კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი


ანუ პატარა სექსის დიდი ამბები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-27(862)


ისტორია ოცდამეოთხე
სიყვარულის ნუმერაცია
(მოქმედი პირები: დუდუ,
ლევანო და თეო)

როცა თეოს სახლთან მანქანა გააჩერეს, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. მაგრამ არც იმაზე დაგვიანებულია, რაც მე დამაგვიანდაო, გაიფიქრა დუდუმ და უკანა სკამიდან სუპერმარკეტში აღებული პარკები გადმოიტანა. ლევანოს მხარზე ხელი დასცხო, წადი,  ნუ დამელოდებიო და სადარბაზოში ნელი, მძიმე ნაბიჯებით შევიდა. როგორც კი ლევანომ მანქანა დაძრა და ეზოდან „დაკრუგა“, დუდუ სადარბაზოდან გამოვიდა. იქვე, გატეხილ სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტი ამოიღო... ცოტა ხანს ხელში ატრიალა. მერე უკან ჩააბრუნა, თითქოს რაღაც გადატეხაო, ისე აიქნია ხელი და კიბეებს აუყვა.
***
თეოს ძილი და სიმშვიდე ერთთავად დაეკარგა ზურასთან საუბრის შემდეგ. იმდენი სიგარეტი და ყავა დაიყარა სისხლსა და ნერვებზე, რომ პატარა სამზარეულო სრულად გაბუღული და გასუსული უსმენდა, როგორ სუნთქავდა ამოსუნთქვის გარეშე, მარტოობისგან დაოსებული და გაოცებული ქალი...
თეომ თვალებიც დაითხარა ტირილისგან და ტუჩებიც დაიკვნიტა სიმწრისაგან. ასე რატომ ეწყინა ზურას საქციელი, ნამდვილად ვერ ხვდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც მოხდა. რაღაც, რაც ზურასა და მას შორის ჩადგა. რასაც თეო ვერ მოერეოდა და რაც ზურასაც ერეოდა და უცხოს ხდიდა. თეო მთელი საღამო იმტვრევდა და იჭეჭყავდა ტვინს, თუ რა შეიძლება, მომხდარიყო –  რატომ?! როდის?! იმდენად უცნაურად ეჩვენებოდა ზურას ასეთი უხეში და გაუცხოებული პასუხები. არა, ზურას ნამდვილად ვუყვარვარ! ვუყვარვარ, ვუყვარვარ! –  არწმუნებდა საკუთარ, აწეწილ გულს და ვერც არწმუნებდა.
და თუ ვუყვარვარ, მაშინ ასე როგორ მომექცა, ასე ქუჩის ქალს არ ტოვებენ გასაჭირში... არა, ეს სიყვარულს სულაც არ ჰგავს! და, საერთოდაც, ან აქამდე, ვითომ სულ ვენებს იხერხავდა ჩემი გულისთვის?! რას მიკეთებს? რატომ მგონია, რომ ვუყვარვარ? ვისაც უყვარს, ის ასე არ იქცევა...
თეო ათას წვრილმანს ქექავდა და იხსენებდა. ალაგებდა და აფერადებდა. მერე ისევ ამუქებდა და ნაცარს იყრიდა თვალებსა და თავზეც... თეოს ვერასგზით ამოეხსნა, თუ რა დაეტაკა მის საყვარელს, არა, საყვარელს კი არა - საყვარელ ადამიანს! ეს სულ სხვა რამ არის. თეოს და ზურას ურთიერთობა არ არის ტრივიალური და სტანდარტული საყვარლების ისტორია!
და მაშინ როგორი ისტორიაა?! –  იქედნურად დაეკითხა მეორე თეო.
მეორე, რომელიც ასეთ დროს პირველობას იჩემებდა და სისხლს უშრობდა სხვა თეოს. ზურას თეოს.
