კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ ითვლის მსოფლიო რეკორდსმენი ვლადიმერ მისაბიშვილი ზეპირად ისეთ რიცხვებსაც კი, კალკულატორითაც რომ არ ითვლება

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 65 წლის ვლადიმერ მისაბიშვილი მსოფლიო რეკორდსმენია. მან 100-ნიშნა რიცხვიდან ზეპირად გამოიანგარიშა 23-ე ხარისხის ფესვი, სულ რაღაც 32 წამში. მიღებული რეზულტატი დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდად და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნა. ბატონი ვლადიმერი აფხაზეთიდან დევნილია. ვიდრე მას ომის გამო, იძულებით მოუწევდა საკუთარი სახლ-კარის დატოვება, 15 წელი საინჟინრო სფეროს ემსახურა. შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, 12 წელი მოსკოვში ცხოვრობდა არალეგალურად, მერე კი საქართველოში დაბრუნდა. აფხაზეთის ომი მის ცხოვრებაში შავ ლაქად დარჩა - დაკარგა ბევრი ახლობელი და რაც მთავარია, საკუთარი კერა... უნიკალური ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე პიროვნება, ახლა რუსთავში ცხოვრობს და ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის გამო, ვეღარ ახერხებს ციფრებზე მუშაობას.

– ბატონო ვლადიმერ, როდის აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?
ახალგაზრდობაში, 25 წლის რომ ვიყავი, ბავშვებს ვამეცადინებდი – მეზობლებს, ნათესავებს და იქიდან დაიწყო ყველაფერი. ამ პროცესში იყო რთული ამოცანებიც, რომლებსაც თავად ვამუშავებდი. ერთხელაც მივხვდი, რომ ზეპირადაც შემეძლო მათი გამოთვლა და ანგარიში.
– მსოფლიო რეკორდის დამყარება თავად გადაწყვიტეთ, თუ თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდიანრე, ახლობლებმა გირჩიეს?
– მე თვითონ გადავწყვიტე, არავის ურჩევია.  ყოველთვის ჩემი ტვინით ვმოქმედებდი. საქართველოში ახლაც არ იციან მათემატიკოსებმა, რას როგორ ვაკეთებ. ეს ჩემი საიდუმლოა და არავის ვეუბნები. როგორც მე არ ვიცი, როგორ აკეთებს გერმანელი და ფრანგი მსგავს გამოთვლებს, ისე არ უნდა იცოდეს არავინ ჩემი მეთოდები.
– უფრო კონკრეტულად, რას შეეხებოდა თქვენი რეკორდი?
– ეს რეკორდი 2016 წელს დავამყარე. 100-ნიშნა რიცხვიდან 23-ე ხარისხის ფესვი ამოვიყავნე 32 წამში და მომენიჭა მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული. საქართველოში არის რეკორდების ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი გახლავთ დავით ბეგიაშვილი. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით პირველად მოხდა ზეპირ მათემატიკაში რეკორდის დამყარება. შესაბამისად, პირველი ქართველი ვარ, ვინც  ეს შეძლო. ჩემ შემდეგ გამოჩნდნენ მიმდევრები. ჩემთანაც მოვიდნენ სამეცადინოდ. მივეცი კიდეც დავალებები, მაგრამ, ალბათ, რთულად მიიჩნიეს და მერე აღარ მოსულან.
– მსგავსი რამ ჯერ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა?
– კი, მსგავსი რამ გერმანიასა და საფრანგეთშია დაფიქსირებული. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მათი ალგორითმებიც არაა ცნობილი.
– თქვენი გამოთვლა, ალბათ, მეცნიერებისთვის დიდი მიღწევაა.
– არ ვიცი, ვინ როგორ ჩათვლით, მაგრამ ჯერ სხვას არავის გამოუთვლია 23-ე ხარისხის ფესვი, კალკულატორითაც კი არ ითვლება. ეს რაღაც გრანდიოზული რიცხვებია. 100-ნიშნა რიცხვი იცით, რას ნიშნავს? ოთახში რომ დაიწყოთ წერა, არ დაგეტევათ.
– გარდა მათემატიკის ცოდნისა, რა გეხმარებათ ამხელა ციფრებთან მუშაობაში?

