კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა ოცნება აქვს სოციალურად დაუცველ, 11 წლის ვუნდერკინდ დათუნა ზარდიაშვილს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 100-ზე მეტი დიპლომის მფლობელს, სხვადასხვა ოლიმპიადის პირველადგილოსანსა და ფიზიკა-მათემატიკის უამრავ კონკურსში გამარჯვებულ 11 წლის დათუნა ზარდიაშვილს დედა მარტო ზრდის. მიუხედავად რთული სოციალური პირობებისა და თანამედროვე ტექნიკის უქონლობისა, დათუნა ერთ-ერთ კერძო სკოლაში საუკეთესო მოსწავლეა. სწორედ ამიტომ, ის სრულიად უსასყიდლოდ სწავლობს. მისი მიღწევებით არა მხოლოდ სკოლა და დედა, არამედ ყველა ამაყობს, ვინც მას იცნობს. პატარა ვუნდერკინდს წარმატებით მიმავალ გზაზე ბევრი ოცნება და მიზანი აქვს. მიუხედავად ასაკისა, დათუნას კარგად აქვს გააზრებული მისი სოციალური მდგომარეობა და დედას, როგორც ძლიერი საყრდენი, ისე უდგას მხარში.

მადლენა ზარდიაშვილი (დათუნას დედა):
  ბავშვობიდან გამორჩეული, თავისებური და ნიჭიერი იყო. საბავშვო ბაღში ყველას ლექსები ზეპირად იცოდა პირველი კლასის პროგრამის ჩათვლით, მაგრამ ჩვენი სოცალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე მოხდა, რომ ორჯერ დავტოვე გამოსაშვებ ჯგუფში. მაშინაც ქირით ვცხოვრობდით, არ გვქონდა არანაირი საშუალება და სახლში სრულფასოვანი კვება რომ არ ჰქონდა, მერჩივნა  ბაღში ყოფილიყო. ამიტომ, სკოლაში  7 წლის შევიყვანე. ერთხელ ფსიქოლოგს ბავშვებისთვის უთქვამს, საკუთარი დედები დაეხატათ. დათუნასაც დაუხატავს დედა, რომელსაც ჰქონდა ხუთი ხელი. ეს ნახატი მაჩვენა ფსიქოლოგმა. ბავშვს, რომ ვკითხე, რატომ ხუთი ხელი, დედა-მეთქი. მიპასუხა: დედიკო, ბაღიდან ჩემ წასაყვანად რომ მოდიხარ, ხელში სულ ჩანთები გიჭირავს და ხელი აღარ გრჩება, მომკიდო და ერთად ვიაროთ. ამიტომ, ხელები გაჩუქეო. აზროვნებით  თავიდანვე დიდი იყო მის ასაკთან შედარებით. როგორც ბავშვს, ისე ვერასდროს ვესაუბრები. ბევრი პრობლემა გვაქვს ერთად გადასაწყვეტი. როცა გიჭირს, ყველაფერი წინასწარ გაქვს გათვლილი. დათუნაც აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება.
– დათუნა, ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება საკუთარი სურვილით დაიწყე, თუ მასწავლებლებმა გირჩიეს?
დათუნა:
  თავად გამოვიჩინე ინიციატივა, რომ ოლიმპიადებში მიმეღო მონაწილეობა. მეორე კლასიდან დავიწყე, რადგან პირველ კლასში არ ტარდება მსგავსი სახის ღონისძიებები. ყოველთვის ვმონაწილეობ და სულ გამარჯვებული ვარ. მათემატიკისა და ლოგიკის მიმართულებით გავდივარ ხოლმე ოლიმპიადებზე. ყველაზე მეტად გამორჩეული ჩემთვის „კენგურუს“ ოლიმპიადა იყო, რომელიც ძალიან რთულია -  ერთ საათში 30 ამოცანა უნდა ამოხსნა, თან მე-5, მე-6 კლასელებს ერთი და იგივე ტესტი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მეხუთეში ვარ, მაინც მაგარი ქულა ავიღე. „ვუნდერ კინგსზე“ გავიმარჯვე ორჯერ და ბაკურიანის ბანაკში ვიყავი 2 კვირით წასული. „რობინსონის“ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში მოვხვდი, დიდუბე-ჩუღურეთის სახელით გავდიოდი. ყველას ვერ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრ ოლიმპიადაში მაქვს მონაწილეობა მიღებული (იცინის).
