კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ ავრცელებდა შამილი ლეგენდას თავისი მეფური წარმომავლობის შესახებ

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობდა კავკასიის იმამატი, რომელიც ებრძოდა რუსეთის იმპერიას. 1834 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საღვთო ომს ხელმძღვანელობდა მესამე იმამი – შამილი. ომი დიდხანს გაგრძელდა. რუსეთს რთული ვითარება შეექმნა 1853 წლიდან. იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა, რადგან დიდი იმპერიის მეფე იყო და ჭკვიანად და ძლიერად მიაჩნდა თავი, გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაეფართოებინა თავისი სახელმწიფო და კიდევ ერთხელ წაეპოტინა ოსმალთა დასუსტებული და ჩამორჩენილი იმპერიის ტერიტორიებს. ნიკოლოზს ეგონა, ადვილად დაამარცხებდა თურქეთს: წაართმევდა მას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, ბალკანეთს და სხვა ტერიტორიებს, გავიდოდა ხმელთაშუა ზღვაზე, ფაქტობრივად, გაბატონდებოდა შავ ზღვაზე და ასე შემდეგ.   
1853 წლიდან რუსეთსა და ოსმალეთს შორის მიმდინარეობდა მორიგი ომი – ყირიმის ომის სახელით ცნობილი. რუსეთი რამდენიმე მიმართულებით იბრძოდა.
ამ დროს საფრანგეთში, იმპერატორი ნაპოლეონ მესამე ოცნებობდა, თავისი დიდი ბიძის, ნაპოლეონ პირველის მსგავსად, კონტინენტზე მთავარი მბრძანებელი გამხდარიყო და არა მარტო კონტინენტზე, დასავლეთ ნახევარსფეროსაც წვდებოდა მისი გეგმები. მას რევანშის აღება სურდა რუსეთზე, თავისი დიდი ბიძის დამარცხებაში რუსეთის როლის გამო.
ინგლისი მსოფლიოს უდიდესი იმპერია იყო და რუსეთის შესვლა ხმელთაშუა ზღვაზე რაში აწყობდა. ის არ დასთანხმდა რუსეთს ოსმალეთის გაყოფის შეთავაზებაზე, პირიქით, სურდა, დაესუსტებინა რუსეთი. ინგლისმა და საფრანგეთმა ფარული ხელშეკრულება დადეს რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა არ აწყობდა სარდინიის (პიემონტ-სარდინიის) სამეფოს. სარდინიის სამეფოც შეუერთდა ინგლისისა და საფრანგეთის კავშირს რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთის ბალკანეთიდან მოშორება უნდოდა ავსტრიას. ამგვარად, ნიკოლოზ იმპერატორი ომის დაწყების წინ იზოლაციაში აღმოჩნდა, მისი ჩამორჩენილი სახელმწიფო მხოლოდ მასსავით ჩამორჩენილი თურქეთის წინააღმდეგ, ან მცირერიცხოვან ხალხებთან ბრძოლაში იყო ძლიერი. ვერ გათვალა კარგად ნიკოლოზმა მოსალოდნელი ვითარება, ზედმეტად ენდო საკუთარს ნიჭს, თავის ჩამორჩენილ იმპერიას...
რუსეთი დამარცხდა, მაგრამ, ადამიანური რესურსი მაინც დიდი ჰქონდა. ახალ იმპერატორს, ალექსანდრე მეორეს სურდა რაიმე გამარჯვებით მაინც გამოესწორებინა თავისი ჩამორჩენილი იმპერიის ავტორიტეტი. როგორც ვთქვით, რუსეთი მხოლოდ პატარა სახელმწიფოებთან და მცირერიცხოვან ხალხებთან იყო მაგარი, და მეტი გააფთრებით განაახლა შამილის წინააღმდეგ ომი. შეცვალა მთავარსარდალი, მთავარსარდალმა კი შეცვალა ტაქტიკა.
