კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მითხრეს, რომ ცხიმიანი კანისთვის კარგია სტაფილოს, პომიდვრის, მარწყვის, ქატოსა და კომბოსტოს ნიღბები. როგორ მოვამზადო ამ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან სამკურნალო ნიღბები?
პასუხი:
დიახ, ჩამოთვლილი პროდუქტებისგან მომზადებული ნიღბები, მართლაც კარგია ცხიმიანი კანისთვის. ნიღბების მომზადება სახლის პირობებში: 1 ცალი მოზრდილი სტაფილო გახეხეთ. დაუმატეთ ცოტა ბავშვის პუდრი და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს; პომიდორი დაჭერით სიბრტყეზე და დაიდეთ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის, კომბოსტოს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დაიდეთ სახეზე 25-30 წუთით; 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ და დაუმატეთ 2 სადილის კოვზი დაჭყლეტილი მარწყვი. დაიდეთ ეს მასა სახეზე და გაიჩერეთ  15-20 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით; ცხიმიან კანს უხდება ქატოს ნიღაბი. ამისთვის, ქატო უნდა აურიოთ რძეში და მიღებული მასა დაიდოთ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.   
скачать dle 11.3