კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მურატ-ჯაყოს ვნებანი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ მიწით გასაძღობები 


 ეს ჩვენი ოკუპანტი არც ადრე უჩიოდა უმადობას (იმედი მაქვს, მათი პირი, ადრე თუ გვიან, მაინც გაივსება ამ ჩვენი მიწით) და ახლაც ცდილობს, იჩაუქოს.
 ჰოდა, რაკი ცდილობს, დღე ერთია და მავთულხლართის გადმოწევა – ლამის ორი!
ან კი რატომ არ იქნება?! როდესაც, მაგალითად, ხალხის რჩეულმა გედეონ ფოფხაძემ მოგვახსენა, რომ რფ-ს ისედაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის მესამედი და 50-500 მეტრს ვინღა ჩივისო (თქვენი არ ვიცი და, პირადად მე მ. სააკაშვილის ლექსიკა გამახსენდა: ათიოდ სოფელი დავკარგეთო, რამაც გამიჩინა რიტორიკული კითხვა: რაც მაღალია სკამი, მით მეტად ეცემა მისი მფლობელის თვალში ქართული მიწის ფასი)?!
 ჩვეულებისამებრ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი თანამოქალაქეების სახნავ-სათესი ნაკვეთები მოხვდა და ქართულმა მხარემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე, მოითხოვა, მოსახლეობას მოსავლის აღების საშუალება მაინც მიეცითო (მე რომ მკითხოთ, ხსენებულმა გედეონ ფოფხაძემ უნდა აუნაზღაუროს მათ მოსავლის ხარჯი, იქნებ და იგრძნოს 500 მეტრი ქართული მიწის ფასი).
  თუმცა „იუჟნაია ოსეტიას“ „ხელისუფლების“ წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა შეგვაგონა: „მოსახლეობას უნდა ეფიქრა, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ დაეთესა მოსავალი“.
  აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის ჯიოევია, რამდენიმე წლის წინათ თამარის ტიპიკონის დაბრუნებას რომ მოითხოვდა ცხინვალისთვის, მოტივი: „ეთა სოფსთვენნოსთ იუჟნოი ოსეთიიო“.
  რაკი, ერთი მხრივ, ძალა აღმართს ხნავს, მეორე მხრივ კი, ეს ჩვენი თანამემამულეები ოკუპაციის დაძლევას არა სამხედრო მომზადებით, არამედ ერთნი – დაბოლების თავისუფლებით, მეორენი საპროტესტო დგომით აპირებენ (არადა, თუ თოფი არ ესროლე, თანაც, დამიზნებით, მალე იმ მავთულხლართებზე სათითაოდ აგვაცვამენ სამწვადე გოჭებივით), საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იმედნაკრავი ნაკაცრის ბედიც კი სანატრელი გაგვიხდეს.
скачать dle 11.3