კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 გაყიდულია!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ მარშშეტკბობილები


  გასული კვირა ფრიად დატვირთული აღმოჩნდა, ნუ იტყვით და, თვით საბჭოთა ნოსტალგიის ელემენტებითაც კი.
  საბჭოური ნოსტალგიის, ვინაიდან, თავდაპირველად, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველების მარშმა“ ჩაიარა, მოგვიანებით კი, „ქალების მარშმაც“ აუწყო ფეხი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „მარშირება“ ამით შესაძლოა, არც კი დასრულდეს.
  მე არ ვიცი, რატომ დაარქვეს, თავიანთი შეფასებით, პატრიოტულ აქციას „მარში“ (ვითომ „მსვლელობა“ ქართულ ყურს ეხამუშა და „მარში“ შეიტკბო?!) და არც ის ვიცი, რა შედეგი მოიტანა ამან, იმას გარდა, რომ უცხოელი არალეგალების ქვეყანაში ყოფნის გაპროტესტება ქართველი მამაკაცებისა და ქალების ომში გადაიზარდა.
  რაკი „ქართველების მარშისადმი“ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გახლავთ: ერთნი მიიჩნევენ, რომ უცხოტომელების მიმართ პროტესტი აღმაშენებლის სახელობის გამზირზე დიდი მკრეხელობაა (თვით მან ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 000 ოჯახი და მეჩეთში დადიოდაო), მეორენი კი დარწმუნებულები არიან, რომ აღმაშენებლის ქვეყანაში ქართველი არ უნდა დაჩიავდეს (თუმცა „მარშირება“ უშველის ამას?!).
  ჩემდა თავად კი მოგახსენებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი სავსებით ნორმალური მოვლენა და იმ დემოკრატიის ნიშანია, ეგზომ რომ მივილტვით; იმის პარალელურად, რომ ვითომ რატომ უნდა გვქონდეს ყველას ერთი აზრი ინკუბატორის წიწილებივით (და აქვე განვმარტავ, რომ ჩამოსახლებულ ყივჩაღებს, თითო ოჯახს – თითო, მეომარი უნდა გამოეყვანათ ბრძოლის ველზე, მეჩეთში კი იმად დადიოდა, რომ მრავალრიცხოვანი მუსლიმანი მოსახლეობის გული ხმლის ქნევის გარეშე დაემორჩილებინა.
  ასეა თუ ისე, მოვლენები ამის შემდეგ ფრიად ქაოტურად განვითარდა, რაკი „ქართველთა მარშის“ თავკაცებმა  უკადრებელი იკადრეს (ახალგაზრდა ქალის მისამართით), ქალებიც აღშფოთდნენ (და თუ გულზე ხელს დავიდებთ, არც მათ დაუკლიათ უკადრებელი) და საპასუხო მარშიც გამოაცხვეს: იმავე ადგილას (ამიტომაც ქალებს კრეატივს ვუწუნებ!).
  ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე უხვად ობიექტია, ვფიქრობ, თადარიგი უნდა დავიჭიროთ და მომავალი „მარშირებებისთვის“ ბილეთებიც გავყიდოთ (აბა, უფასოდ სადაა?!). –

скачать dle 11.3