კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ იმსახურებს თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინი“ პაციენტების დიდ ნდობას და რა სტანდარტი დაამკვიდრა მან


 მე თმა „ჰეალაინში “ გადავინერგე! – ამაყად გვამცნობენ ქართველი სელებრითები ქალაქში გაკრული ბანერებიდან და ახალი იმიჯით თავს იწონებენ. დიახ, მათ პრობლემა – სიმელოტე საკუთარი თმის გადანერგვით დაამარცხეს და ამაში თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრის, „ჰეალაინ ინტერნეიშნლის” პროფესიონალი ექიმები დაეხმარნენ.  დღეს ქართველ მამაკაცებს აღარ სურთ „მოშიშვლებული” თავით სიარული. მით უმეტეს, როცა თმის გადანერგვის თანამედროვე მეთოდები მათ გარეგნობის გაუმჯობესების უალტერნატივო, უსაფრთხო და ეფექტურ გამოსავალს სთავაზობს.  
ალექსი მახარაშვილი (პროფესორი. კლინიკა „ჰეალაინის” ხელმძღვანელი):
ჩვენი კლინიკა გახლავთ თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო,  სამეცნიერო ცენტრი და თხუთმეტ წელზე მეტია, წარმატებით ვემსახურებით ამ მეტად რთულ საქმეს. თმის ცვენა ყოველთვის იყო მეტად შემაწუხებელი და ემოციურად დამთრგუნველი პრობლემა, როგორც მამაკაცებისთვს, ასევე ქალებისთვის. დღეისთვის კლინიკა „ჰეალაინში” თმის ცვენის მკურნალობასა და დიაგნოსტიკაშიც, გამოიყენება მსოფლიოში არსებული ყველა უახლესი მეთოდი. თმის ცვენის მკურნალობაში ორი მიმართულება არსებობს: თერაპიული, ანუ კონსერვატორული და ქირურგიული. სწორედ ქირურგიული მეთოდით წარმოებს საკუთარი თმის გადანერგვა. კლინიკაში მუშაობენ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი დერმატოლოგები – ტრიხოლოგები. ტრიხოლოგია გახლავთ მეცნიერება თმის ცვენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. ანუ, იმ პაციენტებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გასცვენია თმა, ჩვენ ვთავაზობთ თმის ცვენის შემაჩერებელ, ეფექტურ მკურნალობას. ხოლო, მათ კი, ვისაც უკვე სჭირდება თმის გადანერგვა, ვთავაზობთ მსოფლიოში აპრობირებულ,  ეფექტურ და აბსოლუტურად უსაფრთხო  მეთოდებს. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენი კოლექტივის ყველა  თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი თმის ხარისხიანად გადანერგვის საიმედო გარანტია.
– ბატონო ალექსი, როგორ ხდება თმის გადანერგვა?
– ამ დროს ხდება საკუთარი თმის გადანერგვა – ანუ, ეს გახლავთ თმის ფოლეკულების გადანაწილება იმ ადგილებიდან, სადაც ჭარბადაა, იმ ადგილებში, სადაც შეინიშნება გამელოტებული უბნები. სადონოროდ, ძირითადად, გამოიყენება კეფაზე და საფეთქლებზე განლაგებული თმა.
თმის გადანერგვის ჩვენება გახლავთ, მხოლოდ ანდროგენული, ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენა და ნაწიბუროვანი ტიპის ალოპეცია. დანარჩენ შემთხვევაში, საჭიროა კონსერვატორული მკურნალობა.
