კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რის შემდეგ გაუჩნდა გოდერძი შარაშიას უცხოპლანეტელებთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი და როდის მისდიოდა მას მუქარის წერილები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტი არ არის, უკვე 22 წელია, ამ სფეროში მუშაობს და არაერთი საინტერესო გადაცემა გამოიცვალა. უამრავი პროექტიდან მაყურებელს განსაკუთრებით „იმედის გმირებში” მის მიერ მოთხრობილი კარგი ადამიანების ისტორიები დაამახსოვრდა და მათთვის, დღემდე ამ ამბებთან ასოცირდება. ამდენწლიანი გამოცდილების მიუხედავად, პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანად პირველად ცოტა ხნის წინ, „იმედის დილაში“ დაჯდა.

გოდერძი შარაშია:
22 წელია, ეკრანზე ვარ, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანად არასდროს მიმუშავია. როცა შემოთავაზება მივიღე, კარგა ხანს ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა. უკვე ორი თვე გავიდა, რაც დილის ეთერში ვზივარ და ჯერ კიდევ ვეძებ ფორმებსა და მანერებს, რომლითაც სახასიათოს გავხდი დილის გადაცემას. მინდა, მაყურებელი ეთერში წვერიან ასაკოვან მამაკაცს კი არა, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდას ხედავდეს (იცინის).
– აქამდე ძალიან გრძელი გზა გამოიარეთ, როგორი იყო დასაწყისი?
ბევრი არხი და გადაცემა მოვიარე. მაგრამ ყოველ წელს უფრო მეტს ვსწავლობდი. დღემდე, ძირითადად, უცხოურ არხებს ვუყურებ. ქართულ ტელესივრცეში მხოლოდ საინფორმაციოს ვადევნებ თვალს, იმისთვის, რომ საქმის კურსში ვიყო. უცხოური არხებიდან კი ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. უნივერსიტეტში სტუდენტებს ვასწავლი და აუცილებელიც არის, რომ ამ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ვიცოდე. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი საინტერესო გადაცემა იყო. პირველი სერიოზული გარდატეხა გადაცემა „ჟურნალისტის დღიურებია“. ამ გადაცემის დახურვის შემდეგ, დაიწყო „იმედის გმირები“ – ყველაზე სასიამოვნო პროექტი, რომელზეც მიმუშავია. პარალელურად, საინფორმაციოს კორესპონდენტიც ვიყავი და ამას ახლაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, ასაკის მიუხედავად (იცინის). ეს გადაცემა ხუთი წელი გაგრძელდა, ფანტასტიკური პერიოდი იყო. წლების განმავლობაში რამდენი რამ გამიკეთებია ჟურნალისტიკაში, მაგრამ დღემდე ვრჩები ავტორად გადაცემისა, „ნავიანი მასწავლებელი, რომელსაც ჟინვალზე გადაჰყავს ბავშვები“. ეს ისტორია ყველას მეხსიერებაში შემორჩა. ბოლოს იყო გადაცემა „გრიფით საიდუმლო“, რომელსაც ერთი წელი ვაკეთებდი. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ხარისხიანი პროექტი გახლდათ. დღემდე მწერენ, აღარ დაბრუნდება ეს გადაცემაო? მაგრამ ამას სპონსორი სჭირდება, მათ კი, როგორც ჩანს, უფრო ყვითელი გადაცემები ურჩევნიათ. იმიტომ რომ, ქართულ მოსახლეობას დღემდე ის უფრო აინტერესებს: სად, ვინ და ვის. მართალი არაა, რომ ამბობენ – მაყურებელს უკეთესს თუ მიაწვდი, აუცილებლად გიყურებენო. სინამდვილეში, არ გიყურებენ. სერიოზულ პროექტებს შედარებით მცირე მაყურებელი ჰყავს. არადა, „გრიფით საიდუმლოში“ ძალიან ბევრი სერიოზული თემა იყო, საოცრად რთულად მოსაპოვებელი ინტერვიუები და ცნობები. განსაკუთრებით სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა იყო რთული. ზოგს სრული კედელი აქვს აღმართული და გულწრფელად რომ გითხრათ, ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, რისი წარმოდგენაც ცოტა რთულია.