როგორი ისტორიაა?! როგორი და ნამდვილი! როცა ზურა დავინახე პირველად, საერთოდაც არ დავინახე. დიახ, საერთოდ არ დამაინტერესა. თან, ვიცოდი, ვინც იყო. ვიცოდი, რომ ცოლშვილიანიც იყო და ისიც, რომ განყოფილების გოგოები კვნესა-ხვნეშებით აცილებდნენ. თუმცა რა გასაკვირია! ზურა სიმპათიური, ცისფერთვალება და ღიმილიანი ბიჭი იყო. შარმიანიც, ენაწყლიანიც და ფულიანიც. ოღონდ ბევრი არაფერი, მაგრამ გოგოებისთვის ჰყოფნიდა, რომ „სნიკერსი“ და ყავა ამოეტანა შესვენებაზე ან ნაყინებით დაეთხუპნა მთელი განყოფილების დასათხოვარი ქალების გულები... აი, თეოს არც გაუხედავს მისკენ და არც აპირებდა! დიახ, არც აპირებდა. მაგრამ მერე ზურამ... აი, იმ საღამოს არ უნდა გაჰყოლოდა სახლში.
წლები იმეგობრეს. წლები! და ერთხელაც, ზურამ კვარტალური ანგარიშებისთვის შემოიტოვა მთელი განყოფილება, სახლებში მე დაგარიგებთო და აკი დაარიგა?! თეო ბოლო დარჩა და... ვერ გადარჩა... იმ საღამოს მანქანაში რაც მოხდა, ამის გახსენება არცერთს არ მოსდომებია. რადგან თეომ იმდენი იტირა მაშინ. აი, როგორც ახლა ტირის. მაგრამ ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ზურასთან სექსზე არანაირი პრობლემა არ აქვს, როცა არც საკუთარ გულთან აქვს უკვე პრობლემები და მხოლოდ ზურას ეკუთვნის ეს გული, ახლა გაცილებით მწარეა ტირილიც და მარტოობაც. ჰოდა, ნურავინ დაუძახებს თეოს ზურას საყვარელს! არ არის ის არავის საყვარელი! გასაგებია? თეოს და ზურას უყვართ ერთმანეთი და ეს უთავმოყვარეო ქათამი არ ეშვება... ჰოდა, ეტყობა, რაღაც მოიფიქრა და გადარია ზურა. იქნებ და ჯამლეთამ უთხრა ლანას? არა, ასეთი სირიც არ უნდა იყოს! და რომ ეთქვა, ზურა ვითომ დამიმალავდა? ღმერთო, რას მერჩი?! რატომ ვარ ასეთი უბედური?! ასეთი მიუსაფარი და მარტოსული?! არავინ, საერთოდ არავინ მყავს გამკითხველი, თუ მომკითხველი?! როგორც არის, ჯანდაბა ამას! ამ ქართულ უაზრო სტერეოტიპებს და ტრადიციებს. ოჯახი, ერთგულება, ცოლი, შვილი... არა, მაინც როგორ მითხრა დახმარებაზე უარი?! რაო, ეს რა მკადრე, და ჩემზე არ იფიქრეო? მე ხომ შვილები მყავსო?! დედა, სირცხვილო, მამა ცისფერ ბიძიასთან თუ მივა... დეიდებთან არა უშავს, ხომ?! ეს ფარისეველი, ეს!...ჰოდა, მე აგერ, გვერდში მდგომად მინდა!..
ან ვის უნდა მივადგე ამ ტკივილით... ვერც ვერავის და ისევ ზურას უნდა... არა, ამის შემდეგ ზურას რაღა უნდა ვუთხრა?! საერთოდაც, როგორ დაველაპარაკო?! რაზე? ისე მიმატოვა და ისეთები მითხრა... თითქოს, ეს ზურა კი არა... აბა, ვინ იყო? ზურა იყო ზუსტადაც და ამას არ ვაპატიებ! მოიძურწება ისევ, როცა მოენატრება ჩემთან ყოფნა. აბა, ის ქათამი რას დააკმაყოფილებს... გამოდის, მარტო სექსისთვის უნდიხარ?! გაჩუმდი-მეთქი! არაფერი გესმის შენ და ჩაიგდე ხმა! მე გავარკვევ ჩემს საქმეს, მე!...
თეო უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა, ჩხუბობდა უხილავ მოწინააღმდეგესთან და ხელებსაც უშლიდა... ისე შეიჭრა როლში და იმდენად ღრმად წავიდა ფიქრებსა და სატკივარის განხილვაში, რომ კარებზე მოულოდნელად აწკრიალებული ზარის ხმა მართლაც მეხის გავარდნასავით ჩაესმა.
