კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა ქონება აქვს ხალხის რჩეულ თენგიზ გუნავას და როგორ დააჯილდოვა ის მიხეილ სააკაშვილმა ერთ წელიწადში სამჯერ ვახტანგ გორგასლის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ პარტიული სიით, თენგიზ გუნავა 1976 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „იბერიაში“ მიიღო (სწავლის წლები უცნობია) და სპეციალობით, სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს დაიწყო შსს-ს, სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონული განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექციის ინსპექტორად; იმავე წელს, ასევე, იმუშავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სამმართველოს უბნის ინსპექტორადაც; 2001 წელს სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონალური განყოფილების ინგირის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი გახდა; ხოლო 2002 წელს – იქვე უფროსი ინსპექტორიც. 2005 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის აპარატის უფროსად დაინიშნა, შემდეგ –  მოადგილედ (თუ ვის მოადგილედ, არ არის დაზუსტებული); 2005 წელსვე გამხდარა ზუგდიდის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი და ზუგდიდის სამმართველოს ნარაზენის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეც. 2006-2012 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2012 წელს შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსიც იყო, 2013 წელს კი – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სავანეთში. 2016 წლის ოქტომბრიდან კი ხალხის რჩეულია.
როგორც მოგახსენეთ, პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა, ამიტომაც 2017 წლის პირველ იანვრამდე ამავე სახელწოდების ფრაქციის წევრი იყო. თუმცა მანაც უგანა მშობელ პარტიას და 13 იანვარს „ევროპულ საქართველოში“ გადაინაცვლა. შესაბამისად, 13 იანვრიდან 23 ივნისამდე „ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის“ ფრაქციის წევრი გახლდათ, ხოლო ამჟამად „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის წევრია.
ამასთანავე, თენგიზ გუნავა დაჯილდოებულია: 2008 წლის მაისში ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, სექტემბერში – ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, ოქტომბერში – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, 2010 წლის დეკემბერში – კიდევ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, 2013 წლის ნოემბერში კი – ღირსების ორდენით.
თენგიზ გუნავას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 26 დეკემბრით თარიღდება. რომელიც მან, ცხადია, პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე თეა ჭაბუკიანი, დედა – ნუცა ბერულავა და ოთხი შვილი: 2004 წელს დაბადებული ელენე, 2007 წელს დაბადებული ნუცა, 2011 წელს დაბადებული მარიამი და 2013 წელს დაბადებული გიორგი.
თეა ჭაბუკიანის საკუთრებაა მშენებარე ბინა თბილისში, ვარდისუბნის ქუჩაზე (85 კვ. მ.), ნუცა ბერულავასი – საცხოვრებელი სახლი სოფელ რუხში (180 კვ. მ.), თენგიზ გუნავასი კი – მიწის ნაკვეთი სოფელ რუხში – (2 500 კვ. მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: ის მხოლოდ თენგიზ გუნავას ჰქონდა (სავარაუდოდ, ქ-ნი ნუცაც მიიღებდა პენსიას), მან, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს კოორდინატორმა, 11 150 ლარი აიღო.
скачать dle 11.3