კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ურთიერთობას მოაქვს პლუსი – „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ურთიერთობის ახალ პროგრამას სთავაზობს


PLUS ბარათის გამოყენებით დააგროვეთ PLUS-ები და გადაცვალეთ სასურველ მომსახურებაზე 


​„საქართველოს ბანკი“ ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, ინოვაციური პროექტებითა და შეთავაზებებით, რომელიც მორგებულია მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნილებაზე. ამჯერად „საქართველოს ბანკმა“ თავის ერთგულ მომხმარებელს ახალი ურთიერთობის პროგრამა PLUS შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობის პროგრამა PLUS „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლისთვის შეიქმნა. სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. ურთიერთობის პროგრამაში ჩართვა კი უკვე შესაძლებელია. მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. სერვისცენტრშივე მას გადაეცემა PLUS-ის საბანკო ბარათი და PLUS სტატუსი, PLUS CLASSIC, PLUS SILVER, EPLUS COLD. მომხმარებელს სტატუსის შესაბამისად, შეუძლია ისარგებლოს საბანკო, ჯანმრთელობისა თუ სადაზღვევო სტატუსუპირატესობებით. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათისა და PLUS ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:
* PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე – სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე;
* უფასო მგზავრობაზე;
* ინტერნეტბანკისა და „საქართველოს ბანკის“ გადახდის აპარატის გამოყენებით, კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
* ბენზინგასამართ სადგურში, საწვავზე;
* სუპერმარკეტსა და აფთიაქში, სხვადასხვა პროდუქციაზე;
* სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.
ამ სასიამოვნო სიახლის, მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტებს და დამსწრე საზოგადოებას გვესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ გომართელი:

– უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს სიახლე, მართლაც რომ, მასშტაბურია და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული. „საქართველოს ბანკმა“ სწორედ ერთგული მომხმარებლისთვის შექმნა ურთიერთობის პროგრამა PLUS, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება, ისარგებლოს სხვადასხვა უპირატესობით. მაგალითად, დააგროვოს ქულები, რომლებსაც შემდეგ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებსა და საჩუქრებში გადაცვლის.  ასევე, გადაიხდის კომუნალურ გადასახადებს, ისარგებლებს უფასოდ მუნიციპალური ტრანსპორტით, ჯანდაცვასთან, დაზვევასთან  დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობის პროგრამაში მომხმარებელი PLUS-ების დაგროვებას შეძლებს, „საქართველოს ბანკის“ ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანგარიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისა და „საქართველოს ბანკის“ პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას. აღსანიშნავია, რომ ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქრად მიიღებს welcome PLUS-ებს. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია, მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 444. წამყვანი ბანკის ეს მორიგი პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ  კლიენტმა მაქსიმალურად მიიღოს მომსახურების ფართო სპექტრი და სიამოვნებით ჩაერთოს ურთიერთობის ახალ პროგრამაში.
скачать dle 11.3