კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მეორადის კომპლექსი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ რატომ არა  – პირველი?!



 მართალია, კუჭი არც ისე სავსე აქვთ (და მერე რა, რომ არც ჩვენ – სამაგიეროდ, მზე მაინც დაგვნათის) და სარჩენიც ბლომად აწევთ კისერზე (ჩვენი სეპარატისტებით დაწყებული), რფ-ის პრ.-მა ფრიად ამბიციური სამხედრო-საზღვაო პოლიტიკა დაამტკიცა.
 ჰოდა, რაკი დაამტკიცა, გადაწყდა, რომ რფ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მეორე ადგილზე უნდა იყოს მსოფლიოში, ცხადია, შესაძლებლობებით (ვითომ რათა პირველზე არა?!).
 თანაც, იქვე მიანიშნა, რომ რფ არ დაუშვებს, რომ სხვა, რომელიმე ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვნად დაჩაგროს!
 მე არ შევჩერდები იმ ქმედებების ჩამონათვალზე, რამაც რფ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს დედამიწის ზღვები და ოკეანეები უნდა ააზანზარებინოს (ჯერჯერობით მათ ანგარიშზე სამმილიონიან საქართველოსთან მოგებული ომია), მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ამბის გასრულებას 2030 წლისთვის აპირებენ (რატომო, არ მკითხოთ, არ ვიცი და იმიტომ).
 თუ გავიხსენებთ, რომ საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში სსრკ-ის ღირსებების განმარტებისას, როგორც წესი, აღნიშნული იყო, რომ ეკონომიკასა თუ სამხედრო საქმეში სსრკ პირველ ადგილს იკავებდა აშშ-ის შემდეგ (თითქოს ეს მეორეს არ ნიშნავდა), ჩრდილოელის პროგრესი თვალნათელია, ოღონდ მეორადის კომპლექსს ვერგამცდარი. –
скачать dle 11.3