კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ სცემა უცხო მამაკაცი ნინო ბაშარულმა ქუჩაში და როგორ ესაუბრება ის გარდაცვლილებს იმქვეყნად

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 მომღერალი ნინო ბაშარული, როგორც თავად ამბობს, ბედნიერია. მის გვერდით ბევრი ადამიანია, ვისაც ენდობა და მისი შემოქმედებაც უყვართ. გავრცელდა ხმები, რომ ნინო პოპ-დედოფლის, მადონას ჩამოყვანას გეგმავს თბილისში. მანამდე კი, მისი საყვარელი, ბოშა მუსიკოსების გვერდით დადგება სცენაზე. რა გენეტიკის მატარებელია ის, როგორ მოგზაურობს წარსულსა და მომავალში და როგორ გრძნობს ახლობლების გარდაცვალებას წინასწარ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო ბაშარული:
ჩემს წლოვანებასთან შედარებით, ყველა პატარა ასაკს მაძლევს და ეს გენეტიკის ბრალია და არა კოსმეტიკური პროცედურების. ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ბევრ სითხეს ვსვამ. ასე რომ, განსაკუთრებული თავის მოვლის მეთოდისთვის არ მიმიმართავს და სილამაზის სალონებშიც იშვიათად დავდივარ. ერთადერთი, რასაც წლებია, ვაკეთებ, დილით, უზმოზე ვსვამ, წყალში გახნილ ვაშლის ძმარსა და თაფლს. ამის მერე, თავს მსუბუქად, ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ. ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. გაახალგაზრდებას უწყობს ხელს, წონის კორექციისთვისაც კარგია. ეს წინაპრებისეული „ჯადოსნური“ რეცეპტი, ბებიამ მასწავლა. ნაოჭის ხაზებიც რომ გამიჩნდეს, არც ამაზე ვინერვიულებ, რადგან ყველა ასაკს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს. სიბერეს განგაშით არ უნდა შეხვდე, პირიქით, ეზოთერული გაგებით უნდა მიუდგე და გაიაზრო, რომ ეს შენი ცხოვრების ახალი ეტაპია.
– ეზოთერიკული გაგებით, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
38 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ საკმაო გამოცდილება დავაგროვე – ბევრი წიგნი წავიკითხე, დედობის სიხარულიც გამოვცადე, შეყვარებულობის ხიბლიც და დიდი სიყვარულის გრძნობაც. ახლა კი, მოგზაურობის ხანაში შევდივარ (იცინის). ეს ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია, როცა მინდა, ბევრი ვიმოგზაურო, მსოფლიო მოვიარო და ახალი განცდებით „დავიმუხტო“.
– ერთხელ თქვი, უცნობი ადამიანები უფრო მეტად მიდგანან გვერდში, ვიდრე ახლობლებიო. რას გულისხმობდი?
– ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ბუნების კანონია. ახლობლები მოვალეები არიან, რომ დაგეხმარონ, მაგრამ, როცა უცხო გეხმარება, ეს ნიშნავს, რომ ესიმპათიურები, როგორც პიროვნება. ასეთი უცხო, ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო. ქართველ საზოგადოებაში სნობიზმი და მარიაჟობა,  ხომ ჩვეულებრივი მომენტია? მე კი, ვერ ვიტან. ეგრეთ წოდებულ, ელიტარულ საზოგადოებაში რომ ვიღაცა ვიღაცას დასცინის, ამაზე ვბრაზდები. სულ ვამბობ, მე არასდროს ვიქნები ქართული ბომონდის წარმომადგენელი, რადგან მე ვარ ნინო ბაშარული და უბრალო ხალხმა უფრო მეტი გამიკეთა, ვიდრე ეგრეთ წოდებულმა ბომონდმა. ამიტომ, ჩემთვის სისადავე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „სვეცკობა“.
– ვფიქრობ, ყველა ქალშია მიძინებული მამაკაცური საწყისები. შენში თუ შეგინიშნავს და როდის იღვიძებს?
– ვერ აგიწერთ, როგორ მემატება ტესტოსტერონი ორგანიზმში, როცა უსამართლობას ვაწყდები და ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს. აი, იქ ირთვება ჩემში მამაკაცური საწყისები და კაცად გარდავისახები, ნამდვილი მამაკაცი ვხდები. არ დამავიწყდება, ერთხელ ქუჩაში შევესწარი, კაცი ურტყამდა ქალს. მივედი და რომ მოვკიდე ხელი იმ კაცს საყელოზე და ვაჯანჯღარე, უნდა გენახათ (იცინის). როცა ქალს ჩაგრავს მამაკაცი და მისი სისუსტით სარგებლობს, მე ამ დროს ძლიერი ვხდები – მამაკაცივით ცემა შემიძლია. სხვათა შორის, ბავშვობაში, როცა მე ან სხვა გოგონას გვაბრაზებდნენ სკოლაში, ბიჭებს ვცემდი და ყველას ჩემი ეშინოდა. მახსოვს, ერთი გამექცა, ბევრი ვდიე, დავიჭირე და მაგრად ვურტყი (იცინის).
– ვიცი, რომ უცნაური ნიჭი გაქვს და შეგიძლია, დროში მოგზაურობა. ეს როგორ ხდება?