– ასეთ გადაცემას და საერთოდ, ჟურნალისტურ საქმიანობას, ბევრი ხიფათი ახლავს.
– ერთი კურიოზული სიტუაცია მახსენდება: წლების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვა მქონდა. ელგუჯა მეძმარიაშვილმა, არაჩვეულებრივმა ქართველმა კონსტრუქტორმა, შექმნა ანტენა, რომელიც კოსმოსში გაგზავნეს. ამას უყურებდა მთელი „ნასა“, სამყაროსთვის უდიდესი მოვლენა ხდებოდა. ერთი კვირა ვიარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ეს ადამიანი ჭანჭიკების დონეზე მასწავლიდა ამ ანტენის გაშლის სტრუქტურას. მოვიდა ამის დროც, ვდგავარ პირდაპირ ეთერში და ვყვები, რომ მთელი მსოფლიო კოსმოსისკენაა მიმართული, სადაც ქართველი კონსტრუქტორის მიერ გაკეთებული ანტენა იდგმება და ასე შემდეგ. შუამდე მივედი და ელგუჯა ხელით მანიშნებს – არაო. ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა და ვაგრძელებ. მე თეორიულად გავხსენი კოსმოსში ჩვენი ქართული ანტენა და თურმე, სინამდვილეში ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და ანტენა არ გაიხსნა (იცინის). რაც შეეხება ხიფათს და საშიშროებას, წლების წინ, კონკრეტულ თემებზე ყოფილა მუქარის წერილები. არიან ადამიანები, რომელებიც რაღაცეებში არ გეთანხმებიან და გაფრთხილებენ, ამ თემას ფრთხილად მოეკიდეო. ყოფილა ინტერვიუები, რომელისგანაც ისეთი საიდუმლო ამბავი გამიგია, ამაზე ფიქრიც კი საშიში იყო და საერთოდ დამივიწყებია ასეთი ინფორმაციები. ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის დავიცავ მოქალაქეობრივი და პროფესიული ეთიკის ნორმებს.
– თქვენი გადაცემის ერთ-ერთი თემა იყო პარანორმალური მოვლენები. გჯერათ მსგავსი მოვლენების?
– თუ თავად არ გაერკვიე საკითხში, მას მაყურებლამდე ისე ვერ მიიტან. ორჯერ მქონდა ეს ისტორია გადაცემაში. სანამ ამაზე პირადად არ ვიმუშავე, არ ვიცოდი, საქართველოში ამდენი ისტორია თუ არსებობდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეული კახეთია. იქ არის ლოკაცია, სადაც სახლებს ცეცხლი უჩნდება, თეთრი დათვები დარბიან, მძინარე ადამიანებს გაუკვეველი რაღაცეები ემართებათ და ასე შემდეგ. ხომ გინდა, ამ მასალის გადახარშვა, სანამ მაყურებლამდე მიიტან. წარმოიდგინეთ, ადამიანი გიყვება, რომ გზაზე მიდიოდა და უცებ მფრინავი თეფშიდან გადმოსული უცხოპლანეტელები დაინახა. საბჭოთა პერიოდში საქართველოში იყო ექიმების დახურული ლაბორატორია, სადაც კონტაქტორებს იკვლევდნენ, ანუ ადამიანებს, ვისაც ამ არსებებთან ჰქონდათ ურთიერთობა. გადაცემაში მყავდა ექიმი, ვინც უშუალოდ იკვლევდა მათ და ყვებოდა გოგონაზე, რომელიც, როცა მათთან მიიყვანეს, გარდაცვლილი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ კი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, გაქრა მიცვალებულისთვის დამახასიათებელი სიშავე, გვამური ლაქები და გოგონა გაცოცხლდა. მე მჯერა, რომ თუ დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რატომ არ შეიძლება სხვა პლანეტაზეც არსებობდეს?! მაგრამ, ქართველებს არამც თუ უცხოპლანეტაზე არსებობის, არამედ, ვიღაც ხაშურში რომ ცხოვრობს, ესეც კი ვერ წარმოგვიდგენია. მხოლოდ ჩვენი თავის არსებობის გვჯერა. არადა, სავსებით შესაძლებელია, მათი არსებობა. ამდენი წლის განმავლობაში, მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვისთანაც ინტერვიუ არ მაქვს ჩაწერილი და ერთადერთი პროფესიული მიზანი მაქვს – მინდა, უცხოპლანეტელთან ჩავწერო ინტერვიუ (იცინის). ვიცი,  ძალიან არარეალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ასევე, საოცრად საინტერესო იქნება გარდაცვლილი ადამიანის ჩაწერა. ეს რომ შეიძლებოდეს, რამდენ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა. მოკლედ, სიამოვნებით ჩავწერდი ინტერვიუს ზემოთ – უცხოპლანეტელებთან, ქვემოთ – გარდაცვლილებთან. მეტი რა გავაკეთო, მიწაზე უკვე ყველა ჩავწერე (იცინის).
