კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ ეგონა თაკო დოლაბერიძეს თავი გარდაცვლილი და რატომ „შეჭამა“ ბექა ჩხაიძემ მისი ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 თაკო დოლაბერიძე ნამდვილად მიეკუთვნება საქმიანი ქალების რიცხვს – შრომა არასდროს ეზარება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. თაკოს მეგობრების სიაში ბევრი ცნობილი, წარმატებული ადამიანია და ერთ-ერთი, მომღერალი ბექა ჩხაიძეა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება და ნერვები „შეჭამა“.

თაკო:
„ორანჟერეაში“ იმდენად კარგია და მსიამოვნებს აქ ყოფნა, ვხუმრობ ხოლმე: ასაკი შემომეპარა – ყვავილებთან და მიწასთან მინდა ურთიერთობა-მეთქი. ყველას ჰგონია, რომ პატარა ვარ, რადგან ისევ ისე ვერთობი, მაგრამ პატარა ნამდვილად არ ვარ. გართობა სულ მიყვარს, სულ მიხარია და არასდროს მომბეზრებია. თუმცა, იმავე ტემპით, რომ სამსახურიდან გავიდე კიდევ სადმე გასართობად, ასე აღარ ვარ. ვცდილობ, თავი ძალიან არ გადავიტვირთო, თორემ დროსტარება არ მბეზრდება.
– ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. არის ქვეყანა, სადაც ისეთი შთაბეჭდილება მიიღე, რომ დღემდე გამოარჩევ?
– ყველა ქვეყანაში თავისებურ შთაბეჭდილებას იღებ. პარიზში ხშირად დავდიოდი, მაგრამ როცა ჯაბა ქარსელაძე გადავიდა პარიზში და მასთან ჩავედი, აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე ეს ქალაქი. ჯაბა ყველაფერია: გიდი, მზარეული – არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. მასთან ჩასვლა ძალიან მიყვარს. პარიზის „დისნეი ლენდში“ ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ჯაბასთან ერთად რომ წავედი, აღმოჩნდა, მანამდე, თურმე, არაფერი მინახავს. პირველად რომ ვიყავი „დისნეი ლენდში“ მივხვდი, ბავშვობა არ მქონია. ამიტომ, ახლა რომ ჩავდივარ, სულ მივდივარ იქ. არ მეგონა, თუ ასე ძალიან მიყვარდა ატრაქციონები. თითქოს მეშინოდა, მაგრამ ყველაფერზე ვიჯექი,. მომეწონა  ექსტრემი და ადრენალინი.
– თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მოგწონს?
მქონდა ასეთი თვისება, რომელიც ახლა აღარ მაქვს: თუ ვინმე გულს მატკენდა, დავამთავრებდი მასთან ურთიერთობას, ამოვიღებდი ცხოვრებიდან. ახლა, რომ გავიზარდე, ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. ვხვდები, არ ღირს, ვინმეზე გაბრაზდე, გაებუტო, გამარჯობა არ უთხრა. მიხარია, რომ არასდროს არავის მიმართ წყენა არ ჩამრჩენია გულში. ადვილად გამივლის ხოლმე – ალბათ,  არც ეს ვარგა.
– სერიოზული გულისტკენა გქონია?
– როცა ამდენი მეგობარი გყავს, ამდენ ხალხში ტრიალებს – ეს, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ კი, ამდენ ადამიანთან ურთიერთობას ბევრი ტკივილიც მოაქვს, ბევრი იმედგაცრუებაც. სულ მგონია, რომ დიდი ვარ და ასეთი რამ აღარ მოხდება-მეთქი, მაგრამ პრემიერებივით არის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში.
– ცოტა ხნის წინ ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ირგვლივ სოციალურ ქსელში განვითარებულ მოვლენებში აქტიურად ჩაერთე.
– ჩემი მეგობარი დავიცავი. სიმართლე რომ გითხრა, ვინმესთან დაპირისპირება არ არის ჩემი სტილი, მით უმეტეს, პრესით. ეს გოგო მე გამოვიწვიე – არ ვმალავ. ვიფიქრე: ცოტა აზრზე მოვა, გაჩუმდება და დაამთავრებს-მეთქი. მაგრამ, არ გაჩერდა და რომ გაჩერდა, ვიღაც თეონიკა მომიგებდა მე ბრძოლას? რანაირად უნდა მოეგო? მერე ცოტა შემეცოდა. იცი, რა გამიკვირდა: ასე რომ გავაფრინო, ერთი მეგობარი მაინც არ მეტყვის: თაკო, რას აკეთებო?! მისი მეგობრები კი, პირიქით, შეჯგუფდნენ და დამესივნენ.
– იცნობდი?
– არა, საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი. 30 წელია, მყავს ბექა და სხვა რამ რომ მდომებოდა, არც ეგ იქნებოდა პრობლემა. დაგრჩა ბექაო – ეს რომ დაწერა, ძალიან შემეცოდა. ბექა იცინის – მე რომ მისი შეყვარებული ვარ. იცი, რა მიკვირს ყველაზე მეტად? მესმის, ცუდია, როცა ასეთი რამ დაგემართება, მაგრამ ხომ შეგიძლია, წაშალო ეს ყველაფერი. მეც მქონია ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები, რომელიც წამიშლია, წერტილი დამისვამს და არავის გაუგია. იმის მაგივრად, რომ წაშალონ, „იუ თუბიზე“ ტვირთავენ რაღაცეებს – სირცხვილია. თან, ხომ ჩანს, ვინ ტვირთავს – მისი მეგობრები ტვირთავენ. ამით უფრო ცუდს უკეთებენ. ეს არ არის მეგობრობა.