– უნარი სჭირდება ამ ყველაფერს. რიცხვების გადამუშავება და სწორი პასუხის მიღება რომ შეძლო, ამის უნარი უნდა გქონდეს. იცოდეთ, ამ საქმეში მხოლოდ, მათემატიკის ცოდნა არაა საკმარისი. რეკორდის მერე, კიდევ ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი განხორციელება.
– რატომ?
– ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მხედველობა დამიქვეითდა – 2 პროცენტიც აღარ დამრჩა. სისხლის პრობლემები დამეწყო და ამან გამოწვია მხედველობის გართულებაც. შარშან ასე ცუდად არ ვიყავი.  მხედველობის მხრივაც უკეთესი მდგომარეობა მქონდა. წელს ყველაფერი გამირთულდა.
–  ერთხელ თქვით, რომ არ ხართ მათემატიკოსი... ტექნიკური საგნები ბავშვობიდან გაინტერესებდათ?
– დიახ, ბავშვობიდან მქონდა ინტერესი. ყოველთვის მიზიდავდა ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია. სკოლაში, ინსტიტუტში არ მქონია შემთხვევა, რომ ამ საგნებში რაიმე გამჭირვებოდა და ვერ ამომეხსნა. მარტივი იყო სასწავლო პროგრამა ჩემთვის.  მე გახლავართ ინჟინერი და არა მათემატიკოსი – საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. ლექტორი ვიყავი და აფხაზეთში, ჩემი პროფესიით 15 წელი ვმუშაობდი.
– თვითნასწავლი ხართ? არავისთვის არ გითხოვიათ დახმარება?
– დიახ, რა თქმა უნდა, თვითნასწავლი ვარ. არავინ არაფერში დამხმარებია. არავისთან  მივსულვარ რაიმეს სასწავლებლად.
– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენს შესახებ.
აფხაზეთიდან დევნილი ვარ. სოხუმში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე სხვადასხვა დაწესებულებაში. ომი და უბედურება რომ დაგვატყდა თავს, იძულებული გავხდი, იქიდან გამოვქცეულიყავი. 12 წელი მოსკოვში ვიცხოვრე არალეგალურად და იქ ვმუშაობდი. სადაც სამუშაო იყო, ყველგან მივდიოდი. ბოლოს, 5 წელი ერთ ქართველ კაცთან მენეჯერად ვიმუშავე, რუსეთთან ურთიერთობა ძალიან რომ გართულდა და 2006 წელს ქართველობა გამოყარეს იქიდან, მეც წამოვედი. რუსთავში დავსახლდი და  რამდენიმე წელი ვეძებდი სამსახურს. ვერაფერი ვნახე და ბოლოს გადავწყვიტე, ახალგაზრდობაში დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. რიცხვთა თეორიაზე მუშაობა გასული საუკუნის 1976-1977 წლებში დავიწყე და ბოლოს, 2016 წელს ამ შედეგამდე მივედი.
– თქვენი შვილები სად არიან?
– ვაჟი მოსკოვში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ქალიშვილი იტალიაშია გათხოვილი.
– აფხაზეთის ომი ყველაზე მძიმე გასახსენებლი იქნება თქვენთვის...
– ომი, ეს ყველაზე მძიმე თემაა. მაშინ გართულდა ყველაფერი. ყველაფერი დავკარგე, ბევრი ხალხი დაიღუპა, მათ შორის, ჩემი მეუღლის ძმაც. ბევრი რამ გადამხდა თავს. იძულებული გავხდი, დამეტოვბინა სახლი, კარი, ფუძე და გავქცეულიყავი. ეს თავის გადასარჩენად გავაკეთე, სხვა გზა არ მქონდა.
скачать dle 11.3