შამილი საკმაოდ კარგი სტრატეგი და გამჭრიახი ადამიანი იყო. კარგად იცოდა, კავკასიის ცენტრი რომ საქართველო გახლდათ და ქართველებზე დიდად იყო დამოკიდებული კავკასიელი ხალხების ბედი. ამიტომ, ცდილობდა, ქართველების გულის მოგებას, გადაბირებას და ამისთვის გარკვეულ ლეგენდას ავრცელებდა. ალექსანდრე ფრონელი წიგნში „მთის არწივი შამილი“ წერს: „როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი, ძე ერეკლე მეფე მეორისა, იყო დევნილი რუსთაგან, მაშინ იგი გადაიხვეწა დაღესტანში, ავარში, სოფელ სოკოლოს, რომელიც არის გიმრის მახლობლად. ამ განდევნილობის ჟამში ალექსანდრემ, როგორც უცოლო, ასაკოვანმა ვაჟკაცმა შეიყვარა რომელიმე ლეკის საშუალებით, ერთი ლეკის, სახელად დენგაუს ცოლი, ქალი ლამაზი. მათი შეერთებიდგან დაიბადა შამილი, რომელიც განითქვა შემდეგ დაღისტნის იმამად და შეიქმნა ძლიერ განთქმული რუსების მტერი. თვით დენგაუ იყო კაცი ძრიელ ლაღი და სუსტი ჭკუის. ხელობა იმისი იყო მხოლოდ წყლის ზიდვა საკიდრით მდინარედგან და არა მეტი ხელობა მას არ შეეძლო. მცხოვრები იყო სოფელ გიმრის და, როგორც ამბობენ, არ შესძლებოდა მას სისუსტისა გამო შესრულება ცოლ-ქმრობის წესებისა“... ამ თვალსაზრისს ადასტურებს მოხუც ლეკთაგან მოსმენილი გადმოცემებიც –  დედა რომ გაუწყრებოდა შამილს, მობეზრებული მისი ცელქობით, წააყვედრებდა ხოლმე: არ დასცხრები, შე გიაურო და გურჯის შვილოვო!“
 ალექსანდე ფრონელის აზრით: „მთის ბატონი შამილ, ეს შეუდარებელი იმამი დაღესტნისა, უბრალო ლეკი არ იყო. ჩვენ გვჯერა, რომ შამილის ძარღვებში სჩქეფდა ქართველის სისხლი.
პროფესორ ვალერიან ელანიძეს, წიგნში „თუშეთის ისტორიის საკითხები“, მოთხრობილი აქვს ერთი გადმოცემა: „შამილს, რასაკვირველია, სურდა, გამოეგლიჯა ეს მამაცი, გაუტეხარი და თავდადებული თავისი სამშობლოს ხალხი რუსების ხელიდან. ამისათვის შამილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ განეხორციელებინა თავისი მიზანი. ჯერ ტკბილი სიტყვებითა და უხვი პირობებით მიმართა შამილმა და შემდეგ, როდესაც თუშებმა უარჰყვეს, ხმალი და ცეცხლი შეიტანა ამ მხარეში. როგორც იმ დროის მომსწრენი ამბობენ, შამილს თურმე ეთქვა, რომ ოღონდ თუშები შემიერთდნენ და სუყველას ნაიბობას მივცემო“.