– რა ვიდეო ატვირთეს?
– ნასვამი ბექა ფეხზე რომ ვერ დგას და ხელს სთხოვს, თან „ფერიას“ მღერის. ამ სიმღერას და სხვასაც ბექა ყველას უმღერის, მაგრამ ყველა არ უყვარს და ცოლად არ მოჰყავს. ეს უკვე „კლინიკაა“.
– ბექასთან თუ გისაუბრია ამ თემაზე. ჰქონდა მასთან ურთიერთობა, უყვარდა?
– არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. ეს გოგო დასდევდა ხან სად, ხან სად. მერე ბექამ ნასვამმა, უგონო მდგომარეობაში, მიაკითხა სადღაც: ცოლად უნდა მოგიყვანოო. იმანაც უცებ გაშალა სუფრა და დაარქვა ნიშნობა.
– დამთავრდა თქვენ შორის დაპირისპირება?
– კი, დამანებეს თავი. არ მგონია, ასე მარტივად დაენებებინა, უბრალოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ეტყობა, ყური აუწიეს. „ვაიბერს“ გაგიტეხავო, თითქოს მე და ბექას სასიყვარულო მესიჯები გვაქვს. ბექას ვეუბნები: ბექა, შენ როგორ უნდა შეჭამო ჩემი ცხოვრება, სულ შენზე როგორ უნდა ვინერვიულო-მეთქი. სულ მანერვიულებს, უკვე ბევრი წელია სულ რაღაც სჭირს, თან, თავისი სასიყვარულო ისტორიების გამო. არც ეს არის კარგად, ჩემი მეგობარია, მაგრამ ესეც „კლინიკაა“, არ არის ნორმალური და რა ვქნა. უბრალოდ, ჩემი მეგობარია და ვერასდროს გავამტყუნებ. ჩემს ბუნებაში არ ზის ეს გარჩევები, ამიტომაც აღშფოთდა ყველა. უბრალოდ, ისე ამეშალა ნერვები: ბექა კი არის ჩემი მეგობარი, მაგრამ გოგო ხარ და ცოტა მეტი დაფიქრება გჭირდება. ამიტომ დავუწერე, პატრონი არ გყავს-მეთქი, რაზეც მეგობრები მეჩხუბნენ. შეიძლება, ცოტა უზრდელურად გამომივიდა, მაგრამ პატრონი მხოლოდ მშობლებს კი არ ნიშნავს – მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც ურჩევდნენ, ასე არ მოქცეულიყო. მე რომ ასე მოვიქცე, მომკლავენ ჩემი მეგობრები. იმის გამო მომკლეს და მეჩხუბეს, ეს რომ დავწერე და ასეთი რამ რომ გავაკეთო, ალბათ, გადამაგდებენ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი სერიოზული დაპირისპირება, თან ქალთან. ეს პატარა გოგო გადამეკიდა, თუმცა, ვაღიარებ, მე გამოვიწვიე. სხვანაირად, ეს გოგო ბექას ცხოვრებიდან არ წავიდოდა. ვერ მოიშორებდა და მე მოვაშორე.
–  გათხოვილი რომ არ ხარ და შვილები არ გყავს, ამის გამო მეგობრები ხომ არ გეჩხუბებიან?
– კი. ისე გავთხოვდი და გავშორდი, რომ არც მილაპარაკია ამაზე – არ გამირჩევია და არავის გაუგია. პირადი შენია და დამთავრდა: რაც იყო, იყო. არ არის საჭირო, დადგე და არჩიო საქმეები.
– მეორედ გათხოვების სურვილი აღარ გქონია?
– მეორედ გათხოვების სურვილი აღარ მქონია. ხომ არიან ქალები, არ უნდათ ჰყავდეთ ქმარი და მეც მაგ კატეგორიას მივეკუთნები. არ მინდა ქმარი. შეზღუდვების თემა ყველაზე რთულია: ეს ვიღაცას ადვილად გადააქვს, ვიღაცას – რთულად; ვიღაცას უღირს, ვიღაცას – არა. მე, როგორც ვატყობ, არ მიღირს, რადგან 16 წლიდან ყველაფერში დამოუკიდებელი ვარ. ახლა წარმოიდგინე, გყავს ვიღაც, რომელიც გიკონტროლებს, სად უნდა წახვიდე – ეს არარსებულია. სადაც მინდა, იქ უნდა წავიდე და ის უნდა გავაკეთო.
– მეგობრებისთვის სიურპრიზების მოწყობით გამოირჩევი. შენთვისაც თუ გაუკეთებიათ სიურპრიზი?
– შარშან ჩემმა მეგობრებმა გამიკეთეს სიურპრიზი. სადღაც მივფრინავდი და გიგლა თუმანიშვილი მთელი კვირა მირეკავდა: კარგად ჩაიცვი, ისეთ ხალხს უნდა შეგახვედროო. ვერ მივხვდი, რა უნდოდა. ტერასაზე მოვლენ და იქ შევხვდეთო, თან 6 საათი იყო. რომ ავდიოდით კიბებებზე, მუსიკის ხმა გავიგე, გამიკვირდა: ასე ადრე, ხმამაღლა რატომ არის მუსიკა-მეთქი. რომ ავედი, დამხვდნენ ჩემი ნიღბებით. ვიფიქრე: ხომ არ მოვკვდი და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოვხვდი-მეთქი. ისე შემეშინდა... მერე კი კარგად გავერთეთ: სულ შენ გვეხმარები და ერთხელ ჩვენც გაგიკეთეთ სიურპრიზიო. კარგად ვისიამოვნე. თუმცა, თავიდან შოკში ვიყავი.

скачать dle 11.3