კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 უროლოგიური დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები საქართველოში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


უროლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც შეისწავლის როგორც ქალისა და მამაკაცის საშარდე სისტემის, ასევე მამაკაცის სასქესო ორგანოს დაავადებებს. ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება უროლოგიური დაავადებების რიცხვიც. უროლოგიური დაავადებების მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტურად, ასევე – ქირურგიული ჩარევით. რა ძირითადი უროლოგიური დაავადებებია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, როგორია უროლოგიური ონკოლოგიის სტატისტიკა, ამ და  არაერთ საინტერესო კითხვაზე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი უროლოგი, ბატონი ზაზა ჭანტურაია გვპასუხობს.

ზაზა ჭანტურაია: 
უროლოგია საინტერესო და მრავალფეროვანი სპეციალობაა, ის მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ორგანოს, შესაბამისად, უროლოგიურ დაავადებათა და პათოლოგიათა სპექტრი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. საქმე გვაქვს ნებისმიერი ასაკის პაციენტებთან – ახალშობილებიდან ასაკოვნებამდე.  თავდაპირველად, ჩვენი დარგი ჩამოყალიბდა როგორც ქირურგიული სპეციალობა, თუმცა თანამედროვე უროლოგია გახდა საკმაოდ კონსერვატული. თანამედროვე უროლოგიური პრაქტიკისთვის, აუცილებელია ნევროლოგიის და ნეიროფიზიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის, ფარმაკოლოგიის გარკვეულ დონეზე ცოდნა. საბედნიეროდ, დღესთვის პაციენტთა უმრავლესობას ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება. თუკი ჩარევაზე მიდგება საქმე, უროლოგია გახდა მაღალტექნოლოგიური დარგი. საუკეთესო მაგალითია შარდ-კენჭოვანი დაავადება – როდესაც პირველი რიგის არჩევის მეთოდები ყველა ინსტრუმენტულია (ექსტრპაკორპორული ლითოტრიპსია, ურეტერორენოსკოპია და პერკუტანული ნეფროლითოლაპაქსია კონტაქტური ლითოტრიპსიით) და სპეცილიზებულ კლინიკებში, ღია წესით ოპერაციული ჩარევის ჩვენება ერთეულ შემთხვევებამდეა დაყვანილი.
როდესაც უროლოგიურ დაავადებათა გავრცელებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის პირობებში, სტატისტიკური მონაცემები დამოკიდებულია პაციენტთა მიმართვიანობაზე. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ზოგადი პროფილის ექიმთან და სპეციალისტ უროლოგთან მიმართვის უხშირესი მიზეზებია: შარდ–კენჭოვანი დაავადება, საშარდე გზების ინფექციები, მოშარდვის პრობლემები და შარდის შეუკავებლობა ასაკოვან პოპულაციაში, ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში.
მნიშვნელოვნად შეიცვალა მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მენეჯმენტი. ოცი წლის წინ ერთადერთი მკურნალობის მეთოდი იყო ქირურგიული ჩარევა. დღეისთვის კი, ეფექტური ფარმაკოლოგიური პრეპარტების გამოყენებამ, ქირურგიის წილი მნიშვნელოვნად შეამცირა.
– ხშირად გაქვთ საქმე უროლოგიურ ონკოლოგიასთან?
– სტატისტიკურად უროლოგიური ონკოლოგია გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი მამაკაცებში, სიმსივნულ დაავადებათა სპექტრში. ამერიკის ავთვისებიან სიმსივნეთა საზოგადოების შეფასებით, აშშ-ში 2017 ახალ დიაგნოსტირებულ სიმსივნეთა ერთი მესამედი იქნება უროლოგიური ონკოლოგია: პროსტატის კიბო 19%-ში, შარდის ბუშტის კიბო 7%-ში და თირკმლის კიბო – 5%-ში. სათესლე ჯირკვლისა და ასოს სიმსივნეები მნიშვნელოვნად იშვიათია. ასევე, იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება უროლოგიური ონკოლოგიური პათოლოგიები ბავშვთა ასაკში.  ქალებში წამყვანი მიზეზებია მკერდისა და გინეკოლოგიურ ორგანოთა სიმსივნეები. აშშ-ში მცხოვრები მამაკაცებისათვის პროსტატის კიბოს განვითარების ალბათობა რვიდან ერთშია, შარდის ბუშტის კიბოსათვის კი – 26-დან ერთში. საბედნიეროდ, უროლოგიური სიმსივნეები გაციელბით იშვიათადაა ონკოლოგიური სიკვდილიანობის მიზეზი – შემთხვევათა დაახლოებით 12%–ში.
