კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ყელებგაგრილებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ, როცა დუმილი ოქროა 


 რაკი ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს პარლამენტარებს არ გაუმართლათ და იმ გამონაკლისს მიეკუთვნებიან, რომელთა სამუშაო რეჟიმი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი (ლამის დღიდან  დამოუკიდებლობისა პარლამენტის სხდომები ტელევიზიით გადაიცემა), ყველაზე მეტად სწორედ მათ აქილიკებს საზოგადოებაც და დღენიადაგ სამიზნეში ბრძანდებიან.
 შესაბამისად, ყველაზე მეტადაც გვიხალისებენ ჩვენს ამ მოწყენილსა და ნაცრისფერ ყოფას.
 მეორე მხრივ, ისეთი დეპუტატებიც გვყავს, რომლებიც ლამისაა, შემოგვაბერდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში (მაგალითად, ენზელ მკოიანი, რომელმაც პირველად „მოქკავშირის“ ეგიდით რომ დაივანა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მას შემდეგ იქაა, ოღონდაც მის მიერ დაძრული კრინტიც კი არავის სმენია).
 ასეა თუ ისე, ოფიციალური სტატისტიკით, ამ ჩვენს მეცხრე მოწვევის პარლამენტში, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, 32 დეპუტატი არასდროს გამოსულა პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით (და მერე რა, რომ ვინც გამოსულა, იმათ ხომ სულ კრამიტებისთვის აუტეხავთ რაკი-რუკი?!).
  მათგან 13 პროცენტი ოპოზიციის ნაშიერია, 87 პროცენტი კი – სახელისუფლო გუნდისა და მათგან აბსოლუტურ უმრავლესობას არც კანონპროექტი შემოუთავაზებია.
  თუმცა იმავე პერიოდში, ანუ 2016 წლის 18 ივნისიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, პარლამენტს 43 პლენარული სხდომა ჩაუტარებია და 9 – რიგგარეშე.
  ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მხოლოდ პულტზე ხელის დამჭერის ფუნქციას ასრულებენ (ცხადია, იმას გარდა, რომ „ბორჯომითაც“ იგრილებენ ყელს და სამნულიან ხელფასებსაც იღებენ), მაგრამ შესაძლოა, მხოლოდ ეს არა, უბრალოდ მიჰყვებიან სიბრძნეს, რომ დუმილი ოქროა?! –

скачать dle 11.3