კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ქართველთჟლეტიები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ გიჟი მიუშვი ნებასა…



  ცნობილია, რომ ეს ჩვენი აფხაზი სეპარატისტები 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტს „სამამულო ომს“ უწოდებენ და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ 300 000 ქართველის გამოძევებასაც (რომელთა ეთნოწმენდაც ჩვენ ვერ დავამტკიცეთ, რატომღაც) და აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან მოკვეთასაც (და სულაც, არ ეუხერხულებათ, რომ არა მხოლოდ სრულიად ჩრილოეთ კავკასია, თვით რფ-ის რეგულარული ჯარის ნაწილებიც კი გვებრძოდნენ?!).
  როგორც უნდა იყოს, ისიც ფაქტია, რომ ქართველთა ჟლეტის საქმეში ე. წ. „ბაგრამიანის ბატალიონმაც“ გამოიჩინა თავი, მაგრამ, რაკი სეპარატისტებს სხვისთვის არ ემეტებათ ქართველთჟლეტიას ტიტული, სულ ახლახან ნეგატიურად შეაფასეს აფხაზეთის სომხობის მონაწილეობა აი, ზემონახსენებ „სამამულო ომში“.
  ამან, ბუნებრივია, აფხაზეთის სომეხთა თემის გულისწყრომა გამოიწვია, იმდენადაც კი, რომ თვით „პრ.-ი“ რაული (ხაჯიმბა) ჩაერთო საქმეში.
  სახელდობრ, თანამემამულეებს მოუწოდა, არ გააღვივონ შუღლი სომხებსა და აფხაზებს შორის. მომყავს ციტატა „პრ.-ი“ რაულის მიმართვიდან: „ჩვენი მრავალეროვანი ხალხის გათიშვის მცდელობა ჩვენს მტრებს აძლევს ხელს. აფხაზეთი ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი ციხე-სიმაგრე, ჩვენი კერა და არავის მივცემთ მისი შიგნიდან გატეხის უფლებას!“
  გაუგებრობა კი შემდეგნაირად დაწყებულა: ჯემალ ბარციცს გაგრაში ომის ვეტერანებთან შეხვედრისას უთქვამს, რომ ქართულ-აფხაზურ ომში სომხები თავიანთ პირად მიზნებს ემსახურებოდნენ (ვითომ ეგონათ, რომ აფხაზური თვალების სიყვარულის გამო დაღვარეს სისხლი?!); მეტიც, ხსენებული ბარციცი დამუქრებია კიდეც მათ, თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს აფხაზეთის დატოვება მოუწევთო.
 მეორე მხრივ, რფ-ის გეგმებში არ შედის სომხეთის მიერ აფხაზეთის აღიარება, თორემ ერევანი იმას ამოიძახებს, რასაც კრემლი ჩასძახებს.
 ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთში სომხური მოსახლეობა სულ მალე გაასწრებს არა მხოლოდ აფხაზების რაოდენობას, თვით აფხაზებისა და იქ დარჩენილი ქართველების რაოდენობასაც, არც რფ-ს ეჩქარება არსად და არც ერევანს.
თუმცა ჩვენ რა შეღავათი, თუ აფხაზეთიდან აფხაზებსაც გამოაძევებენ?! –
скачать dle 11.3