დღეისთვის თმის გადანერგვის მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს. ეს არის „სტრიპ” ანუ „ზონრის” მეთოდი, რომელიც გულისხმობს თმის შემცველი ზონის ამოკვეთას კეფის არედან და შემდეგ მის პრეპარირებას ფოლეკულურ გაერთიანებებად, ანუ გრაფტებად. დღეისთვის საკმაოდ პერსპექტიულ, ნოვატორულ და ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია, ეგრეთ წოდებული FUE-მეთოდი. რომელიც გულისხმობს ფოლიკულების ექსტრაქციას სადონორე არედან ყოველგვარი განაკვეთების და შესაბამისად, ნაკერების გარეშე. ეს თავისთავად, გამორიცხავს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ხაზოვანი ნაწიბურის განვითარებას კეფის არეში. FUE-მეთოდს მეორენაირად, უნაკერო, არაოპერაციულ მეთოდსაც უწოდებენ. ეს მეთოდი ასევე საშუალებას გვაძლევს, გადასანერგი თმა მოვიპოვოთ არა მხოლოდ კეფის არედან, არამედ სხეულის სხვა ნაწილებიდან. მაგალითად, გადავნერგოთ თმა წვერიდან, ტანიდან.
 FUE-მეთოდი კლინიკა „ჰეალაინში” წარმატებით გამოიყენება მისი პრაქტიკაში დანერგვის დღიდანვე.  თამამად ვიტყვი, რომ ამ მეთოდის გამოყენებით, შეგვიძლია, სრულიად აღვადგინოთ გამელოტების ნებისმიერი ხარისხი, თუკი, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას პაციენტის სადონორო თმის მარაგი გვაძლევს.
– რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია თმის გადანერგვა? ბატონო ალექსი, როდის არის კმაყოფილი პაციენტი?
– პაციენტები ყველაზე ხშირად სწორედ ამ კითხვით მოგვმართავენ – ეფექტურია თმის გადანერგვა? თუ სწორად დაისვა დიაგნოზი, სწორად შეირჩა სადონორო თმა და სწორად დაიგეგმა ოპერაცია, თმის გადანერგვით მივიღებთ ძალიან მაღალ ეფექტს. რა თქმა უნდა, თავად პროცედურაც მაღალ პროფესიონალურ დონეზე უნდა იყოს შესრულებული. რაც სრულად დამოკიდებულია ექიმისა და კოლექტივის კვალიფიკაციაზე. ასეთ შემთხვევაში, თმის გადანერგვა იძლევა საუკეთესო შედეგს. აუცილებელია, ექიმმა გაითვალისწინოს ყველა ინდივიდუალური ფაქტორი.  პაციენტი კმაყოფილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი მოლოდინი ემთხვევა რეალურ შედეგს. ანუ, თუ პაციენტი გაითავისებს იმას, თუ რა შეიძლება, მიიღოს ამ პროცედურისგან, ოპერაციის შემდგომ ის კმაყოფილი იქნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გააზრებაში დიდი დამსახურება და წვლილი მიუძღვის  ექიმს. ექიმი, ქირურგი ზუსტად უნდა ჩასწვდეს, რა აწუხებს პაციენტს. მოუსმინოს მის ყველა ჩივილს, გაითვალისწინოს მისი თხოვნა და ამ ყველაფრის საფუძველზე, დაგეგმოს ოპერაცია და მიაწოდოს სრული ინფორმაცია პაციენტს, განუმარტოს პროცედურის ყველა ნიუანსი. უთხრას, რა კონკრეტული შედეგი შეიძლება, იქნეს მიღებული მის შემთხვევაში. როცა პაციენტი იქნება სრულად ინფორმირებული, მაშინ შედეგითაც კმაყოფილი დარჩება.
– კლინიკა „ჰეალაინი” იმაზეც ზრუნავს, რომ თმის გადანერგვა არ იყოს ფუფუნება.
– დიახ, ჩვენ ვცდილობთ, ეს პროცედურა, რომელიც მთელ მსოფლიოში საკმაოდ ძვირია და მართლაც ფუფუნებაა, ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. გვაქვს  უპროცენტო განვადება, ასევე, სხვადასხვა აქცია, მაგალითად, ახლა, ზაფხულის ბოლომდე, პაციენტებს 40 პროცენტამდე ფასდაკლებას ვთავაზობთ სწორედ იმ უნაკერო, არაოპერაციულ მეთოდზე, რომლის ეფექტურობაზეც უკვე ვისაუბრე.
2 30 00 30.
რევაზ ლაღიძის ¹8 (ოპერის უკან).скачать dle 11.3