– წელიწადში დაახლოებით რამდენ ოლიმპიადაზე გადიხარ და რამდენი დიპლომი, სერტიფიკატი გაქვს მოპოვებული?
– არ დამითვლია, მაგრამ 100-ზე მეტი მექნება დიპლომები და სერტიფიკატები ერთად... წელიწადში რასაც გავიგებ და რასაც შევძლებ, სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ყველაზე გავდივარ. დაახლოებით, ალბათ, 10 ოლიმპიადაში ვიღებ მონაწილეობას. თუმცა, თითო სამ საგანს მაინც მოიცავს. ჯამში, 40-50 გამოდის.
– როგორც ვიცი, ინგლისში მიდიხარ.
– სამწუხაროდ, ვეღარ მივდივარ ასაკის გამო. 11 წლის ვარ და არ მიშვებენ. დარეკეს ინგლისიდან, თუნდაც დაბადების დღემდე 1 საათი იყოს დარჩენილი, მაინც ვერ დავუშვებთო. 12 წლის უნდა იყო, რომ ბანაკში მოხვდე. მომავალ წელს აუცილებლად წავალ.
– ოლიმპიადებზე მონაწილეობის მიღება ფასიანია, როგორ ახერხებთ?
ქალბატონი მადლენა: როგორც სოციალურად დაუცველები უფასოდ ვიღებდით მონაწილეობას. ერთადერთი, „რობინსონის“ ჩემპიონატი იყო, რომელიც 30 ლარი ღირდა, არ გვქონდა შესაძლებლობა და სხვამ გადაგვიხადა. აწი არ ვიცი, როგორ იქნება. ახალი გადამოწმება იყო სოციალურ პირობებზე და ქულები აგვიწიეს. სოციალური არ მოუხსნიათ, თუმცა 130 ლარის ნაცვლად, ავიღებთ 110 ლარს და ოლიმპიადებში უფასოდ მონაწილეობაც სათუო ხდება. ერთადერთი „კინგსმა“ აჩუქა ვაუჩერი დათუნას და სკოლის დამთავრებამდე უფასოდ მიიღებს  მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არაფერი შეგვმატებია, ქულებმა მაინც აიწია. ქირით ვცხოვრობთ, როგორც უკვე გითხარით. თანხის გადახდაში ჩვენი გამგეობა გვეხმარება - 300 ლარს გვიხდის. დანარჩენს ჩვენ ვამატებთ. დათუნას პრიზებს ვყიდით ხოლმე და ისე ვიხდით. სოციალურების სასადილო რომ არის, იქ დავდივართ და  ვჭამთ. მოკლედ, არაფერი შეცვლილა ჩვენს ცხოვრებაში.
– დათუნა, ალბათ, გული გწყდება, როცა საკუთარი შრომით მოპოვებული ნივთების გაყიდვა გიწევს...
დათუნა:
იმდენი მესმის, რომ ნებისმიერ  წუთს შეიძლება, უსახლკაროდ დავრჩე, ამიტომ, ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვცდილობ, რაც შემიძლია, ის გავაკეთო. გული არ მწყდება, რადგან  ვიცი, რომ ამის საჭიროებაა.
