კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ ატირა გიორგი ბარნაბიშვილმა მილანში, „ქოლდფლეის“ კონცერტზე თათა ჯაში და რის გამო გრძნობს ის თავს დამნაშავედ

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 ბალერინა თათა ჯაშმა და ტელეკომპანია „იმედის“ მხატვარ-დეკორატორმა, გიორგი ბარნაბიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“.  მათი სიყვარულის ისტორიაც იმ დროს დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი, გიორგიმ თათას მილანში, „ქოლდფლეის“ კონცერტზე, ხელი სთხოვა და ახლა უკვე ქორწილისთვის ემზადებიან.

გიორგი ბარნაბიშვილი: ხელის თხოვნა რამდენიმე ხნით ადრე მქონდა გადაწყვეტილი, უბრალოდ, მინდოდა, საინტერესო რამ მომეფიქრებინა. ახლობლებს „ქოლდფლეის“ ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი და  წასვლას ვერ ახერხებდნენ. გავიგე, რომ ყიდდნენ და მოკლედ, გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. თათას მხოლოდ კონცერტის შესახებ ვუთხარი, სხვა ინფორმაცია არ ჰქონდა და ასე, კონსპირაციულად გადაწყდა ყველაფერი. მის ოჯახსაც შევუთანხმე და მოკლედ, ამ ქალბატონის გარდა, ყველამ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო. ბოლოს მანაც გაიგო.
თათა ჯაში: კონცერტის ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა: ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია და ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგი საჩუქარი იყო ჩემთვის. პირდაპირ კონცერტისთვის ჩავფრინდით მილანში.
– ვერაფერს ხვდებოდი?
– ვერაფერს. მანამდე კი გვისაუბრია ამ თემაზე, გეგმებს ვსახავდით, მაგრამ კონკრეტულ თარიღებზე არ შევთანხმებულვართ.
გიორგი: იმ დღეს, ხელის თხოვნამდე, რამდენჯერმე გავაშარჟე: რა დროს ოჯახია, რა დროს ცოლქმრობაა-მეთქი. მოწყენილი იყო და უცებ ბრახ...
თათა: იუმორის გრძნობა მაღალ დონეზე აქვს და მსგავს შემოტევებს მშვიდად ვიღებ ხოლმე.
გიორგი: გამოხდომების თქმა უნდოდა.
თათა: ჰოდა, ესეც ხუმრობად მივიღე. თუმცა, არანაირი მოლოდინი არ მქონია: ჩავედით კონცერტზე და მორჩა. სიმართლე გითხრათ, კონცერტზე რომ მივდიოდით, ოცნების დონეზე ვიფიქრე: რა კარგი იქნება, ახლა ხელი რომ მთხოვოს-მეთქი. მაგრამ მერე, გულდაწყვეტით გავიფიქრე: რას მოიფიქრებს, არა, არ იზამს ამას-მეთქი.
გიორგი: ცოტა ვნანობ, ხელი რომ გთხოვე.
თათა: მოკლედ, გავიფიქრე ასე და უცებ ასეთი რამ გააკეთა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გასაოცარი მომენტი. მეგობარი გვახლდა თან – დაფუსფუსებდნენ, არკვევდნენ რა სიმღერა რის შემდეგ იყო, ან რომელი სიმღერა როდის იქნებოდა. თურმე, კონკრეტულ სიმღერას ელოდებოდნენ.
გიორგი: ისეთი სიმღერა შევარჩიეთ, რომელიც ყველაზე მელოდიური, მელანქოლიურია და მოუხდა მომენტს. იმ მომენტში, როცა თათას ტირილის ხმა არ ისმოდა, სიმღერა მშვენიერი იყო.
– ალბათ, ღელავდი.
