კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ მოვუაროთ გაუხეშებულ ქუსლებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

დახეთქილი და გაუხეშებული ქუსლების პრობლემა ბევრს აწუხებს. განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში, როცა ის ღია ფეხსაცმელში თვალშისაცემია. გთავაზობთ, ეფექტურ და მარტივ რეცეპტებს, რომელსაც სახლის პირობებშიც ჩაიტარებთ.
საჭმელი სოდა
ძილის წინ, ფეხებზე აბაზანა გაიკეთეთ. აბაზანისთვის წყალი დაარბილეთ საჭმელი სოდით – გახსენით  1 სადილის კოვზი 1 ლიტრ წყალში. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები 15 წუთით. შემდეგ სპეციალური სახეხით ქუსლები მსუბუქად გაიხეხეთ. როდესაც ქუსლებზე კანი კარგად დაგირბილდებათ, მოიცილეთ გაუხეშებული ნაწილები. კარგად შეიმშრალეთ და ფეხის კრემი შეიზილეთ.
ზღვის მარილი
ძალიან ეფექტურია ზღვის მარილის აბაზანები. 100 გრამი მარილი გახსენით 1 ლიტრ წყალში.
რძე
გაავსეთ ტაშტი ცხელი წყლით, ჩაასხით მასში 1 ჭიქა რძე, 50 მილილიტრი თხევადი საპონი, 3 სადილის კოვზი ზღვის მარილი  და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და ფეხის კრემი შეიზილეთ.
ვარდის წყალი
 3 ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ჩაყავით შიგ ფეხები და 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ქუსლები სპეციალური სახეხით, ფრთხილად გაიხეხეთ და ქუსლებზე ფეხის დამარბილებელი კრემი შეიზილეთ.
თეთრი ღვინო
1 ჭიქა თეთრ ღვინოში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი ცაცხვის ყვავილი და თავდახურულ ჭურჭელში, 3 წუთით წამოადუღეთ. შემდეგ, ჩაასხით 3 ლიტრი თბილი წყალი, ჩაuმატეთ შიგ ადუღებული ღვინო და ფეხები ჩაყავით. 20-25 წუთის შემდეგ, ფეხები წყლიდან ამოიღეთ, სახეხით მსუბუქად გაიხეხეთ და ფეხის მკვებავი კრემი წაისვით.
კვერცხის გულის ნიღაბი
1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა ქუსლებზე სქლად დაიდეთ. 20-15 წუთის შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის მერე ქუსლებზე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
ალოეს ნიღაბი
100 გრამი ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, შემდეგ დააბლენდერეთ და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი  დაუმატეთ. მიღებული მასა, ქუსლებზე სქლად დაიდეთ. 1 საათის შემდეგ კი, თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ვაშლის ნიღაბი
1 ცალი ვაშლი წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 5-6 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ქუსლებზე დაიდეთ, მარლით შეიხვიეთ ან წინდა ჩამოიცვით და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ქუსლებზე ფეხის კრემი შეიზილეთ.
შვრიის ნიღაბი
4 სადილის კოვზ მოხარშულ შვრიის ფაფას, 2-3 წვეთი გლიცერინი შეურიეთ და ქუსლებზე დაიდეთ.  2 საათის შემდეგ, ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ქუსლებზე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
ლიმონის კრემი
1 სადილის კოვზ საბავშვო კრემს, 4-5 წვეთი ლიმონის წვენი და თითო-თითო წვეთი ზეითუნის, ლავანდისა და კვიპაროსის ზეთი გადაურიეთ და დღეში 2-ჯერ, ქუსლებზე შეიზილეთ.
გლიცერინისა და A და E ვიტამინების კრემი
1 სადილის კოვზ საბავშვო კრემს, 2 წვეთი გლიცერინი და თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი დაამატეთ. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ქუსლებზე შეიზილეთ.
ფუტკრის ცვილის კრემი
100 გრამ გაცხელებულ ზეითუნის ზეთს დაამატეთ, დაახლოებით, 1 სადილის კოვზი ფუტკრის ცვილი, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემი მაცივარში შეინახეთ, გამოყენების წინ, კარგად შეათბეთ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველ საღამოს, ქუსლების სრულ გაჯანსაღებამდე.
ზეთებისგან დამზადებული კრემი
2 სადილის კოვზ საბავშვო კრემს დაამატეთ 2-2 წვეთი ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთი, თითო-თითო წვეთი ქოქოსის, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ქუსლებზე დღეში 2-ჯერ, ქუსლების სრულ გაჯანსაღებამდე.скачать dle 11.3