ქალბატონი მადლენა: ყველანაირად გვერდში მიდგას. თავისი იდეა იყო, რომ მისი ტექნიკა გაეყიდა. გაყიდა პლანშეტი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა, რათა ქირა გადაგვეხადა. მეუბნება ხოლმე: დედა, აიღე ეს ნივთი და რაშიც გჭირდება, გამოიყენე. მე, რომ გავიზრდები მერე ყველაფერი მექნება და ახლა არა უშავსო. თვის ბოლოს გადასახდელები რომ მოდის და მოწყენილი ვარ, მამშვიდებს: დედიკო, ნუ გეშინია, რომ გავიზრდები, ყველა დაბადების დღეზე სამსართულიან სახლს გიყიდიო. მალამოსავით მედება ამის სიტყვები გულზე. ასეთი ნიჭიერი თუ იქნებოდა კი არა, საერთოდ, ცოცხალი თუ იყო მუცალდ ყოფნისას, იმასაც კი ეჭვობდნენ. ძალიან რთულად გაჩნდა. ფეხმძიმობის დროს 300 მქონდა შაქარი და ექიმები მეუბნებოდნენ: არ იქნება ჯანმრთელი და ნორმალური ბავშვიო.  თან, ასაკიც მქონდა, 46 წლის ვიყავი. 7 თვეზე უნდა ჩამეტარებინა ხელოვნური მშობიარობა. მოვხვდით გაგუას კლინიკაში და ბატონმა დავითმა ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად. დავით გაგუას გარდა, ყველა მეუბნებოდა, რომ ბავშვი მკვდარი იყო. მთელი 9 თვე ამის მოძრაობა არ მიგრძნია. ღმერთის საჩუქარია. დავითობას დაიბადა და მისი გადამრჩენელი ექიმის, ბატონი დავითის სახელი დავარქვი.
– სოციალური პრობლებები როდის დაიწყო?
– პრობლემები დაიწყო მაშინ, როცა დათუნა იყო დაახლოებით 3 წლის. მანამდე სახლიც გვქონდა და წყნარად ვცხოვრობდით. თავდებში ჩავუდექი უცხო ადამიანს. მთხოვა, თბილისში ჩაწერილი არ ვარ, ბანკიდან ფულის გამოტანა მინდა და ხელი მომიწერეო. მეც დავთანმხდი. ისე აღმოჩნდა რომ  ერთ დღეში სამი ბანკიდან გამოიტანა თანხა. წლების მერე ბინას დაადეს ყადაღა. ორი ბანკი დავფარე, მესამე ვეღარ შევძელი. სახლშიც თუ რაიმე გვქონდა, ყველაფერი გავყიდე, მაგრამ მაინც ვერ დავფარე. ასე დავრჩით ნაქირავებში.
– მეუღლე?
არ მყავს, დათუნა ვიდრე გაჩნდებოდა, მანამდე გარდაიცვალა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მარტო ვზრდი, ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედად.
– მუშაობას ვერ ახერხებთ?
ვერა, შაქარი მაქვს 570-600 და სრული დატვირთვით ვერანაირად  ვახერხებ მუშაობას, თან გულის პრობლემებიც მაქვს. ასაკშიც ვარ და არავინ მიღებს – 57 წლის ვარ. დათუნა იმუშავებს, ალბათ, ცოტა ხანში. ბიზნესის  უნივერსიტეტი აფინანსებს მის სწავლას, 3-4 თვე ისწავლის და მერე, სამსახურიც ექნება. უკვე ოთახი და კომპიუტერი გამოუყვეს, სადაც შექმნის ანიმაციებს და სხვადასხვა რაღაცას.  ექნება ხელფასიც. იქ უთხრეს, მერე რა, რომ 11 წლის ხარ, რასაც გამოიმუშავებ, აგინაზღაურდება აუცილებლადო.  
– დათუნა, რაზე ოცნებობ? რომელ პროფესიას გინდა, სამომავლოდ დაეუფლო?
დათუნა:
ჩემი ოცნებაა, საკუთარი სახლი მქონდეს.  ფიზიკა-მათემატიკოსი უნდა გამოვიდე. მინდა, რაღაცას მივაღწიო და ხალხის თვალში ჩვეულებრივი მოქალაქე არ ვიყო.  
скачать dle 11.3