თეო წამოხტა და ეგრევე –  ზურა მოვიდაო  გულზე ბასრი დანასავით დაეტაკა სიხარული, სიბრაზე, სინანული და კიდევ რაღაც უცნაური გრძნობა. ამიტომ კარი ისე გააღო, არც უკითხავს, ვინ იდგა ამ შუაღამისას მისი კარის ზღრუბლზე
– შეიძლება... თეო?
***
– ეტყობა, ვიღაცას ელოდებოდი... უნდა მომიტევო. ეს მხოლოდ მე ვარ.
– დუდუ... –  თეოს მუხლებში ძალა გამოეცალა. ამწუთას რამ უფრო მეტად გააკვირვა, პირველი სიყვარულის მოულოდნელმა გამოჩენამ, თუ ზურას არდაბრუნებით გამოწვეულმა გაწბილებამ, ამას ახლა ვერ ხვდებოდა. ვერც იმას ხვდებოდა, რომ ამ საღამოს, ამ მოულოდნელი სტუმრის ზართან ერთად, ჩამოჰკრა სულ სხვა ზარმაც და ჩამოჰკრა არა მხოლოდ თეოსა და დუდუს ცხოვრების ზღურბლზე...

რახათ-ლუხუმის
აკრძალული გემო
(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)

რომ გამეღვიძა, ეკას თავი ჩემს მხარზე ედო. სტიუარდესა ღიმილით მანიშნებდა, რომ ქამარი შემეკრა. ეკას ქამარი ეკეთა, ამიტომ აღარ გამიღვიძებია. გაუნძრევლად ვიჯექი და ვცდილობდი, გამეგო, რას ვაკეთებდი. არანაირი მიზანი არ მქონია. გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, თუმცა ზურასთან მივდიოდი, რომ წამომყოლოდა. კიბეებზევე გადავიფიქრე: კიბეებზე, როგორც წესი, ფეხით ავდივარ ხოლმე, ვვარჯიშობ, ჩემი ჭკუით. ჰოდა, ეკას კარს რომ ჩავუარე, თითქოს ხელმა თავისით დარეკა ზარი…
თვითმფრინავმა დაბლა დაშვება დაიწყო. სტამბოლში თენდებოდა. ეკაც შეიშმუშნა, თვალებგაუხელელად გაიღიმა: ეს ვიგრძენი, არ დამინახავს.
– ჩამოვედით? –  ისეთი ინტონაციით მკითხა, თვითმფრინავში რომ არ ვყოფილიყავით, მეც კი ვერ დავარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ ღამით ერთ ლოგინში არ გვეძინა.
სასტუმრო ძველ სტამბოლში იყო, აია სოფიას სიახლოვეს, პარკთან. ნომრები სხვადასხვა სართულზე დავჯავშნე –  მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი მეგზური რომ არ დაძაბულიყო. ჩანთები გადავეცი პორტიეს და სასაუზმოდ ჩავედით. ეკას ნამძინარევი სახე ჰქონდა, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა.
– საქმიანი ვახშამი საღამოს ექვსზეა. ჯერ ვისაუზმოთ, მერე დაისვენე. თუ გინდა, გავისეირნოთ… და კიდევ ერთი წინადადება მაქვს: აქ ერთი ბუტიკია, რეტრო სტილის კაბები იყიდება. რატომღაც, მგონია, რომ ძალიან მოგიხდება. თუ წინააღმდეგი არ ხარ, მინდა, რომ ამ საღამოს იქ შერჩეული კაბა ჩაიცვა.
– კარგი, როგორც გინდა, კაბაც შენ შეარჩიე, თუ გინდა. გენდობი, –  ისევ გამიღიმა, თბილად, შინაურულად. მისი სიუხეშე და ცინიზმი თითქოს თბილისის ცაშივე აორთქლდა და უკვალოდ გაქრა…
– მე ნომერში ვიქნები, სამუშაო მაქვს და როცა დაისვენებ, დამირეკე, –  ჩემი ოთახის ნომერი ვუთხარი და გავედი.
ქეთას ელფოსტაზე უამრავი წერილი გამოეგზავნა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ახლა მასთან მინდოდა ლაპარაკი. საერთოდ, არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი. შხაპი მივიღე, ტანსაცმელი დავკიდე, წამოვწექი, ლეპტოპი მოხერხებულად დავიდე მუხლებზე და ბოლო ხელშეკრულებას ჩავუჯექი.
ოთახის ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი.
