაქცევთ ყურადღებას. უფრო დედა ნერვიულობს ხოლმე. მთავარია ჩემი ძმა ხედავდეს, რომ მე არ განვიცდი. მაგრამ, თუ მე განვიცდი რაიმეს, მაშინ გიჟია. ზოგადად, არ ვარ კონფლიქტური და არ მიყვარს, როცა ვინმეს ჩემ გამო პრობლემა ექმნება. ამაზე შეიძლება, გავგიჟდე და მიხარია, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
– პროექტს მინდა, დავუბრუნდე. არასასიამოვნო იყო, როდესაც ირაკლი და შენ ყოველგვარი პრიზების გარეშე დაგტოვეს.
ჰო, ირაკლი ცოტა ისე დარჩა. ეს ჩემი სამსახურია, ამაში ჩვენ ანაზღაურება გვაქვს. მაგრამ, ირაკლის შემთხვევაში, რატომ მოხდა, არ ვიცი, სპონსორებს ჰკითხე. იტალიის საგზური კი მოგვცეს.
– უკვე დაგეგმეთ, როდის წახვალთ?
– არა ჯერ, რადგან ის ჩემზე უარეს მდგომარეობაშია. ეგრევე უკრაინაში გავარდა, ახლა ჩამოვიდა და აქ მუშაობს. კიდევ არ გამოუძინებია ნორმალურად. სავარაუდოდ, აგვისტოში წავალთ.
– ოჯახის მეორედ შექმნაზე გიფიქრია?
– არა და არც ვფიქრობ. ახლა ბოლომდე ვარ ჩაფლული ჩემს საქმეში. არ არის საჭირო, ვიფიქრო, როცა მოვა, მოვა. არ ველოდები და წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ცხოვრებას მივყვები.  მთავარია, სწორად გავიგოთ, ვისწავლოთ, რა შეცდომა დავუშვით, რომ მერე გამოვასწოროთ და იგივე აღარ დავუშვათ.
– მეორედ გათხოვების შემთხვევაში, გაითვალისწინებ შეცდომებს?
– რა თქმა უნდა. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდია და ერთმანეთისგან განსხვავდებიან – მაგრამ რაღაცეებს მაინც გავითვალისწინებ. შეცდომების აღიარება და გამოსწორება უნდა შეგვეძლოს, საქმეში იქნება ეს  თუ პირად ცხოვრებაში.
скачать dle 11.3