– კი, რა ტექსტიც, რაც დალაგებული მქონდა, სანამ ფეხზე ავდგებოდი, დამავიწყდა. მერე რაღაცეები ვიბოდიალე, მაგრამ, მგონი, არც გაუგია. ბოლოს, რომ მივხვდი, არც აქეთ ვიყავი და არც – იქით, ბეჭედი მივეცი. უკვე დროა, ხელი ვთხოვო-მეთქი. იმის მერე დავიწყე ტექსტზე ფიქრი, რომელიც თანდათან დალაგდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან დროს დამავიწყდა.
თათა: თუმცა, ეს არ იყო დიდი დანაკლისი, ისე მქონდა თვალებზე ბინდი გადაკრული, რომ არაფერი გამიგია. ერთი დავინახე, რომ მუხლზე დაიჩოქა და იქ დამთავრდა ყველაფერი.
– ძალიან ემოციურად იმოქმედა შენზე ამ ყველაფერმა.
– ზოგადად, გაწონასწარებული და მშვიდი ვარ, არ მიყვარს დიდად ემოციების გამოხატვა. მაგრამ, იმხელა ემოცია წამოვიდა, რომ ვერაფრით შევიკავებდი თავს. ბეჭდისთვის არც შემიხედავს, ვეხუტებოდი, ხელიც კი არ გამიწვდია, თვითონ გამიკეთა ძალით.
გიორგი: არც „ჰო” უთქვამს, არც – „არა”. რომ დაიწყო ტირილი, ვიფიქრე: ხომ არ ეწყინა-მეთქი. მერე, სახეზე რომ შევხედე, მივხვდი, ბედნიერებისგან ტიროდა და გავიფიქრე: ეს „ჰოს” მთქმელი არ არის, ჯობია, ბეჭედი გავუკეთო-მეთქი.
თათა:  რა თქმა უნდა, „კი“ ვთქვი, უფრო სწორედ გავიფიქრე. კონცერტზე ჩვენ ირგვლივ ხალხს, მგონი, ჩემზე მეტად გაუხარდა. ერთი კაცი ტიროდა –  ვიდეოშიც ჩანს. ვიდეოებს გვიღებდნენ, ყველა გახარებული იყო, რადგან მათ ირგვლივ ასეთი სასიამოვნო რამ ხდებოდა.
– გიორგი, მითხარი, რომ წასვლამდე თათას ოჯახი ჩააყენე საქმის კურსში, ანუ შვილის ხელი სთხოვე?
გიორგი: სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, გადავწყვიტე, თათას მშობლებთან მივსულიყავი და მილანში გამოშვებაზეც შევთანხმებოდი. თათამ იცოდა, რომ მილანში წასვლასთან დაკავშირებით უნდა დავლაპარაკებოდი. მერე გაიგო, რომ ხელის სათხოვნელად ვიყავი. მათთან მისვლამდე ისეთი რამ შემემთხვა, რაც მანამდე არ დამმართნია. მოკლედ, კონსპირაციულად დავგეგმე შეხვედრა. ყვავილები ვიყიდე და იქვე, ბორდიურზე გადამიბრუნდა ფეხი, ზედ დამეცა ყვავილები. თავიდან მომიწია თაიგულის გაკეთება და ისე ასვლა. მალე ფეხი ისე ამტკივდა, რომ ვგრძნობდი, არაფერი მესმოდა. ვთქვი: ფეხი მტკივა-მეთქი და ყინულები დავიდე, იმის მაგივრად, რომ ავსულიყავი ბიჭი მოწესრიგებულად.
– როდის გეგმავთ ქორწილს?
თათა: ზაფხულის ბოლოსკენ ვაპირებთ ქორწილს, ნელ-ნელა ვალაგებთ ყველაფერს. მინდა, ძალიან ლამაზი და კარგი ქორწილი გვქონდეს. კაბაზე ჯერ არ დამიწყია ზრუნვა. წინ გვაქვს ყველაფერი და ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.
