კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ „ლეწავს“ გოგონებს იაგო ინწკირველი და სად უხდება ამერიკის ყველაზე ძლიერ მამაკაცს საკუთარი ძალის დემონსტრირება ღამით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე



 ქართველი სპორტსმენი იაგო ინწკირველი, უკვე 12 წელია, ფილადელფიაში ცხოვრობს და სპორტულს კარიერაში მიღწეულ წარმატებებს რომ თავი დავანებოთ, ამერიკაში ის ყველაზე ძლიერ მამაკაცად დაასახელეს. როგორც თავად ამბობს, ძალიან ენატრება თავისი ქვეყანა, თუმცა ჯერ ჩამოსვლას ვერ ახერხებს. დღეს ის  მკლავჭიდსა და ბოდიბილდინგში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. მისი წარმატებული სპორტული კარიერა 2005 წლიდან იწყება, როცა ამერიკის პრესტიჟული შეჯიბრების გამარჯვებული გახდა და იმავე წელს, მსოფლიოს ჩემპიონი და ერთადერთი ქართველი იყო, ვინც ამ სახეობაში, ასეთი მასშტაბით ჩატარებულ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. იაგო ინწკირველმა, ამერიკის ღია ჩემპიონატზე – „სტრონგ მენ” პირველი ადგილი აიღო; გახდა წლის საუკეთესო მკლავჭიდელი. ბოდიბილდინგში კი დაიკავა პირველი ადგილი.  თუ რატომ ხვდებიან მოტეხილობებით კლინიკაში მისი თაყვანისმცემელი ამერიკელი გოგონები და რა არის მისი წარმატების მთავარი ფორმულა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
იაგო ინწკირველი:
გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. ასი პროცენტით გურული ვარ. მთელი ბავშვობა ბახმაროში მაქვს გატარებული და იქაური ჟანგბადის დამსახურებაა ჩემი წარმატება ამერიკაში. ამიტომ, ქართველ ბიჭებს ვურჩევ, ხშირად ჩავიდნენ ბახმაროში და დააღონ პირი, რომ კარგად ჩაისუნთქონ იქაური ჰაერი (იცინის). დღეს, კულტურიზმს საქართველოში ბევრი მიმდევარი ჰყავს, მაგრამ ჩემს ბავშვობაში პოპულარული არ იყო.  მე, უბრალოდ, ბედი ვცადე ბოდიბილდინგში და პირველი ადგილი მოვიპოვე. უფრო მეტად ძალისმიერი სახეობების მოყვარული ვარ. სიმძიმეების აწევა მიყვარს და უპირატესობას სამჭიდს ვანიჭებ, რომლის მიზანი დიდი წონის დაძლევაა. ნებისმიერ ადამიანს აქვს ნიჭი და მიდრეკილება რაღაცისადმი. ჩემს შემთხვევაში, სპორტმა ყველაფერი გადაწონა. კიდევ, მიყვარს კლასიკური მუსიკა, ლექსებსაც ვწერ. ხშირად, გიტარა დამაქვს თან, ვუკრავ და ვმღერი. რამდენიმე რომანსი თავადაც დავწერე. ეს ჩემი ჰობია. 12 წელია, სამშობლოში არ ვყოფილვარ და ამას ძალიან განვიცდი. ალბათ, სამომავლოდ, საქართველოში გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და მომავალ თაობას გავზრდი. მინდა, ჩემი წარმატება არა მხოლოდ ჩემთვის იყოს სასარგებლო, არამედ, ჩემი ქვეყნისთვისაც.  
– ეჭვი მეპარება, მხოლოდ ბახმაროს დამსახურება იყოს ის ტიტულები, რაც გაქვს. თან, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შესული ერთადერთი ქართველი ხარ. ალბათ, ეს გენეტიკის და თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგია?
–  ჟანგბადი, ტვინსა და კუნთებს კვებავს და მეც ამით გამოვიკვებე. ახლაც ასე გამოკვებილი ვაღწევ წარმატებებს (იცინის). მართალია ბახმაროდან  შორს, მაგრამ, მაინც ამაყი ვარ.  რასაკვირველია, ჩემი სიძლიერე, გენეტიკის ბრალიცაა, მამას ვგავარ. ბავშვობიდანვე გამოვირჩეოდი. სპორტით სკოლის ასაკიდან დავინტერესდი. 15 წლიდან სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთე. კულტურიზმში, მკლავჭიდსა და ბოდიბილდინგში კარგი შედეგი რომ აჩვენო, ფიზიკურად დიდი შრომა სჭირდება. მეც დაუზოგავად ვვარჯიშობდი. ამერიკაში აქტიური სპორტული ცხოვრება 2005 წლიდან დავიწყე. მსოფლიო ჩემპიონატზე მომიწია იმის დამტკიცება, რომ მე ეს შემიძლია. შეჯიბრება ან ჩემპიონატი ის ადგილია, სადაც შენი სიტყვა უნდა თქვა – აჩვენო, რა შეგიძლია. მე ეს შევძელი. როცა 2009 წელს განმეორებით ვესტუმრე ატლანტ-სიტის, მკლავჭიდში მონაწილეობისთვის, ნაცნობი მსაჯები შემხვდნენ. ერთ მონაწილეს გაუკვირდა – შენ ხან მკლავჭიდზე გამოდიხარ, ხან „სთრონგ მენზეო“. მე ვუთხარი, არ გაგიკვირდეს, წყალში მოცურავე რომ დამინახო ან სცენაზე გიტარით ხელში, კარგადაც ვუკრავ და ვმღერი-მეთქი. თან, გულში ვფიქრობდი, ახლა ამან რომ იცოდეს, პახმელიაზე ვარ, მთლად გაგიჟდება-მეთქი (იცინის). იმ შეჯიბრებაზე, Best armwrister საპატიო ადგილი დავიკავე. ბოდიბილდინგში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი მოვიპოვე. ეს დიდი სიხარული იყო ჩემთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო,  „სთრონგ მენში”. ბრძოლისუნარიანობაში ყოველთვის მეხმარება ქართული სულისკვეთება, გულშემატკივრობაც დიდ ძალას მაძლევს. საკმარისია, ერთხელ მაინც ჩამესმას ყურში „საქართვეელოოო” და მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო.
