კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ოხტში ამომყვანები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ოკუპანტ-სეპარატისტების შავი კატები 


 სანამ ჩვენ აქეთ – ოკუპაციას ვაპროტესტებთ, იქით – აღმაშენებლის გამზირზე უცხოტომელთა უცხოენოვნად მომრავლებას (თითქოს საპროტესტო პლაკატის ხელში დაჭერა და გულისმომკვლელი სიტყვების წაწერა აგვარებდეს პრობლემას?!), ამ ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გუდაუთის რაიონში მძარცველებს ერთი რუსი ტურისტი შემოაკვდათ.
 რუსი დამსვენებლების ოჯახს სოფელ აჩადარაში დაესხნენ თავს შეიარაღებული ნიღბიანები და ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. რუს მამაკაცს წინააღმდეგობა გაუწევია, ამიტომაც დანით დაუჭრიათ და ამ ჭრილობითვე დაღუპულა. მძარცველებს დაღუპულის ცოლ-შვილიც გაუტაცებიათ და მეგობრის ცოლ-შვილიც მიუყოლებიათ.
 და თუმცა გატაცებულები უკვე გაუთავისუფლებიათ, აფხაზი პოლიციელები მძარცველ-გამტაცებლებს კვლავ უშედეგოდ ეძებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან გაგრასთან რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსს, საერთოდაც, ქვები დაუშინეს.
 რუსეთის საგარეო უწყებამ ტონი გაიმკაცრა და საკუთარი ტურისტების უსაფრთხოების დაცვა კატეგორიულად მოითხოვა. თუმცა, მეორე მხრივ, რუს ტურისტებს უარესიც ეკუთვნით, დასასვენებელ ადგილად რომ აფხაზეთი აურჩევიათ, მათ სახელმწიფოს კი მოკავშირედ – აფხაზეთი.
თანაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მგონი, ჩვენივე სეპარატისტები ამოვლენ ჩვენივე ოკუპანტების ოხტში. –

скачать dle 11.3