ნაიბი შამილის მოადგილეებს, სამხედრო და სასულიერო ლიდერებს ეწოდებოდათ კავკასიის იმამატში. იგულისხმება, თუშებს წარჩინებას მივცემო. შემდეგ ვალერიან ელანიძე აგრძელებს:
„დიდი პოლიტიკოსი იყო შამილი. ერთი თუში, გამოჩენილი თავის სიტყვით და გავლენიანი თუშებში, ტყვედ იქნა წაყვანილი ლეკებისაგან. ლეკებმა ეს თუში მიჰგვარეს შამილს. შამილმა თავისთან დაიჭირა თუში. ერთ დილას, სეირნობის დროს, თურმე მოიხმო თუში და მიმართა შემდეგი სიტყვებით:
„თუშებო, რა გინდათ ჩემგან, ან თქვენ და ან ქართველებს, რათ მეწინააღმდეგებით? მე ხომ თქვენი მტერი არა ვარ. ვებრძვი ჩვენს საერთო მტერს - რუსებს და თქვენ კი არ მასვენებთ. მე მსურს, გავრეკო კავკასიიდან საზიზღარი გიაურები და აღვადგინო ჩემი მამა-პაპის სამეფო სახლი. არავისთვის მითქვამს და არც არავინ იცის, მე ვინა ვარ და გარემოება მაიძულებს, შენ გაგიმჟღავნო ჩემი ვინაობა. მე ვარ თქვენივე მეფე ერეკლეს შვილის, ალექსანდრეს შვილი. ბატონიშვილი ალექსანდრე, როდესაც სპარსეთში იმყოფებოდა, სცხოვრობდა ერთ ხანის ასულთან.  ხანის ასული ბატონიშვილისაგან ორსულად შეიქმნა. რომ მამის რისხვა აეცილებინა თავიდან, იგი ვიღაცას გამოჰყვა დაღესტანში და აქ მშობა მე - შამილი. დიაღ, მე მეფე ერეკლეს ჩამომავლობიდან ვარ და მსურს, აღვადგინო სახელოვანი პაპის ტახტი და საქართველოს თავისუფლება“.
შამილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ქართველ მთიელებს, მართალია, რუსები ძალიან არ მოსწონდათ, მაგრამ კარგად ახსოვდათ შამილისა და მისი მოკავშირეების რაზმების შეტევებიც საქართველოზე, და საერთოდ, ლეკიანობა.
შამილის წინააღმდეგობა გატეხა კავკასიის მეფისნაცვლის, გენერალ-ფელდმარშლის, ალექსანდრე ბარიატინსკის გეგმამ, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის იმამატის  ალყაში მოქცევას და გამუდმებით შეტევას. ამ ტაქტიკამ დაასუსტა შამილის არმია და რუსებმა ბოლოს ის აულ გუნიბში მოიმწყვდიეს, თავის 400 თანამებრძოლთან ერთად.
შამილის ქართველებთან დამოკიდებულების შესახებ არის სხვა გადმოცემებიც. ერთ-ერთს, ასევე ვალერიან ელანიძე გვიამბობს. „უკანასკნელ ბრძოლებში, გუნიბის ალყის დროს, როცა დანამდვილებით იცოდა, რომ მარცხდებოდა და ტყვედ აიყვანდნენ, უთხოვია შამილს, ქართული რაზმი შემოუშვით, მათ ჩავბარდებიო. რუსებს მართლაც შეუშვათ ქართული რაზმი გუნიბში, ვინმე იაკობ ლეკაიძის მეთაურობით. ლეკაიძეს გამოუყვანია გუნიბიდან შამილი. რუსების არმია, მეფისნაცვალ გენერალ ბარიატინსკის ბრძანებით, ოვაციებით შეხვდა დიდ მებრძოლს. შამილი დაბნეულა და კინაღამ კლდიდან გადავარდნილა. მას ხელი შეაშველა თურმე ლეკაიძემ. როცა გენერალ ბარიატინსკისთან მიიყვანეს შამილი, მას მოუთხოვია ჯილდო, წმიდა გიორგის ჯვარი და თვითონ გაუკეთებია ის ლეკაიძისთვის. „მე, როგორც მაჰმადიანს, პირველად ქრისტიანის ხელი იაკობ ლეკაიძისგან შემეხო და ეს ჩემს სახსოვრად გქონდესო“.
ვერ უშველა შამილს „ლეგენდამ“ მისი ბაგრატიონობის შესახებ, ქართველები არ მიიღებდნენ მაჰმადიანის, ისიც იმამის ლიდერობას.
скачать dle 11.3