კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 „იუჟნაია ოსეტიას“ არქიტექტორი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ლენჩი… ელჩი… 



​ ოკუპაციამდე, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი, აწ დიპლომატად მოგვევლინა და „იუჟნაია ოსეტიაში“ განა ლენჩად?! „ელჩად“ განწესდა.
 დიპლომატიურ ფრონტზე კი 2011 წელს გადაუნაცვლებია – რფ-ს საგარეო უწყებაში თვით ლავროვის მრჩევლის პოსტს იკავებდა, თურმე. ადვილი მისახვედრია, ბოსტანთმპყრობელთა მიმართ რა დამსახურებისთვის აღაზევეს ერთი რიგითი სალდაფონი.
 შესაძლოა, ამ ფაქტის აღსანიშნავად (ოფიციალური ინფო გვაუწყებს: „მარატ კულახმეტოვი ოკუპირებულ „იუჟნაია ოსეტიაში“ რუსეთის ე. წ. ელჩის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა. მან დე-ფაქტო „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვს ე. წ. რწმუნებათა სიგელები გადასცა) გამაგრდნენ საოკუპაციო ხაზთან მორიგ ბაღ-ბოსტნებში ოკუპანტ-სეპარატისტები.
 თავის მხრივ, გამოდიპლომატებული კულახმეტოვი „პრ.“ ბიბილოვს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობს „იუჟნაია ოსეტიას“, გახდეს თანამედროვე „სახელმწიფო“, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებას.
ერთი მხრივ, ლენჩ-ელჩ მარატამოუვა ხუჭუჭა თმა და მეორე მხრივ, „იუჟნაია ოსეტია“ გახდება თანამედროვე „სახელმწიფო“. –
скачать dle 11.3