კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა ხერხებით იგებდა ოლიმპიურ თამაშებს ლევან თედიაშვილი და როგორ იყარა ჯავრი ქართველ ფალავნებზე შვეიცარიელმა რაფაელ მარტინეტიმ მის გამო

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

648 ბრძოლიდან მხოლოდ ორი დათმო. ის ერთადერთი მოჭიდავეა მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა  სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. დაიბადა საგარეჯოში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი; 1976 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო თბილისის ავეჯის კომბინატის მუშა; კომკავშირის ცეკას სპორტული და თავდაცვის განყოფილების გამგე; საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; ერთობლივი საწარმოების „თსბ-სა” და „აბჯრის” პრეზიდენტი; კახეთის რეგიონში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული; პარლამენტის წევრი პარტიული სიით „მოქალაქეთა კავშირიდან“. 2015 წელს კი, მძიმე დიაბეტით დაავადებული, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში შიმშილობის აქციას შეუერთდა ირმა ინაშვილთან და სხვებთან ერთად.
როცა დიდი სპორტიდან წავიდა, მშობლიურ მხარეში მეურნეობის ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ იმ პერიოდიდან გავიხსენებთ ერთ საინტერესო ამბავს, რომელსაც მისი ცხოვრების დღიურებში, როგორც სასიამოვნოდ გასახსენებელს,  გამორჩეული ადგილი უკავია.  

ერთ წელსაც ყურძნის არნახული მოსავალი დაუდგათ. საჭირო გახდა დამხმარე ძალა. ამ დროს რუსეთიდან დიდი ტურისტული ჯგუფი ყოფილა ჩამოსული. მათი უმეტესობა ქალბატონები იყვნენ. ჩვენმა ფალავნმა, მეურნეობის ხელმძღვანელმა მომენტი ნახა და ყველა ექსკურსანტი ქალი თავის მეურნეობაში „შეუშვა“. მერე ბირჟაზე უსაქმურად მჯდომ მამრობით სქესს ჩამოუარა – აქ რო ქვაზე ჯდომით ერთ ადგილს იციებთ, ერთი გამოხედეთ, ჩემთან რა ხდებაო.  იმათმაც გაიხედეს და... მოკლედ, ყველა კმაყოფილი დარჩა. რთველიც რეკორდულ დროში დამთავრდა და, სოფელი რისი სოფელია, თან კახეთი, თუ ასეთი ამბავი ერთ რამედ არ აქციეს. ჰოდა, მაშინდელმა რაიკომის მდივანმა მედეა მეზვრიშვილმაც ჩვენი თავმჯდომარე თავისთან დაიბარა. ფალავანს კი ეგონა, რთველის წარმატებით დამთავრებისთვის მადლობას ეტყოდნენ, მაგრამ არა! „სოფლი ახალგაზრდობის მორალური გარყვინითვინა” სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.   
„პოპულარობა კარგი რამეა. დღეს გიცნობენ, ხვალ – ვერა. ამას უნდა შეეგუო. აი, სხვა საქმეა ის ხარისხი, რომელშიც პოპულარულობამ აგიყვანა. უკვე განსაზღვრული გაქვს დონე, რომლის დაბლა ვეღარ დაეშვები. ვალში ხარ შენი ხალხის წინაშე და ეს ვალი კაცურად უნდა დაუბრუნო დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. მტრისას, თუ პირიქით მოხდა – ფეხი დაგიცდა ან რაღაც უღირსი საქციელი ჩაიდინე, – აბა, მაშინ გაგიხსენებენ და თავზე დაგამხობენ შენს განვლილ წარმატებასაც და ჩინ-მედლებსაც...“ – ეს ლევან თედიაშვილის დღიურების ერთი ნაწილია. გაიცნით ის ახლოდან, საჭიდაო მოედანზე და მის მიღმა – ვენახებიდან. თავად განსაზღვრეთ, დაუცდა თუ რა მას ფეხი საზოგადოების წინაშე, რასაც გაუხსენებენ და მის განვლილ გზას, იმ ჩინ-მედლებს, რომელიც ქვეყნის გულის გასახარად მოუპვებია, არაფრად ჩააგდებენ. თუმცა, როცა ლეგენდარულ პიროვნებას გიწოდებენ, ამის კითხვის საჭიროებაც აღარაა.             
