კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვის გამო გადაიღო კუბოში სურათები შალვა დადიანმა და როგორ დაახევინა მან მევალეს თამასუქი თავის ხელმოწერით

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია


მე-19-20 საუკუნეებში მწერლობა და თეატრი იყო ქართული  ეროვნული ცნობიერების შენახვისა და გამოვლენის, გაცოცხლებისა და აღორძინების უმთავრესი საშუალება, სწორედ ხელოვნებისა და ერის ცხოვრების ამ ორ უმნიშვნელოვანეს დარგში მიუძღვის შალვა დადიანს დიდი დამსახურება. ის გახლდათ კომედიური ჟანრის დამფუძნებელი დრამატურგიაში... (georoyal.ge)  „თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში“ დაცულია შალვა დადიანის ცხოვრების შესახებ ძალზე საინტერესო დოკუმენტები. მაგალითად ის, რომ  შალვა დადიანმა 14 წლის ასაკში საბავშვო ჟურნალი – „მოზარდი” გამოსცა, რომელიც სულ ოთხი წელიწადი გამოდიოდა. შალვა დადიანის  არქივზე მუშაობისას კიდევ უფრო მნიშვნელოვან ექსპონატებს მიაკვლიეს სპეციალისტებმა – მის მიერ შესრულებულ დღემდე უცნობ სასცენო ესკიზებს და წერილს, რომელშიც სოციალისტ-ფედერალისტები საქართველოს მეფობას სთხოვდნენ. მან ეს ხუმრობად მიიჩნია და ასე აიცილა თავიდან მძიმე ტვირთი.
შალვა დადიანი დაიბადა 1874  წლის 8 მაისს დაბა ზესტაფონში, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი იყო ცნობილი და პატივცემული ადამიანი მთელ საქართველოში – პოეტი, ისტორიკოსი, პედაგოგი, ექიმი, ასტრონომი. მასთან მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი და სხვები. შალვა დადიანმა განათლება მიიღო შინ, მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით... უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი პოეტი და მწერალი დუტუ მეგრელიც ნიკო დადიანის ოჯახში აღიზარდა. მომავალი მწერალი, სიჭაბუკიდანვე გატაცებული იყო პატრიოტული და სოციალური სამართლიანობის თემებით... 1896 წელს, შალვა დადიანს გაუგზავნია თავისი პირველი მოთხრობა „წმინდა ცრემლები” გაზეთ „ივერიაში”. „ივერიის” რედაქტორი, მაშინ ილია ჭავჭავაძე გახლდათ. „წარმოიდგინეთ ჩემი გახარება, - იგონებდა შემდეგ შალვა დადიანი, - როდესაც გაზეთის ფელეტონში ჩამწკრივებულად, ჩემი მოთხრობა დავინახე.” სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო თეატრით. 1893 წელს, 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო  კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ „მარგარიტა გოტიეში,” რომლის თარგმანიც მასვე ეკუთვნოდა. სცენაზე შალვა დადიანი „ქუჯის” ფსევდონიმით გამოვიდა. შემდეგში, შალვა დადიანი გახდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი ქუთაისის თეატრში. 1905 წლიდან იწყებს დრამატურგიულ შემოქმედებას... 1908 წელს შალვა დადიანმა ჩამოაყალიბა „მოძრავი დასი”, რომელიც დგამდა სპექტაკლებს საქართველოს ქალაქებში, ბაქოში, ნოვოროსიისკში. იმპერიის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, „მოძრავმა თეატრმა” დადგა მაქსიმ გორკის პიესა - „უკანასკნელნი”. შალვა დადიანი ითვლება კომედიური ჟანრის ფუძემდებლად ქართულ დრამატურგიაში. მის პიესებში, მხილებულია ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გამოვლინებანი. დრამატურგიაში შალვა დადიანი ცდილობდა ტრადიციული ჟანრის აღორძინებას (მაგალითად, „თეთნულდი”). შალვა დადიანის რომანი „გიორგი რუსი”, რომელიც თამარის ეპოქას ასახავს, ქართული რომანის ერთ-ერთ მიღწევად ითვლება. ხოლო, რომანი „გვირგვილიანების ოჯახი”, რეალისტურად გადმოგვცემს ზედა ფენების, რუსეთის მორჩილი არისტოკრატიის გახრწნილ ცხოვრებას და უბრალო ადამიანების უმძიმეს მდგომარეობას. შალვა დადიანზე კონსტანტინე გამსახურდია წერდა:
„შალვა დადიანს ამშვენებს მისი ბიოგრაფია. რომელიმე გულარძნილი ნაშიერი იმავე წოდებისა, თავის დიდგვაროვნებას ჩინებულად გამოიყენებდა იმპერატორის სასახლის კამერჰერების, სენატორებისა და გენერალ-გუბერნატორების ეპოლეტების მისაღებად. შალვა დადიანმა, ამას ყოველივეს, არჩია ქართველი მწერლის, ქართველი არტისტის სვეგამწარებული ცხოვრება”... ჯერ კიდევ 1923 წელს შალვა დადიანის ბენეფისზე იოსებ გრიშაშვილს უთქვამს: „ქართული კულტურის რომელი დარგიც არ უნდა დავასახელოთ, შალვა დადიანი, როგორც სამფერი ძაფი, ნაზად ექსოვება ჩვენს ეროვნულ ხალიჩას… შალვა დადიანი, როგორც მწერალი, სულ ახალი მოვლენაა ჩვენთვის. მისი ყოველი სიტყვა ყალიბშია ჩამდგარი, მოკვეთილი და თავაზიანია… შალვა დადიანის კალამმა იცის თავისი საზღვრები: სად უნდა დაიხიოს და სად გადავიდეს შეტევაზე...”
 ***


...მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ყოველწლიურად იხსნებოდა ახალი ფოტოსტუდიები და იმ დროის პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფები იღებდნენ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდებოდა. ყველა ამ ფოტოს თავისი ისტორია აქვს... საქართველოს ეროვნულ არქივში უამრავი საინტერესო ფოტომასალაა დაცული. მათ შორის, მიხაილოვ-საღარაძის ფოტოკოლექცია, სადაც ინახება ორი, თითქმის ერთნაირი და უცნაური ნამუშევარი. ერთ ფოტოზე ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი კუბოშია ჩასვენებული და თავთან სანთელი უნთია; მეორეზე კი მიცვალებული ჩასასვენებელში წამომჯდარა და იღიმება. ამ უცნაური ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძეა, გადაღების სცენარი კი თავად შალვა დადიანს შეუთხზავს. დრამატურგს ასეთი „სპექტაკლის” დადგმა ერთი მევალისთვის თვალის ასახვევად განუზრახავს. ქუთაისის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ვიღაც შეძლებული კაცისგან ფული უსესხია და თამასუქზეც მოუწერია ხელი. დათქმულ ვადაში ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, ფული არ ჰქონდა, არადა, ვალდებულების შესრულება მას უწევდა. თავად ფოტოგრაფს ეს ამბავი ასე მოუყოლია: ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ, ანუ შალვა დადიანის მოულოდნელ „გარდაცვალებას”, საზოგადოების დიდი მწუხარება მოჰყოლია და მევალესაც, დარწმუნებულს, რომ ვალს ვერ დაიბრუნებდა, თამასუქი დაუხევია. მაგრამ, მეორე დღესვე ცუდ დღეში ჩავარდნილა, რადგან „მკვდრეთით აღმდგარი” შალვა დადიანი ქუჩაში ცოცხალი და უვნებელი უნახავს. მევალე ისე შეშინებულა, რომ სულ „ფუი ეშმაკის” ძახილით გაქცეულა. შალვა დადიანი გამოჰკიდებია და გულწრფელად უნდოდა, ვითარება აეხსნა. გვარიანად შეშინებულ მევალეს სული რომ მოუთქვამს, შალვა დადიანი საყვედურებით აუვსია, ისედაც დაგაცდიდი ვალს, ამის გამო თავს რად იკლავდი, ან კუბოში როგორ ჩაწექიო (წყარო: resonancedaily.com).
скачать dle 11.3