კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მიყვარს მზეზე წოლა და გარუჯვა. თუმცა, კანი ყოველთვის მეწვება. როგორ მოვიქცე თუ მზეზე კანი დამეწვა და რით დავიამო ტკივილი?
პასუხი: 
მზის დამწვრობისას შვებას მოგგვრით გრილი შხაპი ან აბაზანა. ტკივილს კარგად ხსნის წყლით სავსე აბაზანაში 1–2 ჭიქა ვაშლის ძმრის ჩამატება. ნუ გამოიყენებთ საპონს ან გელს, რადგან ეს კანის გამოშრობას იწვევს. დამწვრობის პირველ საათებში დაგეხმარებათ ცივი წყლის საფენები. ეფექტურია ცივი გვირილის ნაყენის კომპრესები. სიცივე მოხსნის ტკივილს და შეინარჩუნებს მეტი რაოდენობის უჯრედს, ხოლო გვირილა ხელს უშლის ანთებით პროცესებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ, შეიზილოთ პანთენოლის შემცველი კრემი. ის პრეპარატებიდან ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია. პანთენოლი მრავალი სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაშია. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, კვებავს დაზიანებულ კანს და აჩქარებს მის მოშუშებას. უმჯობესია, სპრეის სახით გამოიყენოთ. ასე, კანი ნაკლებ მექანიკურ ზეგავლენას განიცდის.
კითხვა: მეგობრებმა მითხრეს, რომ თუ რუჯის მიღებამდე, კანზე ზეთს წავისვამ, ეს კანის დამწვრობას ამარიდებს და ადვილად გავშავდები. ეს სიმართლეა?
პასუხი
: არავითარ შემთხვევაში, არც რუჯის მიღებამდე და მით უმეტეს, არც დამწვრობისას, კანზე არ წაისვათ ზეთი და ზეთოვანი და საერთოდ, ცხიმის შემცველი სხვა ნივთიერებები. ცხიმი იწვევს მზის სხივების გარდატეხას. ეს კი მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.
скачать dle 11.3