– როგორც წარსულ ისე მომავალ დროში, ჩვეულებრივად ვმოგზაურობ. მივხვდი, რომ დროში მოგზაურობა ძალიან ადვილია. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ წარსულიც, აწმყოც და მომავალიც მასშია კოდირებული და შეუძლია, დროში ამოგზაუროს. ეს მე ბევრჯერ განმიცდია. ასე რომ, მე დროში ჩვეულებრივად ვმოგზაურობ. წარსულშიც ვყოფილვარ ჩასული მთელი არსებით და მომავალშიც. ხან მეთერთმეტე საუკუნეში ვარ, ხან – მეცამეტეში, ხან – მეჩვიდმეტეში და ხანაც, მოვლენებს, რაც უნდა მოხდეს, წინასწარ განვიცდი – ზუსტად ვიცი, რა მოხდება.  მაგალითად, თუ კონცერტია დაგეგმილი, წინასწარ, ემოციით ვხვდები, რა მეცმევა, ვინ იქნება ჩემ გვერდით, როგორ ჩაივლის და ისეთ ექსტაზში ვარ, წინასწარ ვხედავ კონცერტის მოვლენებს. ეს წინასწარი მოვლენების განცდა, ჩემი წარმატების გარანტია. ფილოსოფიურად რომ გითხრათ, ეს დროის წინასწარ განცდაა და ვისაც ეს შეუძლია,  მას წარმატების გასაღები უკვე ნაპოვნი აქვს. მე ეს გასაღები ნაპოვნი მაქვს. მომავალში ხშირად ვმოგზაურობ, წარსულში კი ვცდილობ, არ ვიმოგზაურო.
– ის, რომ ადამიანის გარდაცვალებას წინასწარ გრძნობ, რეალობაა?
– კი, ნამდვილად სიმართლეა – ადამიანის გარდაცვალებას წინასწარ ვგრძნობ. ამის წინასწარი ხედვა არ მაქვს, უბრალოდ, აზრში მოდის და ინტუიციურად ვხვდები, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ეს, ძირითადად, ახლობლებზე მემართება. აი, მაგალითად, თუ ადამიანი დიდი ხანი არ მყავს ნანახი. მასზე ფიქრს ვიწყებ და ორგანიზმში მეწყება ფორიაქი, ორ-სამ დღეში, მის გარდაცვალებას ვიგებ. ასე დამემართა ბებიაჩემზე. მამაჩემის სიკვდილიც წინასწარ დავინახე, კერძოდ, შვილს შევხედე და მისი სახე ნაცრისფერი მომეჩვენა. მისი გამომეტყველებითა და ფერით მივხვდი, რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო – ვიღაც ახლობელი გვიკვდებოდა. მეორე დღეს მამა გარდაიცვალა. უცნაური მინიშნებებით ვხვდები, რომ ადამიანი უნდა გარდაიცვალოს. ამ დროს გული ცუდს მიგრძნობს, სხეული კანკალს მიწყებს და ვფორიაქობ, სანამ ამ ცუდს გავიგებ. ადრე მეშინოდა ჩემი ინტუიციის, მერე მივხვდი, ამის არ უნდა მეშინოდეს და ადამიანის გარდაცვალებას ტრაგედიად აღარ აღვიქვამ, აღარ განვიცდი. ვიცი, ის ამქვეყნიდან სხვა ქვეყანაში მიდის. გარდაცვლილ ბებიას დღესაც ვესაუბრები და ხშირად, გაჭირვებაშიც მეხმარება. როცა განსაცდელში ვარ, წინაპრებთან გავდივარ კონტაქტზე და გამოსავალს ისინი პოულობენ. მათთან უხილავი კონტაქტი სულ მაქვს და სულ ვეძახი განსაცდელის ჟამს, ისინიც მეხმარებიან.
– ნინო, გავრცელდა ხმა, რომ პოპ-ვარსკვლავის, მადონას ჩამოყვანას აპირებ თბილისში. ეს სიმართლეა?
– კი, სიმართლეა. დაგეგმლი მაქვს მადონას ჩამოყვანა საქართველოში და კონცერტის გაკეთება. მართალია, დიდი თანხა ჯდება, მაგრამ მე ამას ვითავებ და ვიქნები ორგანიზატორი. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი კავკასიაში და ამ ტურნეთი გაიცნობს. გპირდებით, მასთან ერთად სცენაზე მიხილავთ (იცინის).  ჩემი მეგობრები, ბოშური დინასტიის წარმომადგენლები, ბოშური ანსამბლი – „ვია რომენი“ ანუ „ვია ბოშები“ მასთან ერთად ტურნეებში იღებენ მონაწილეობას. სხვათ შორის, ამ ბოშებს, მადონა, თავის რაინდებსაც ეძახის.  მათთან ვთანამშრომლობ და სულ მალე, ახალ პროექტს შემოგთავაზებთ. სულ ვხუმრობ, წინა ცხოვრებაში, ალბათ ბოშა ვიყავი და ახლა კი, მათ გვერდით, ნამდვილი ბოშა ქალი გავხდები-მეთქი (იცინის). ამის შემდეგ კი, მადონასაც ჩამოვიყვანთ.
скачать dle 11.3