კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ლაქები – დემოკრატიის აკვანზეც

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ააორთქლეს?!


 რაკი თვით მზესაც კი აქვს ლაქები, გაირკვა, რომ უამისობას არც დემოკრატიის აკვანი უჩივის. სახელდობრ, საქართველოში ამერიკის საელჩოდან, არც მეტი, არც ნაკლები, 159 700 აშშ დოლარი გამქრალა.
 ეს ამბავი ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის სახდეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისს გამოუქვეყნებია (და ჩვენც ავიტაცეთ, ან კი როგორ არ ავიტაცებდით?!).
 ერთი სიტყვით, 2010-დან 2014-მდე უკანონო სქემა აღმოუჩენიათ, რის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომელს ან, სულაც, თანამშრომლებს ნაღდი ფულიც მიუთვისებიათ და მონაცემებიც სისტემიდან წაუშლიათ (რადგან წაუშლიათ, ამიტომაც გამოძიებამ ვერ დაადგინა დამნაშავის თუ დამნაშავეთა ვინაობა).
წლების მიხედვით კი, აორთქლებული თანხის ოდენობა შემდეგნაირია: 2010 წელს 8 700 აშშ დოლარი დაიკარგა; 2011-ში – 38 900, 2012 წელს – 46 100, თუმცა 2013-ში 44 200-ს დასჯერდნენ, ხოლო 2014-ში ამის ნახევარსაც (21 800 აშშ დოლარს).
 თავად საელჩო, უფრო ზუსტად, მისი ოფიციალური წარმომადგენლები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა, თუ ამ ბოლო დროს დამკვიდრებულ ტენდენციას გავიხსენებთ, როდესაც დაკარგული თანხის ან დაზიანებული ქონების პატრონები ზარალის ასანაზღაურებლად სოლოლაკს მიმართავენ ხოლმე (აქციებით), იმედია, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც იქ არ მოისურვებენ დაკარგული დოლარების მოძიებას?! –
P. S. თუმცა, მეორე მხრივ, მაინც სასიამოვნოა, რომ  თაღლითობა მხოლოდ ღარიბი და განვითარებადი ქვეყნის სავიზიტო ბარათი არ ყოფილა.

скачать dle 11.3