– ოჯახზეც ვისაუბროთ, როგორია თქვენი ოჯახის ისტორია?
– მყავს მეუღლე, რომელიც პროფესიით ექიმია. ბევრჯერ გამოვიცვალე საცხოვრებელი ადგილი და მეგობრებს რომ ვუბრუნდებოდი ხოლმე, ერთ მშვნიერ დღეს, ეზოში შევნიშნე გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. მაშინვე გავიგე მისი ტელეფონის ნომერი, მაგრამ ერთი კვირა ვერ ვურეკავდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა. ბოლოს, რომ დავრეკე, იმდენი ვილაპარაკეთ, მითხრა: მგონია, დიდი ხნის ნაცნობები ვართო. აღმოჩნდა, რომ ტელევიზორში არასდროს ვუნახივარ, რაზეც ვუთხარი: არა უშავს, ვიცი, რომ ხვალ მნახავ-მეთქი. ასე გაგრძელდა შვიდი თვე. მთელი ისტორიებით, ლექსებისა და მოთხრობების წაკითხვით. თვითონ ძალიან ნაკითხი და ლიტერატურის უზომოდ მოყვარულია, მაგრამ მე გამორჩეულად შევაყვარე გურამ დოჩანაშვილი. განსაკუთრებით ერთ-ერთი მოთხრობა „მუსიკოსი”, რომელიც ტუჩის გარმონის ირგვლივ ვითარდება. მის წაკითხვას ძალიან ხშირად მთხოვდა. იმ პერიოდში ერთ ჩემს  ნაცნობს ვთხოვე, ტუჩის გარმონზე დაკვრა ესწავლებინა და ერთხელაც, მოთხრობა რომ წავუკითხე, დავუკარი კიდეც ტუჩის გარმონზე, ამან ცოლის შერთვის მომენტი ერთი-ორი თვით დამიჩქარა (იცინის). გაცნობიდან შვიდ თვეში ვიქორწინეთ. მახსოვს, საღამო იყო და ოთახში ვფაფხურობდი. მამაჩემმა მკითხა: რა ხდება, რისთვის ემზადებიო? ტანსაცმელს ვალაგებდი, რადგან ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ. ანალოგიური სიტუაცია იყო მის სახლშიც. ჯერ ვერ ხვდებიან, რა ამბავიაო, მეუბნებოდა (იცინის). ბათუმში სამარშრუტო ტაქსით წავედით ვაგზლიდან. იქამდე კი – ტაქსით მივედით და სწორედ იქ გავუცვალეთ ერთმანეთს საქორწინო ბეჭდები. მანქანიდან რომ გადმოვედით, ხუმრობდა: სულ სხვა ადამიანი ჩავჯექი ტაქსიში და სამ-ოთხ კილომეტრში, გათხოვილი გადმოვედიო (იცინის).
– რაც შეეხება შვილს...
– ანდრია 2003 წელს დაიბადა. ექვსი წლიდან „შვიდკაცაში“ დადის. ახლა უკვე გაიზარდა და ბანს მღერის. საახალწლო საჩუქრად გიტარა გვთხოვა და დაკვრასაც სწავლობს. დადის ცურვაზე, მეცადინეობს ინგლისურს და უკვე „ჰარი პოტერს“ ორიგინალშიც კითხულობს.
скачать dle 11.3