კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ნეოლაბი – საიმედო კლინიკა საუკეთესო შედეგებით

თათია ფარესაშვილი თამარ ჩხენკელი


ინფექციური და ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

​ კლინიკა „ნეოლაბს” არსებობის 17 წლის ისტორია აქვს.  ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მულტიპროფილური კლინიკა, რომლის მთავარ მიმართულებებს ინფექციური და ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს. ამ მხრივ კლინიკას  საუკეთესო მომსახურება და შედეგები აქვს.  კლინიკა „ნეოლაბის” ბაზაზე  საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი  ლაბორატორია  ფუნქციონირებს. „ნეოლაბის”  ლაბორატორიულ კვლევებს  ცნობილი ქართული კლინიკების წამყვანი სპეციალისტები ეყრდნობიან.
კლინიკა „ნეოლაბში” საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე.  C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში კი – სრულფასოვანი კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა და მკურნალობა, პირდაპირი მოქმედების ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად. 28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კლინიკა „ნეოლაბი” წელს ამ თარიღს ხვდება C ჰეპატიტის 98-პროცენტიანი განკურნების მაჩვენებლით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
კლინიკაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები და ლაბორატორიული საქმის სპეციალისტები. რა სახის სამედიცინო სერვისებს სთავაზობს  „ნეოლაბი” პაციენტებს, ამის შესახებ კლინიკის   დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი კამკამიძეს გავესაუბრეთ.

– ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს „ნეოლაბში” ინფექციური და ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
– ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის კლინიკა „ნეოლაბში” დანერგილია ყველა ის თანამედროვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდი, რაც დღეისთვის გამოიყენება აშშ-სა და დასავლეთ ევროპის წამყვან კლინიკებში. კლასიკური მეთოდების პარალელურად, როგორებიცაა: იმუნოფერმენტული და ბიოქიმიური კვლევები, „ნეოლაბში” უკვე მრავალი წელია, დანერგილია და ეფექტურად გამოიყენება მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები, მათ შორის, რეალურ-დროითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტები. მათი უპირატესობა მაღალმგრძნობელობასა და სპეციფიკურობაში მდგომარეობს. კლინიკა „ნეოლაბში” დანერგილია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პანელის (როგორებიცაა: ქლამიდიური, ტრიქომონული, მიკოპლაზმური, ურეაპლაზმური და სხვა ინფექციები) ან კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებების პანელის (რომელიც შეიცავს ნაწლავური ვირუსების, ბაქტერიებისა და პარაზიტების გამომწვევებს) და სხვა კომბინაციების ერთდროული დიაგნოსტიკა. სწორი დიაგნოსტიკა იძლევა საშუალებას, დროულად იქნას შერჩეული ოპტიმალური მკურნალობა თანამედროვე სქემების მიხედვით, რათა პაციენტმა ნაკლები დროისა და ზედმეტი მატერიალური დანახარჯების გარეშე, მიაღწიოს საუკეთესო შედეგს.   
–  როგორც ცნობილია, უკვე არსებობს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია, დადგინდეს, თუ რაზე აქვს ადამიანს ალერგია. თქვენ თუ მუშაობთ ამ მეთოდით?
– კლინიკა „ნეოლაბში” დანერგილია ალერგოდიაგნოსტიკის ყველაზე თანამედროვე მეთოდები. ერთ-ერთ მიდგომაა ალერგენების სხვადასხვა კომბინაციის (მაგალითად, კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო, მედიკამენტური და სხვა) მიმართ ორგანიზმის ალერგიული მგრძნობელობის შეფასება, ალერგიის გამომწვევი ფაქტორის ზუსტი დადგენა კი მეტად შემაწუხებელი ალერგიული გამოვლინებების მართვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.  
–  რას იტყვით კლინიკის ლაბორატორიაზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიად მიიჩნევა.  
– კლინიკა „ნეოლაბის“ ლაბორატორია აღჭურვილია აშშ-სა და დასავლეთ ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურით და სადიაგნოსტიკო სისტემებით. ლაბორატორიის რესურსი იძლევა საშუალებას, ჩატარდეს მრავალფეროვანი კვლევა შემდეგი მიმართულებებით: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია/იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგიური და მიკრობიოლოგიური კვლევები (ამ უკანასკნელიდან გამოვყოფდით კვლევებს A, B, C, D ჰეპატიტის ვირუსებზე, ჰერპესის ჯგუფზე - მარტივი ჰერპესის, ჩუტყვავილა-ზოსტერის, ებშტეინ-ბარის ვირუსებზე, ციტომეგალოვირუსზე; წითელას და წითურას ვირუსებზე და სხვა).
  კლინიკაში  რეგულარულად   ეწყობა  აქციები   პაციენტებისთვის, რომელთაც აქციის ფარგლებში მოსახერხებელი და კომფორტული პაკეტებით სარგებლობა შეუძლიათ.   ამ ეტაპზე  მიმდინარეობს  აქცია პაპილომავირუსის გამოვლენისა და მისი  გენოტიპის დადგენის მიზნით.
კლინიკა პაციენტებს  სთავაზობს   ბინაზე  მომსახურების სერვისსაც. კლინიკა უზრუნველყოფს ადგილზე ექთნის გამოძახებას და აღებული მასალის ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას, ყველა აუცილებელი წესის დაცვით.

 კლინიკა „ნეოლაბის” მისამართია: ტაშკენტის ქ ¹47 (ვეძისის  დასახლება).
 დეტალური ინფორმაციისთვის  დარეკეთ ტელეფონზე: 2 39 28 03.

скачать dle 11.3