– უკვე სამი საათია, თუ ის ვახშამი ექვსზეა, კაბის საყიდლადაც უნდა გავემზადოთ, –  ხმა აშკარად არ მეცნო და ჰაერში მცირე პაუზა დაეკიდა.
– ისევ ვერ მიცანი, საყვარელო?
– რას ჰქვია, ვერ გიცანი. 10 წუთში შენს კართან ვარ!
ეკა მზად დამხვდა. ისევ გამიღიმა და თავისი მარჯვენა ხელის თითები ჩემი მარცხენა ხელის თითებში შემიცურა. არაფერი უკითხავს, უბრალოდ მომყვებოდა და მისი ხელისგული ჩემს ხელისგულს ეხებოდა. გამახსენდა, რომ ეკას მეშვეობით პარტნიორის მოთაფლვას ვაპირებდი და არ მომეწონა. ამიტომ გადაწყვეტილება შევცვალე და სხვა მაღაზიისკენ გადავუხვიე.
ეკამ მიიხედ-მოიხედა: აბა, რეტროო?!
– კლასიკური სტილი იყოს ამჯერად და შენ შეარჩიე. ფასს არც დახედო.
თავი დამიქნია და თვალიერება დაიწყო. ზუსტად 15 წუთის შემდეგ არჩეული ჰქონდა კაბა.
– იქნებ ფეხსაცმელიც? –  ვკითხე.
თავი ისევ დამიქნია და ამჯერად ამ საქმისთვის ზუსტად 5 წუთი დახარჯა.
– ვარცხნილობასა და მაკიაჟს მე მოვუვლი, –  თქვა საქმიანად.
– ერთი საათი გეყოფა მოსამზადებლად? ძალიან კარგი, მაშინ წავისადილოთ და ყველაფერს მოვასწრებთ.
საუბარს ვერ ვაბამდი, არადა ეს ხანგრძლივი პაუზებიც უკვე მაწუხებდა. ფიქრითაც ვერაფერზე ვფიქრობდი. ეკამ თითქოს იგრძნო, რაც მაწუხებდა და ხმამაღლა წარმოთქვა: სიტყვები, როგორც წესი, ყველაფერს აფუჭებს. სიჩუმეში კი, რასაც გინდა, იმას გაიგონებ მხოლოდ.
მე ისევ ფიქრით ვუპასუხე: ჰო, ეგრეა, ვითომ მიყვარს, ვითომ ვუყვარვარ და სიტყვებიც ზედმეტია. ხომ შეიძლება, დავიჯერო, ცოტა ხნით მაინც? რატომაც არ შეიძლება?! ჰოდა, სიტყვები რაღა საჭიროა?! ეკამ თავი დამიქნია, თითქოს გაიგონა, რაც გავიფიქრე.
მაგრამ რამდენჯერაც ვცადე, არასდროს არაფერი გამომივიდა, ტვინი ვერ დავაცარიელე, აზრები საიდანღაც ამოხტებოდნენ ხოლმე და არ მასვენებდნენ. მაგრამ ახლა ტვინი სრულად გაიცრა და აზრებიც მიჩუმდნენ. მზე სასიამოვნოდ აჭერდა. ეკას თვალებიდანაც სითბო მოდიოდა, საჭმელიც გემრიელი იყო და არავის ჩვენთვის არ სცხელოდა. ქეთას ტვინის გამბურღველი მონოლოგების შემდეგ თავი სამოთხეში მეგონა…
***
ვახშამმა კარგად ჩაიარა: ეკას თავი კარგად ეჭირა, ზემოთ აწეული თმა უხდებოდა და კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მის სილუეტს, რომელსაც კლასიკური სტილის თითქოს სადა, მაგრამ სხეულის ხაზებს რბილად აყოლებულ კაბას (რომელიც ზემოთ, მკერდის ქვემოდან იტოტებოდა და ბეჭებისკენ ოდნავ ფართოვდებოდა, რითაც გამოკვეთდა მკერდის ფორმას და ზუსტად მხრების ბოლო წვეტიან წერტილში ნასკვით მთავრდებოდა) შიშველი ყელი და მკლავების ფორმა კიდევ უფრო დასრულებულ იერს აძლევდა.
