კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ბოსტანთმპყრობელები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

თავდაცვა, მაშასადამე, თავდასხმა?!


 დასავლეთიდან ვენეციის კომისია შემოგვიწყრა, იმის პარალელურად, რომ ევროპარლამენტარები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დაცვისკენ მკაცრი ტონით მოგვიწოდებენ (ასე განსაჯეთ, იმაზე მკაცრითაც კი, ვიდრე ოკუპაციით შეშფოთებას გამოხატავენ ხოლმე), ხოლო ჩრდილოეთიდან ოკუპანტები მოგვიჩოჩდნენ. სახელდობრ, შიდა ქართლის სოფლების, ბერშუეთისა და სობისის, განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა „საზღვრის“ აღმნიშვნელი კიდევ ერთი ბანერი ჩაგვიდგეს, ანუ 500 მეტრით წამოიწიეს წინ, საქართველოს სიღრმისკენ.
და, ჩვეულებისამებრ, „იუჟნაია ოსეტიას“ ამჯერად კიდევ მიამატეს ბერშუეთელების კუთვნილი რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა (ანუ ბირთვული სახელმწიფო რფ კვლავაც ქართული ბაღ-ბოსტნების დაპყრობაზეა გამეცადინებული).
 ამ ფაქტის გასაპროტესტებლად, რატომღაც, თავი არც კი შეუწუხებიათ აი, მათ, ორჯერ რომ გამოეფინნენ რუსთაველის გამზირზე, მოთხოვნით, მარიხუანა მაინც გაგვაბოლებინეთ თავისუფლადო. თუმცა არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლებისგან უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.
 ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარემ შეგვახსენა, რომ მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის (ვითომ მყისიერ ოკუპაციას ელიან?!) და იქვე, განმარტებაც მოაყოლა (მომყავს ციტატა): „უშიშროების საბჭო, კონსტიტუციის თანახმად, განიხილავს თავდაცვის ორგანიზაციებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არცერთი და არც მეორე საკითხი“.
ამ განმარტების გათვალისწინებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ჩვენებური პარლამენტის თავმჯდომარეს მცოცავი ოკუპაციისგან თავდაცვა თავდასხმა ჰგონია?! –
скачать dle 11.3