„საუბრისას მრავალი ეპითეტის ხმარება მომიწევს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ, მასზე ყველაფერი ალალიაო. უდიდესი წარმატებების ფონზე, ისევ ის, იუმორით აღსავსე საგარეჯოელი ბიჭია. იქნებ ცოტა უხერხულია ბიჭი უწოდო 67 წლის ჭარმაგ კაცს, ვინაც ჯანი და ილაჯი სამშობლოს დიდებას შეალია. მისმა სისხლმა და ხორცმა, უსაყვარლესმა შვილმა კი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავი გასწირა, რადგან კარგად იცოდა, ვისი გორისა იყო... სიმართლეს ვერსად წაუვალთ და ლევან თედიაშვილი ახლაც ხალასი იუმორით აღსავსე გოგია კენკიშვილია, ვისი როლიც ასე ოსტატურად მოირგო გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“. ლევანს 700-მდე ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ წაუგია და მისი სახელი ჭიდაობის სამყაროში  დღესაც უბადლო ოსტატობისა და ვაჟკაცობის   სიმბოლოა.
…ჭიდაობა არც მძლეოსნობაა და არც ცურვა, რომ რეკორდები ფიქსირდებოდეს, თუმცა არის ისეთი შედეგები, რომელთა გამეორება ალბათ, შეუძლებელიც კია. 1974 წელს, სტამბოლის მსოფლიო ჩემპიონატზე, შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი 3 წამში ბეჭებზე  გააკრა. ამ მარტინეტიმ ლევანის ჯავრი სხვა ქართველ ფალავნებზე იყარა და არაერთხელ. ორი ათეული წლის განმავლობაში, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, ბევრჯერ გაამწარა ჩვენი ბიჭები, მათთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებით. ამ ამბებამდე ერთი წლით ადრე, კიდევ ერთი უნიკალური მიღწევის ავტორი შეიქნა. თეირანში, ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამი დღის მერე კი, იქვე, მიმდინარე სამბისტთა ჩემპიონატზე გამოსვლა სთხოვეს და ამანაც ყველას მუსრი გაავლო. იქვე მყოფმა დიდმა ირანელმა ფალავნებმა – მანსურ მეჰდიზადემ და აბდალაჰ მოვაჰედიმ ხუმრობით უთხრეს, ბარემ ბერძნულ-რომაულშიც გეჭიდავა და იქაც ვერავინ მოგერევაო. ლევან თედიაშვილი ასევე ერთადერთია, ვისაც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობა არავისათვის დაუთმია.

 ახლა ერთ ისეთ ისტორიას მოგითხრობთ, რომლის ნამდვილობაზეც თავს ვერ დავდებ, თუმცა, ფრიად სანდო ადამიანის, ლევანის მეგობრისგან მაქვს მოსმენილი. ამ თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა თავად ვკითხე, მართალია ეს ამბავი თუ არა-მეთქი, გემრიელად ჩაიქირქილა და მიპასუხა: ჰო, მგონი, რაღაც მაგდაგვარი მართლა მოხდაო. ჭიდაობაში  საბჭოთა კავშირის ნაკრები მორიგი, დიდი ასპარეზობისთვის, სომხურ წახკაძორში ემზადებოდა. ლევანი უკვე სახელოვანი ფალავანი და ნაკრების კაპიტანია. ტერიტორიიდან გარეთ ცხვირს არავის აყოფინებენ. ზუსტად იმავე დროს, თბილისში, ერევნის „არარატის“ ფეხბურთელთა გუნდმა „დინამოს“, „ლოკომოტივის“ სტადიონზე 4:1 მოუგო. ამას დიდი არეულობა მოჰყვა, ცემა-ტყეპა და მანქანების დაწვა. წახკაძორში მყოფი ლევანი ისე გამწარებულა, შებნელებულზე ჩუმად გამოიპარა და ერევანში ჩავიდა. სასტუმრო „ანის“ წინ მოზეიმე ახალგაზრდების ჯგუფთან მისულა და უთხოვია, 11 კაცი გამომყევით, თქვენთან პატარა საქმე მაქვსო. შემდეგ რაც მოხდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის. მეორე დილით, ნაკრების მწვრთნელებს ლევანი მოუსაკლისებიათ და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ერევნის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიაკვლიეს. მოლიციის უფროსის კაბინეტში, ორ მაიორთან ერთად, ჩაის შეექცეოდა.  ესენი, თავად ყოფილი მოჭიდავეები, უზომოდ ბედნიერები იყვნენ, რომ ამ ბუმბერაზ პიროვნებასთან საუბარი მოახერხეს... თხრობას კი ერთი კანადელი ჟურნალისტის ნათქვამით დავასრულებ, რომელმაც ხუმრობით მას ტედი შეარქვა: „ლევან თედიაშვილი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი (წყარო – sputnik – თ. ჩიქვანია)“.