გიორგი: ქორწილი უნდა იყოს ჩვენ ორისთვის სასიამოვნო დღე. არ მესმის ქორწილში 650 კაცი რომაა და იქიდან მხოლოდ ოთხს იცნობ – ზიხარ შენთვის მარტო. გვინდა, ისე დავგეგმოთ, რომ მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს ჩვენთვის. ასე რომ, კონსენსუსამდე მივალთ, იდეებსაც გავუზიარებთ ერთმანეთს და ყველაზე ლამაზი კაბაც ექნება ქალბატონს.
– ემთხვევა თქვენი გემოვნება?
– ის, რაც სქესობრივი დისბალანსითაა გამოწვეული, მაგაში არ ვემთხვევით. მაინცდამაინც ვარდისფერი პიჯაკი არ მაქვს წარმოდგენილი. ნორმალურ ფორმატში გადავწყვეტთ. მე შეიძლება, მინდოდეს, ბოტასი ეცვას ყველას, თათას კი – ბუმბულით მოვიდნენ. საბოლოოდ, რაღაც შუალედურზე შევთანხმდებით. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად.
– ლიკა ყაზბეგმა, თათას დეიდამ, ემოციური პოსტი მიუძღვნა თქვენი ნიშნობის ფაქტს და ბოლოს გიწერდა: ეს კიკინებიანი გოგო შენ ჩაგაბარეთო.
– სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს წარმოდგენაში, თათას მიმართ პირველივე დღიდან ორმაგი და ოთხმაგი პასუხისმგებლობა მქონდა, რაც დღემდე ასეა. ასევე განვაგრძობ, თუ არ მოვუმატებ, ყოველ შემთხვევაში, კლებისკენ არ წავალ.
– გიორგის, როგორც მივხვდი, უყვარს შენთვის სიურპრიზების მოწყობა.
თათა: კი, ხშირად მანებივრებს. თითქმის ყოველდღე აქვს პატარ-პატარა სიურპრიზი. მეც ვიცი, თუმცა ყოველდღე – არა.
–  შენს საბალეტო კარიერასაც, ალბათ, არ შეექმნება პრობლემა.
– არა, პირიქით, მგონი, ძალიან მოსწონს, რომ ვცეკვავ.
გიორგი: სამზარეულოს გავუტან სცენაზე და იქ მოამზადებს, რომ მშიერი არ დავრჩე.
– დადიხარ მის სპექტაკლებზე?
– ხშირად არა, თუმცა ვიყავი რამდენჯერმე. როცა თათა ცეკვავს და გარშემო ხალხის ჩუმი კომენტარები ისმის: რა კარგი გოგოაო, ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა  ეს პატარა ქალბატონი შენთან არის.
თათა: თავიდან ცოტა უხერხულობის მომენტი მქონდა, როცა კულისებში იდგა და მიყურებდა. მერე მივეჩვიე.
გიორგი: და წაიქცა კიდეც და მე დამაბრალა. მეც თავს დამნაშავედ მივიჩნევ, მაგრამ ჩემ გამო არ წაქცეულა.
თათა: კულისებში იდგა ჩემ პირდაპირ და ალბათ, დავიბენი.
– გიორგი, ბეჭდის არჩევა უჭირთ ხოლმე და როგორ აარჩიე?
გიორგი: ძალიან რთული ყოფილა ბეჭდის არჩევა. თითის ზომა თათას მშობლებს ვკითხე, მათ მითხრეს. არჩევის პროცესი არ არის მარტივი: რომ უყურებ, იდეაში, ყველა ერთნაირია, მაგრამ მაინც არჩევ. ჩემს მშობლებთან ერთად წავედი და ძალიან დამეხმარნენ გადაწყვეტილების მიღებაში. მარტო რომ წავსულიყავი, დღემდე ვერ ავარჩევდი. მინდოდა, კონსერვატული ყოფილიყო, თათას განწყობაში ჩამჯდარიყო და ასეთიც გამოვიდა.
თათა: ადრეც მეუბნებოდა ხოლმე, როგორი მოგწონსო – ოღონდ ხუმრობით, რომ არ დამეჯერებინა. საბოლოოდ, ძალიან მომეწონა.
скачать dle 11.3