კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ უნდა მოვიქცეთ კოღოსგან გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის დროს და შემოსულია თუ არა საქართველოში კოღოსა და ტკიპის ახალი სახეობები, რომელთა ნაკბენიც მძიმე რეაქციებს იწვევს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა, გახლდათ ფარაონი მენესი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 540 წლის წინ, კრაზანის ნაკბენისგან გარდაიცვალა. ალერგიული რეაქციის გამოვლენა მწერის ნაკბენზე დღითი დღე იზრდება, რაც ანაფილაქსიური შოკის სახით შეიძლება, გამოვლინდეს. თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კოღოსა და ტკიპის კბენისგან და როგორ მოვუაროთ ნაკბენს, ამ ყველაფერზე გვესაუბრა  ალერგოლოგი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის დეპარტამენტის პროფესორი, რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე: მწერების ნაკბენები შეიძლება, ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: სიფრიფანაფრთიანთა (კოღოები, ფუტკრები, კრაზანები,  ბუზანკალები და სხვა) და ობობასებრთა (ტარანტულები, მორიელები, ტკიპები) ნაკბენები. მწერის ნაკბენზე ადამიანის ორგანიზმი სამი სახის რეაქციით პასუხობს. ადგილობრივი რეაქცია, ზოგადტოქსიკური რეაქცია, ალერგიული რეაქცია – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. ალერგიული რეაქცია  შეიძლება, აღმოცენდეს ერთეულ ნაკბენზეც და ასევე, უბრალოდ, მწერის შეხებით, თუ ადამიანს აღენიშნება წინასწარგანწყობა აღნიშნული რეაქციისადმი.  ალერგია დაავადებათა შორის  გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. წელს ალერგია  საზოგადოების გლობალურ შეშფოთებად აღიარეს ანაფილაქსიური შოკის გამო.
– როგორ გავარჩიოთ,  რა რეაქციასთან გვაქვს საქმე?
ადგილობრივი რეაქცია შემდეგი სიმპტომებით გამოიხატება: შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან ძლიერი წვის შეგრძნება კბენის უბანში, ლიმფური კვანძების ლოკალურად გადიდება. ზოგადტოქსიკური რეაქციაა, როდესაც არის: ციებ-ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, თავისა და სახსრების ტკივილი (ჩვეულებრივ, მრავლობითი ნაკბენის შემთხვევაში აღმოცენდება). მწერისმიერმა ალერგიამ, დაწყებული ბუსუსოვანი, უმნიშვნელო მწერებიდან, შეიძლება დიდი გართულებები გამოიწვიოს. დაჯდება კანზე, შეიძლება არც უკბინოს ადამიანს და უზარმაზარი კონტაქტური ალერგია მოგვცეს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ექიმის დახმარება აუცილებელი ხდება. თუ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები გაქვთ მოსკიტის ნაკბენზე და ცხოვრობთ ან ისვენებთ ენდემურ რაიონში, ასევე, შენიშნეთ ნაკბენის უცნაური ცვლილება – დაწყლულება, დიდ ფართობზე გაწითლება ან სისხლჩაქცევა; ანდა,  კბენის შემდგომ აღგენიშნათ: ტემპერატურის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სისუსტე და უმადობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მართალია, მწერის ნაკბენზე ალერგიის დაბალი პროცენტია, მაგრამ დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციის გამო, ყველაზე საშიში გართულება ანაფილაქსიური შოკია, რომლის დროსაც შესაძლოა, ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი შეშუპდეს – ხმა დაიკარგოს, ყელში სხეულის შეგრძნება გაჩნდეს, გულის შეკუმშვათა რიცხვი გაიზარდოს. ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. თუმცა, ევროპის ბევრ ქვეყანაში ოჯახებში ინახება ადრენალინის ჰიდროქლორიდი, რომელიც პირველი რიგის პრეპარატია მწვავე ურტიკარიისა და ანაფილაქსიური შოკის დროს. ადრენალინი კეთდება კანქვეშ ან კანში მოზრდილთათვის – 0,5 მილილიტრი. ბავშვებისთვის – 0,1. მწერის კბენის შემდეგ ორი ტიპის რეაქცია ვლინდება დაუყოვნებლივ (ანაფილაქსიის დროს) და დაყოვნებული, რაც გარკვეული დროის გავლის შემდეგ გამოვლინდება – ადგილობრივად ნაკბენის ადგილას კანის წვით, შეშუპებითა და ტემპერატურის მომატებითაც კი. ასეთი ტიპის რეაქციები ბავშვებში მწერით ნაკბენის შემთხვევათა 60 პროცენტია. დაუყოვნებლივი ტიპის ალერგია სიცოცხლისთვის საშიშია.
– რატომ ხდება, რომ კოღო ყველა ადამიანს არ კბენს? როგორ არჩევს მსხვერპლს?
– ეს არის ენდოფაქტორებზე, სისხლის ჯგუფზე დამოკიდებული. თუმცა, ასე, ცალსახად ვერ იტყვი, რომელი ჯგუფის სისხლს კბენს მწერი. ცნობილია, რომ კოღოს პირველი ჯგუფის სისხლი უყვარს, რომელიც ანტიგენებისგან სუფთაა, ის უფრო ტკბილია. მაგრამ, მეორესაც ეტანება, ასევე რეზუსზეცაა დამოკიდებული. ყნოსვით კოღო მისთვის მიუღებელ ანტიგენს არ ეკარება. ყველა სახეობის კოღო თავისთვის მისაღებ სისხლს ეტანება.
