კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 იდეალური მეორე ნახევარი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ალბათ, ყველას წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება თქვენი იდეალური მეორე ნახევარი – ადამიანი, რომელიც შეგავსებთ და ბედნიერებას მოგგვრით. ის, ვინც მოგანიჭებთ სიხალისეს, ბედნიერებას და იზრუნებს თქვენს ღიმილიან დღეზე. ვისთანაც თქვენ უსაზღვროდ ბედნიერი  იქნებით და ვის გარეშეც, უბრალოდ, წარმოუდგენელია სიცოცხლე.  მაგრამ ეს არის ჩვენი წარმოდგენების იდეალური ვარიანტი. რეალურად, ასეთი იდეალის პოვნა ძნელია. თუმცა, არსებობენ ამ იდეალებთან მიახლოებული ადამიანებიც. თუ გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც ახლოსაა ქვემოთ ჩამოთვლილ ტიპაჟთან, გეტყვით  მიზეზებს, რატომ უნდა დააფასოთ ის, მისცეთ შანსი და იყოთ ძალიან ბედნიერი მასთან. თუკი:
1. ის არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ყოველთვის მზადაა, მოგისმინოთ –  ეს ნიშნავს, ასეთ ადამიანს აინტერესებს თქვენი პრობლემები და მზად არის, მოგისმინოთ. თქვენ თავს გრძნობთ დაცულად და გაქვთ იმის განცდა, რომ მარტო არ ხართ.
2. მას უნდა, რომ გაგაღიმოთ ან, უბრალოდ, თქვენი ღიმილი მაინც ნახოს – ანუ, ის ცდილობს დატკბეს თქვენი ღიმილით. მოიქცეს ისე,  რომ, რაც შეიძლება, ბევრს იღიმოდეთ, დაძაბულ და სტრესულ სიტუაციაშიც კი. რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, როცა ადამიანი თქვენს ღიმილზე ზრუნავს?!
3. ის არ არის ფიცხი და აგრესიული – ყველა ადამიანის ცხოვრებაშია კრიზისული მომენტები, მთავარია, როგორ შეუძლია მას ამ კრიზის დაძლევა და როგორ გამოხატავს, ამას თქვენთან ურთიერთობაში.
4. ის არ არის დომინანტი – ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი. დესპოტი მამაკაცი, ალბათ, არავის ხიბლავს. ერთმანეთში უნდა იყოს: აზრთა გაცვლა, დათმობა, ძალთა წონასწორობა.
5. ის გულწრფელია – ასეთ ადამიანთან დაცული ხართ მოტყუებისგან. თუ ექსტრემის მოყვარული არ ხართ, ალბათ, გულწრფელ ადამიანებს მიანიჭებთ უპირატესობას, ეს ხომ ფასდაუდებელი ნიჭია.
6. ის იზიარებს თქვენს ინტერესებს და ხალისობს  თქვენთან ერთად – ის შეიძლება, სულაც არ იყოს ფეხბურთის გუნდის გულშემატკივარი, ან არ მოსწონდეს თქვენი ჰობი. თუმცა, პატივს სცემდეს იმას, რომ თქვენ ეს გიყვართ და თქვენთან ერთად ზეიმობდეს გამარჯვებას, იზიარებდეს მხიარულებას და ასე შემდეგ. აუცილებელია, ურთიერთდათმობა და ერთმანეთის ინტერესების გაზიარება.
7. მას უყვარს თქვენი ინდივიდუალიზმი და არ ცდილობს, შეგცვალოთ. თუ მას მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ, პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებებს  და არ ცდილობს, შეგცვალოთ პიროვნულად. თქვენ მას უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ!
8. ის არის მომთმენი – მოთმინებით უდგება თქვენს ყველა გადაწყვეტილებას. შეუძლია, სტაბილური ურთიერთობა და ესმის, რომ ყველაფერი ერთად, შეუძლებელია. ყველაფერი დაიძლევა ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, რაც აუცილებლად საჭიროებს მოთმინების უნარს.
9. ის ზრუნავს მათზე, ვინც გიყვართ – მას ესმის, რომ თქვენ გაქვთ თქვენი ცხოვრება, სადაც თქვენთვის საყვარელი ადამიანები ტრიალებენ. ის პატივს სცემს მათ და თბილადაა განწყობილი. ცდილობს, საერთო ენა გამონახოს მათთან. მას უყვარხართ თქვენ, შესაბამისად, დიდი სიმპათია აქვს მათ მიმართ, ვინც თქვენ გიყვართ!
10.  აქვს პატიების უნარი – ცხოვრებაში  ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაც შეიძლება, მოხდეს. მნიშვნელოვანია, შეგვიძლია თუ არა ჩვენ ამის პატიება. ვისაც არ შესწევს ამის უნარი, ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას. სიამაყე მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეუძლებელია, ჯანსაღი ურთიერთობის  შენარჩუნება.
რატომ
უყვარს ქალს
კაცი...


ქალებმა ყოველთვის იციან, რას ფიქრობენ კაცები. შესაბამისად იციან ისიც, თუ რატომ უყვარდებათ ეს არსებები.
კაცი შეიძლება გვიყვარდეს იმიტომ, რომ...
* კაცებს უყვართ ქალის სხეულის შესწავლა და სულის დაპყრობა.
* 14 წლის გოგოს შეუძლია მამაკაცს თავზარი დასცეს, ხოლო 25 წლის ქალს შეუძლია, ძალიან ადვილად მოათვინიეროს ის.
*  მამაკაცებს იზიდავს უკიდურესობები.
* კაცები ყველანაირად ცდილობენ, დამალონ საკუთარი სისუსტეები.
* კაცს ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ არ იყოს კაცი.
* მათი გახარება შეიძლება, მართლაც რომ უინტერესო კითხვებით.
მაგალითად: კითხვა, სხვადასხვა მარკის ავტომობილის შესახებ.
* მათ აქვთ მხრები, სადაც შეგვიძლია თავის დადება და დასვენება – ძილი დიდი ძალისხმევის გარეშე.
* ისინი არ ტყუიან თავიანთი ასაკის შესახებ (უმრავლესობა).
* იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ არ შეუძლიათ სიცოცხლე ქალის გარეშე.
* როცა ვეუბნებით: „მე შენ მიყვარხარ“, კაცები ყოველთვის გვთხოვენ: ზუსტად ავუხსნათ,   როგორ  გვიყვარს.скачать dle 11.3