„მინდა საკუთარი სკოლა გავხსნა, რომ მოჭიდავეებს მოვეფერო, ჩემი კავშირები გამოვიყენო. არის ხალხი, რომელიც მაფინანსებს, თანხას ჩამოდის. გახსოვთ, ალბათ, დიდუბეში მქონდა სკოლა, ტექნიკურად წამართვეს. ჩემი სახელობის ხომ იყო? ადგნენ და ჩემი ნათლულის, ჩოჩიშვილის სახელი დაარქვეს. ნათლულის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდი? სპორტის სასახლეშიც მქონდა წილი ნაყიდი. რომ დავიბრუნო, გივი კარტოზიას სახელს ხომ არ გადავარქმევ? ახლა მეუბნებიან, მოდი, დაგიბრუნებთ მაგ სკოლასო. ვუთხარი, ნათლული რომ გამოქლიავებულია, ნათლიაც ხომ არ გამოქლიავდება-მეთქი? სანაცვლოდ, ვითხოვ შრომითი რეზერვების სკოლას. სახელსაც კი არ შევუცვლი. რეგიონებში გავხსნი ფილიალებს, ფულის მოზიდვის დიდი საშუალებებია. სახელმწიფოსგან კაპიკი არ მინდა. ვფიქრობ, უარს არ მეტყვიან (qronikaplus.ge – თ. ბატიაშვილი).“
„...მონრეალში ვხვდებით მე და ჯონ პეტერსონი. მსაჯი ნაყიდია, 50 000 დოლარი აქვს აღებული – თვითონ ამერიკელმა გვითხრა. ტრაბახი  გამომდის, მაგრამ იმიტომ ვყვები, ეს შევახსენო ვიღაც ვიღაცეებს... ჩვენებმა ვერაფერი მოიფიქრეს... ეს ამბავი ჩვენმა მინისტრმა პავლომაც იცის. თამაში გაყიდულია, მე და ბარზოვს გაგვიკეთეს. მას უთხრეს, თუ ზანგს გაასწრებ, სნაიპერი ზის და გაგორდებიო. ასეთი რაღაცეები ოლიმპიურზე ხდება ხოლმე. 10 წონითი კატეგორია, 48-მ იჭიდავა. 52-მა, 57-მა, 62-მა, 68-მ, 74-მა, 82-მა და მე 90-ე ვარ და გამომტოვეს მეასემ მძიმედ იჭიდავა. მე მიშვებენ. რატომ? ან ამერიკის ჰიმნი უნდა დაიკრას ან საბჭოთა კავშირის. მსაჯი ნაყიდია! რას იზამ?.. მივარტყი კედელს თავი, მაგრამ ვერაფერი... შეხედეთ რა სიტუაციაა, თამაში სამპერიოდიანია. ვთქვათ, პირველ პერიოდში ავიღე 100 ქულა. ჩემმა მწვრთნელმა სიაფანდზე მიკარნახა რაღაც, მაძლევენ გაფრთხილებას. მერე ორივეს გვაძლევენ და ვინაიდან მე მესამე გაფრთხილება მაქვს, მხსნიან, ჩემპიონი კი ხდება ამერიკელი. თავში მომივიდა ერთი აზრი: პავლოვი ზის კისინჯერის გვერდზე ლოჟაში. შახმურადოვი გახლდათ უფროსი მწვრთნელი, სეკუნდანტობა ნერვული ეტაპი იყო. სერგეი პავლოვიჩს ვუთხარი – ეგ გაიყვანეთ, არ შემოუშვათ, რაღაც აზრი მაქვს და მაგის გარეშე განვახორციელებ-მეთქი. შახმურადოვი გააქრეს. კომკავშირიდან ბაქრაძე იყო ჩევნთან ერთად წამოსული საგულშემატკივროდ, იმას ვუთარი: ვინც მე შემაგინოს, იმის დედა-მეთქი... დავიწყე ნელ-ნელა ქულების მიცემა. ერთ ქულა მივეცი, ორი... მოვიმკვდარუნე თავი, ვითომ ძალიან დავიღალე. მიგებს. მსაჯს უხარია, ფულიც აიღო, ისედაც მიგებს, ფსიქოლოგიური მომენტია, მაგაში ძლიერი უნდა იყო... მეორე პერიოდში ერთი ქულა ავიღე. შიგნით ვინახავ ენერგიას. მესამე პერიოდში სამ გაფრთხილებას მაძლევენ, დაუძახეს და უთხრეს – არ შეიძლებაო. აი, ასე მოვიგე ოლიმპიური თამაშები და აჟღერდა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ამიტომ მომცეს ლენინის ორდენი, თორემ მაგას კახელს ვინ მისცემდა?..“   
скачать dle 11.3