– მართალია, რომ წელს კოღოს ახალი სახეობა გავრცელდა, რომლის ნაკბენი კრაზანისას ჰგავს?
ადამიანის სისხლით გამოკვების შემდეგ, კოღო თავის ნერწყვს უშვებს კანში. ნერწყვში შემავალი ცილები იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ პასუხს, რაც განაპირობებს ჩვეულ ქავილსა და ამობურცვას.  წელს კოღოს ორი ახალი სახეობა გავრცელდა, მაგრამ ეს კრაზანის მსგავსი ნაკბენი იმის ბრალი არ არის, რომ ახალი სახეობაა. უბრალოდ, განსხვავებული რეაქციაა ნაკბენზე. არ არის სწორი, როცა რაღაცას გაიგონებ და იმაზე ჩაიციკლები – ახლა ეს ახალი სახეობის კოღო შემოსულა და დავიღუპეო.
– ასევე, გააქტიურდნენ ტკიპები, რა შეიძლება, გამოიწვიოს ტკიპის ნაკბენმა?
–  ტკიპის ნაკბენი ადგილობრივ ანთებასა და ქავილს იწვევს. ტკიპების ნაკბენი საშიში იმითაა, რომ აღნიშნული მწერები ტკიპისმიერი ენცეფალიტისა და ბორელიოზის გადამტანები არიან. დაავადება ხასიათდება მკაცრი სეზონურობით, დაკავშირებულია მწერთა აქტივობასთან, რომელიც აღინიშნება გაზაფხული-ზაფხულისა  და ზაფხული-შემოდგომის პერიოდებში. ტკიპისმიერი ენცეფალიტით ადამიანი შეიძლება, დასნებოვნდეს ტკიპის კბენის შემთხვევაში და ენდემურ ზონებში ცხოველთა დაინფიცირებული რძით (ძირითადად თხის, შედარებით იშვიათად – ძროხის). დაავადების პირველი სიმპტომები შესაძლოა,  4-45 დღეში გამოვლინდეს. დაავადება, როგორც წესი, მწვავედ იწყება – მაღალი ცხელებით, თავის მტანჯველი და მზარდი ტკივილით. დაავადება შემდგომშიც მძიმედ მიმდინარეობს ნერვული სისტემის ამა თუ იმ ხარისხის დაზიანებით. ბორელიოზით ადამიანის დაავადება მხოლოდ ტკიპის ნაკბენმა შეიძლება, გამოიწვიოს. ეს დაავადებაც მწვავედ, ცხელებითა და თავის ტკივილით იწყება. დამახასიათებელი სიმპტომია ნაკბენ უბანში გაბნეული ერითემების აღმოჩენა (ერითემა სისხლძარღვთა გაფართოებით წარმოქმნილი წითელი ფერის ლაქაა). ერითემები რამდენიმე დღეში ქრება. საყურადღებოა, რომ სიწითლე ცენტრიდან იწყება, რის გამოც ლაქები რგოლისებრ ფორმას იძენს. ბორელიოზის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება ნერვული სისტემა, გული და სახსრები. ორივე ინფექცია (ბორელიოზი და ენცეფალიტი) დაზარალებულის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. დაავადებულები არ არიან საშიშნი გარშემო მყოფთათვის.
–  კბენის შემთხვევაში, როგორ ავიცილოთ გართულება?
–  კანის ნორმალური რეაქციის შემთხვევაში, საკმარისია ცივი, მარილწყლიანი, ყინულის, ფიზიოლოგიური ხსნარის საფენების დაფარება.  ხოლო, თუ სახეზე გვაქვს უფრო სერიოზული ალერგიული რეაქცია, აუცილებელია, მივიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი და სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს. შეჩერება შეიძლება იმით, რომ მაშინვე უნდა დამუშავდეს ადგილი ცივი ხსნარით, მოშორდეს თუ დარჩენილია ნესტარი, შემდეგ მწერის ნაკბენზე უნდა დაიტანოთ ანტიჰისტამინური შემცველობის მალამოები. ნუ შეეცდებით, ტკიპა ხელით მოაშოროთ კანს, ალბათობა იმისა, რომ მწერს მოსწყდეს თავი და მისი ნაწილი (ანუ ხორთუმი) ჩარჩეს დაზარალებულის კანში, ასეთ დროს ძალიან დიდია. პროცედურა შედარებით გამარტივდება, თუ ამოღებამდე მწერს მცენარეულ ზეთს დააწვეთებთ და რამდენიმე წუთს მოიცდით. ტკიპის მოცილების შემდეგ ჭრილობა იოდის ხსნარით ან ბრილიანტის მწვანით უნდა დამუშავდეს. თავი ავარიდოთ ღამის საათებში გარეთ ყოფნას. სახლში იქონიეთ დამცავი ბადეები და შუქი არამიზნობრივად არ აანთოთ.  როგორც ყველაზე მძიმე ვირუსული ინფექციების დროს, დაიბანეთ ხელები ხშირად.
скачать dle 11.3