კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№29 როგორ მივიღოთ ლამაზი რუჯი დამწვრობის გარეშე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც ჯანმრთელი და თანაბარი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.

* დალიეთ სტაფილოს წვენი – რამდენიმე კვირით ადრე, სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ, დაიწყეთ ორგანიზმის კაროტინით გამდიდრება. კაროტინი ასტიმულირებს მელანინის გამოყოფას, რაც პასუხისმგებელია კანის ფერის ცვლილებაზე. გააგრძელეთ სტაფილოს წვენის სმა გარუჯვის დროსაც. ასევე, კვების რაციონს შეჰმატეთ ხილი და ბოსტნეული, ღია-ყვითელი, მწვანე ან ფორთოხლისფერი შეფერილობით.
* დაიცავით კანი – მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად და იმისთვის, რომ მიღებული რუჯით კიდეც გალამაზდეთ  და კანისთვისაც სასარგებლო იყოს, საჭიროა დაცვის მექანიზმების გამოყენება. მაღალი დონის დაცვის საშუალებები (SPF 30, 40 ან 50) შეესაბამება ძალიან ღია ფერის კანს, მუქ კანზე წასასმელად კი, შეგიძლიათ, უფრო მსუბუქი პრეპარატები გამოიყენოთ – დაცვის დაბალი ხარისხის მქონე ზეთები.
* გააკონტროლეთ მზის გავლენა თქვენს კანზე – მზეზე გატარებული დრო, პირველი დღეების განმავლობაში შეამცირეთ მინიმუმამდე, დაიწყეთ 15 წუთით. თანდათან გაზარდეთ მზის პროცედურების ხანგრძლივობა, მაგრამ მოერიდეთ მზის მაღალი აქტიურობის პერიოდებს, დღის 11-დან 16 საათამდე. თუ კანი დაგეწვათ პირველივე დღეებში, მაშინ მზის ზემოქმედება ახალ კანზე გამოიწვევს პიგმენტური ლაქების გაჩენას.
* გამოიყენეთ სკრაბები – სანამ წაისვამთ მზისგან დამცავ კრემს ან გელს, მოიშორეთ აქერცლილი და დაზიანებული კანი მსუბუქი საშუალებების დახმარებით. ასეთ შემთხვევაში, რუჯი უფრო თანაბრად განაწილდება.
* გაიწმინდეთ კანი პლაჟზე ყოფნის შემდეგ – ყოველთვის ჩამოიბანეთ მზისგან დამცავი პრეპარატების, ზღვის მარილის, წყლის, ქვიშის ნარჩენები სახიდან და სხეულიდან. გამოიყენეთ გამწმენდი კრემები. მოერიდეთ სკრაბებისა და პილინგის პლაჟის შემდეგ გამოყენებას, ასე  შეიძლება, კანი დაიზიანოთ. მზის ზემოქმედების შემდეგ სხეული და სახე აუცილებლად უნდა დაიტენიანოთ სპეციალური შემადგენლობით, რომელიც დაარბილებს ქსოვილებს და დააჩქარებს რეგენერაციის პროცესს.
* მზისგან დამცავი საშუალებები – შეიძლება ფიქრობთ, რომ რუჯის მიღება დამცავი კრემების გარეშე ჯობია, მაგრამ ეს განსაზღვრავს არა მარტო კანის, არამედ რუჯის ხარისხსაც. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ კრემის წასმა ყოველ ჯერზე, როცა კი წყლიდან ამოხვალთ.
* შუადღის მზის უარყოფითი შედეგი – შუადღის მზის ძალა ორმაგდება, ამას ემატება დაზიანებული ოზონის ხვრელი, რაც ულტრაიისფერი სხივების გავლენას დედამიწაზე და ჩვენზეც, კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ, შუადღის 12 საათიდან 4 საათამდე არ არის რეკომენდებული გარუჯვა. ამ პერიოდში მზემ შესაძლოა, თქვენთვის შეუმჩნევლად, სისხლძარღვები და კანის უჯრედები დააზიანოს.
* იმოძრავეთ – ხშირად, რუჯის მიღების საუკეთესო საშუალებად გაუნძრევლად წოლას მიიჩნევენ, მაშინ, როცა თანაბარი რუჯი მოძრაობისას მიიღება.
* დამატენიანებლები – მნიშვნელოვანია, რომ გარუჯვის შემდეგ ტანი ცივი წყლით კარგად დაიბანოთ, რომ მზისგან დამცავი თუ მზის მიმღები საშუალებები სხეულზე არ დაგრჩეთ. დაბანის შემდეგ კი სხეული კარგად დაიტენიანეთ, რადგან მზე კანს ძალიან აშრობს და დატენიანება ყოველდღიურად სჭირდება.
* დალიეთ ბევრი წყალი – მზის ძლიერი სხივები ძალას გართმევთ. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა ძალების აღსადგენად.
* ჰიგიენური პომადა, მზის სათვალე და ქუდი – იხმარეთ ჰიგიენური პომადა,  რადგან, ტუჩებზე კანი განსაკუთრებით ნაზია და მას აუცილებლად სჭირდება დაცვა. რუჯის მიღებამდე ჰიგიენური პომადის წასმა, საკმარისია ტუჩების დასაცავად. დაიცავით თვალები მზის სათვალით, რადგან, ასევე, ნაზია კანი თვალების მიდამოებშიც. მოერიდეთ დასიცხვას. ქუდის გარეშე დიდხანს მზეზე გაჩერება არ არის რეკომენდებული.скачать dle 11.3