კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (122)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№30 საჭირო ტესტი

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 ძალიან საჭირო, მარტივი და საინტერესო ტესტია. გაიგებთ, როგორი ადამიანი ხართ და ასევე, ბევრ სიახლეს საკუთარ თავზე. ეს ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ.
1. მოულოდნელად შვებულება მოგცეს. სად გაატარებთ მას?
ა) მოვხვეტავ რამდენიმე ახალ წიგნს და აგარაკზე გავემგზავრები;
ბ) შემოვივლი კინოთეატრებს, კაფეებს, საგამოფენო დარბაზებს;
გ) ჩემს მინი-შვებულებას სახლში გავატარებ;
დ) მთები მხიბლავს, ეგრევე მთაში გავიქცევი;
ე) ვეცდები, გავემგზავრო იქ, სადაც სულ მინდოდა, წავსულიყავი.
2. როგორი იქნება თქვენი საუბარი ახალგაცნობილ ადამიანთან?
ა) მოკლედ მივუყვები, რა განათლება მაქვს;
ბ) მაქსიმალურად გამოვავლენ მასთან ჩემს ინტელექტს;
გ) ძირითადად, სოციალურ, განყენებულ თემებზე ვისაუბრებ;
დ) ვილაპარაკებ იმ ყველაფერზე, რაც მიყვარს;
ე) ზოგადად, ძალიან გახსნილი ვარ, ყველაფერს ვლაპარაკობ.
3. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ საოცნებო, მყუდრო გარემო – როგორია ის?
ა) რბილი დივანი, სქელყდიანი წიგნი, ცხელი ჩაი და სითბო...
ბ) საყვარელი ადამიანების გარემოცვა და ჩემი სახლი;
გ) ძვირფასი ავტომობილი, წყნარი მუსიკა და წვიმა;
დ) მოხერხებული სავარძელი და ლეპტოპი მუხლებზე;
ე) კარავი, საყვარელი ადამიანი, სუსტი შუქი და სუფთა ჰაერი.
ნახეთ შედეგები:
თუ ძირითადად აირჩიეთ პასუხი „ა“ – ძალიან სერიოზული ნატურა ხართ. გიყვართ ფიქრი, აზროვნებთ ღრმად. გაინტერესებთ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები. კლუბები, ხმაურიანი თავშეყრის ადგილები თქვენი საქმე არ არის. უთრიერთობაში სტაბილური ხართ.
„ბ“ – გიყვართ ხალხმრავალი გამოფენები, კინოპრემიერები, საზეიმო დაჯილდოებები. ინტელექტუალი ხართ და გინდათ, თქვენც ყურადღების ცენტრში იყოთ. საკმაოდ ეფექტური ხართ და შეგიძლიათ, ადამიანების მოხიბვლა.
„გ” – თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენი სტიქიაა. მხოლოდ მათი გესმით, ვინც ფეხდაფეხ მიჰყვება ამ ტექნოლოგიებს. ჩვეულებრივი ადამიანები თქვენისთანებს ვერ უგებენ.
„დ” – სპორტული ხართ, აქტიური. ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე. გინდათ, კარგ ფორმაში იყოთ. სახლში ვერ ჩაიკეტებით. აუზის, ლაშქრობების, თავგადასავლების გარეშე გაძლება არ შეგიძლიათ.
„ე” – საერთოდ არ გეშინიათ სიახლეების. რისკიანი ხართ. ბედნიერებას ყოველდღიურ წვრილმანებშიც პოულობთ. ფარხმალს არასდროს ყრით. გიყვართ და უყვარხართ. უცებ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება. მაგალითად, აიღოთ ბილეთი და გაფრინდეთ უცხო მხარეში.

скачать dle 11.3