ჩვენს ქვეყანაში, საბედნიეროდ, გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა. იმ ქვეყნების მაჩვენებლებით, სადაც შედარებით დიდხანს ცხოვრობენ მამაკაცები, ხშირია პროსტატის კიბო. თუმცა, გარკვეულ როლს მემკვიდრეობაც თამაშობს. შარდის ბუშტისა და თირკმლის სიმსივნეები ასევე, უხშირესად გვხვდება 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში. შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევაში, ამ დაავადების ხელისშემწყობ დადასტურებულ ფაქტორად მიიჩნევა თამბაქოს მოწევა, ასევე საღებავის, ლითონისა და ნავთობის გადამუშავების ინდუსტრიაში გამოყენებული ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არა აქტუალურია. თირკმლის კიბოს გამომწვევ მიზეზებად სახელდება თამბაქოს მოხმარება და სიმსუქნე.
– რა არის პროსტატის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი და არის თუ არა ეს უკანასკნელი ასაკობრივი დაავადება?
– ეს პრობლემა ასაკოვან მამაკაცებს აწუხებთ. 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში ეს პრობლემა არ დგას, თუმცა, იშვიათად არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. რაც შეეხება დაავადების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებს, ეს ფაქტობრივად, არ არსებობს. სტანდარტულად არ არის რამე კონკრეტული დადგენილი, თუმცა მიიჩნევა, რომ გენეტიკა გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ეს იმდენად იშვიათი შემთხვევაა, რომ ჩემს პრაქტიკაში ასეთი ფაქტის გახსენება მიჭირს. გენეტიკურად შეიძლება ჩაითვალოს პროსტატის კიბო,  თუ ოჯახში სამ წევრს მაინც ჰქონდა ეს დაავადება. საბედნიეროდ, ასეთი გენეტიკა იშვიათია. რაც მეტ ხანს ცოცხლობს მამაკაცი, მით მეტი შანსია, რომ გამოვლინდეს ეს დაავადება. იმ ქვეყნებში, სადაც მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ასაკი 40–50 წელია, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის.
– როგორია მკურნალობის მეთოდები?
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, გამოიყენება აქტიური მეთვალყურეობა (არანაირი მკურნალობა სპეციალურად შერჩეულ პაციენტებში, განსაკუთრებით ასაკოვნებში), ქირურგიული მკურნალობა – რადიკალური პროსტატექტომია ღია წესით ან ლაპაროსკოპიულად/რობოტულად, სხივური თერაპია, გავრცელებული დაავადების ფორმების შემთხვევაში კი, მედიკამენტური მკურნალობა (ჰორმონული დეპრივაცია, ქიმიოთერაპია, ასევე მიმდინარეობს კლინიკური კვლევები სხვა უახლესი პრეპარატების ეფექტურობის დასადგენად).  ჩვენს ქვეყანაშიც გამოიყენება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტანდარტული მკურნალობის მეთოდი, რაც მსოფლიოს მასშტაბითაა – იქნება ეს რადიკალური ქირურგია თუ სხივური თერაპია. აღსანიშნავია, რომ დღეს, საქართველოში, უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე დანადგარები სხივური თერაპიისთვის. ბიუჯეტური პრობლემების გამო საქართველოში, არ დგას ეგრეთ წოდებული რობოტული ქირურგიის აპარატი. თუმცა, ამით ონკოლოგიური გამოსავალი არ უარესდება. საბედნიეროდ, პროსტატის კიბო არ არის ყველაზე ხშირი მიზეზი ონკოლოგიური სიკვდილიანობის, რადგან მიიჩნევა, რომ საკმაოდ კარგად განკურნებადია. რა თქმა უნდა, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისგან განკურნების შანსები უფრო მეტია. არსებობს ეგრეთ წოდებული სკრინინგის პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის უფასოა და ყველას აქვს შანსი, ამ პროგრამის ფარგლებში, ჩაიტაროს შემოწმება და ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს დაავადება.   
скачать dle 11.3