კარგი ქალი ძვირად ღირებული აქსესუარივითაა: პლუსში გეთვლება. თან, ეკამ ერთი-ორჯერ საკმაოდ ტაქტიანად და მასპინძლებისთვის შეუმჩნევლად –  თითქოს რაღაცის გადმოღებას მთხოვდა ქართულად –  საკმაოდ მნიშვნელოვანი რჩევაც მომცა.
ვახშამი დასრულდა. ისევ არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა იმ პაუზებისთვის, ეკასთან მარტო დარჩენის შემდეგ ისევ ჰაერში დაეკიდებოდა. ზურასთან უნდა დამერეკა, მაგრამ ამის გაკეთება ეკას თანდასწრებით არ მინდოდა.
– გავისეირნოთ? –  ეკამ თავი დამიქნია.
– არ დაიღლები ასე ჩაცმული? –  დროც გამოვნახე მარტო დასარჩენად.
– გამოვიცვლი…
ეკამ ისევ შეაცურა თავისი ხელის თითები ჩემს თითებში. უცხო ქალაქში ყოფნა სასიამოვნოა, იქცევი ისე, როგორც გინდა, რომ მოიქცე –  სტერეოტიპები ქრება, ნიღბებიც, თავს იმის უფლებას აძლევ, რასაც ნაცნობების გარემოცვაში არასდროს დაუშვებდი. სხვა მე იღვიძებს, უფრო ლაღი და თავისუფალი. დრო ჩერდება. არა, კი არ ჩერდება, სხვა კალაპოტში გადადის, რომელშიც არ მოძრაობს, გაჩერებულია და ხარ იქ, სადაც ხარ: არც წარსულია, არც მომავალი, არც არაფერზე გწყდება გული და არც არანაირ გეგმას არ აწყობ. უბრალოდ ხარ და გიხარია, რომ ხარ.
სანამ ამ ფილოსოფიურად ახირებულ ფიქრებს მივყვებოდი, გამახსენდა, რომ ზურასთვის უნდა დამერეკა, მისთვის ხომ არც კი მითქვამს, რომ მივდიოდი?!
ეკა ჩამქრალი მეჩვენა. მაგრამ არ შევიმჩნიე: საით წავიდეთ?
– სადაც გინდა.
– მაშინ აია სოფიასა და ლურჯ მეჩეთს შორის დავსხდეთ და ჩაი დავლიოთ.
ეკა უცხოდ მომყვებოდა. ხელკავიც კი არ გაუკეთებია. ხმას არ იღებდა…
– რამე მოხდა?
– არაფერი, თამაში დამთავრდა.
– რატომ? რამე გაწყენინე?
– არა, შენ არაფერ შუაში ხარ. როგორც მჩვევია, მორიგი უაზრობა მოვიგონე და შენც, როგორც კარგად აღზრდილმა ადამიანმა, უარი არ მითხარი ჩემს ამ კლიმაქსიანივით გამოხდომაზე.
– რატომ, მეც მომეწონა.
– როგორ შეიძლებოდა, ეს სისულელე მოგწონებოდა?! მაგრამ მაინც გმადლობ, რომ თავი სრულ იდიოტად არ მაგრძნობინე.
– არაფრის.
ეკამ ახლა უკვე გაიღიმა, ოღონდ თბილად არა, თავის თავს გაუღიმა და ისევ ძველი ეკა დაბრუნდა, რომელთანაც უცებ უხერხულად ვიგრძენი თავი.
– ის ეკა ჯობდა, –  ცოტა ხისტად კი გამომივიდა თქმა.
– ვიცი, ის ეკა კომფორტულია. საერთოდ, მოსულელო ქალი, თან, შეყვარებულია კომფორტული, უბრალოდ, დიდხანს ვერ ვძლებ ხოლმე ამ როლში.
– არადა უფრო გიხდება.
ეკამ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და გაჩუმდა. თბილი საღამო იყო, ირგვლივ ჭრელი ხალხი ირეოდა, სწრაფი ნაბიჯებით დადიოდნენ, ჯგუფებად და უცნაურად –  ჩუმად ყაყანებდნენ. დანიშნულების ადგილამდეც მივედით. ეკამ თვალებით მიმანიშნა ერთ დროს ბიზანტიურ ეკლესიას, ახლა კი ნახევარმთვარეებით შემკულ გაუქმებულ ეკლესიასა და ერთ მეჩეთს შორის ჩალაგებული ხისზედაპირიანი სკამებისკენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3