–  რა განცდაა, როცა ამერიკის ქუჩებში დადიხარ, შენი გარეგნობის წყალობით, გამორჩეული და ამასთანავე, ყველაზე ძლიერი მამაკაცის სტატუსიანი გურული ბიჭი?
–  ვიღაცეებთან შედარებით რომ გამორჩეული ვარ, ეს მეამაყება. ფიზიკური მონაცემებით ღმერთმა ბავშვობიდან დამაჯილდოვა და ამის გამოყენების საშუალება და რეალიზება კი, ამერიკაში მომეცა. ხშირად ქუჩაში მაჩერებენ და სურათებს იღებენ. ექსპონატივით ვარ (იცინის). გოგონები კი, უფრო შიშით მიყურებენ, ვიდრე სიმპათიით. ამიტომაც, დავრჩი მარტოხელა (იცინის). თან, ისე ვარ დაკავებული, ყვავილები დავიჭირო ხელში. ვიარო, ამის დრო არ მაქვს.
–  ყვავილები არა, მაგრამ გიტარა ხომ ხშირად გიჭირავს ხელში და ამითიც კარგად იხიბლებიან გოგონები...
–  გიტარას ქუჩაში რა უნდა, გიტარა ჩემთან, სახლში (იცინის). ფაქტია, მანდილოსნების ყურადღებას ვიქცევ და იმედია, ერთ დღესაც, მეც აღმოვაჩენ მათ შორის საუკეთოსოს ჩემთვის.
–  წარმომიდგენია, ქუჩაში რომ მოგიწიოს ჩხუბი, რას მოიმოქმედებ. შენი ხელი მტერს მოხვდა...
–  ქუჩაში დაცულობის შეგრძნება სულ მაქვს, მაგრამ ჩემი უპირატესობის დასამტკიცებლად, ძალა უაზროდ არასდროს გამომიყენებია. თუმცა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხვის დასაცავად მიხდება მუშტი-კრივში ჩაბმა, სხვა შემთხვევაში, ნაკლებად. საკუთარი თავისა და ძალის კონტროლი კარგად შემიძლია. წესრიგს ვიცავ გარკვეულ ობიექტებზე, ღამის ბარებსა და რესტორნებში. საქართველოშიც დაცვაში ვმუშაობდი დიდ რესტორნებსა და ღამის კლუბებში, ფილადელფიაშიც ამ საქმეს მივდევ.
–  მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ყველაზე ძლიერი მამაკაცის სტატუსი გაქვს, სუსტი მხარეც გექნება და იქნებ გამიმხილო?
– სუსტი მხარე ყველას აქვს. ჩემი სუსტი მხარე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არიან (იცინის). თუმცა, მათში ბედი არ მწყალობს. მქონია შემთხვევები, როცა სახიფათო და სასაცილო სიტუაციებში აღმოვჩენილვარ მათთან ერთად. ერთხელ, გოგონამ დამპატიჟა თავისთან სახლში, ყავაზე. ავდივართ კიბეზე, მესამე სართულზე წაიქცა და ფეხი მოიტეხა. გამოვიძახე სასწრაფო და საკაცეთი გავაქანე საავადმყოფოში. მოკლედ, დავრჩით – ის ფეხაწეული და მე პირდაღებული (იცინის). მეორე ფაქტიც იყო: მოკლედ, გოგონა დავპატიჟე ჩემთან სახლში.  დაინახა „ბოქსის” ხელთათმანები და მითხრა, მოდი, ცოტა წავივარჯიშოთო. გაიკეთა ხელთათმანები და მეც ავყევი. ვერ მოვზომე, ცუდად მომიხვდა ფეხი და მუხლიდან ამოვაგდე. ისიც მოტეხილობით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ექიმებმა რომ დამინახეს, გაეცინათ, რას უშვრები ამ ქალებს, ვინც გაგეკარა, ყველა „შემოილეწე“ და ჩვენი პაციენტი გახადეო (იცინის). ახლა, გადავწყვიტე, პირდაპირ საავადმყოფოში დავუნიშნო გოგონებს პაემანი, მიმღებში ყავას დავლევთ. მერე კი, უკეთ გასაცნობად პალატაში შევიტყუებ და წამოვაწვენ საკაცეზე... თუ რამე მოუვა, ბარემ იქვე იქნება, სხვა გზა არ მაქვს (იცინის).
скачать dle 11.3