კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 სერიული მკვლელი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

 ხორხე ლუის ბორხესი
 ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ჩვეულებრივად დაიბადა და ჩვეულებრივად უხაროდა ყოველი გათენებული დღე. მამას უხაროდა, რომ ვაჟიშვილი დაიბადა. როგორც კი მის მეხსიერებაში „განათების ფანჯრები“ ჩაირთო და გაიღო, ახსოვს, როგორ ეუბნებოდა მამა, რა უპირატესობები ჰქონდა მას, როგორც მამაკაცს. „ხედავდა“ ბიბლიოთეკას, „ხედავდა“ საჯინიბოს, „ხედავდა“ სანადირო თოფს, რომლიდანაც პირველად გაისროლა. მამამისი მაშინ აღფრთოვანდა და უთხრა, რომ საჭირო იყო ცოცხალი სამიზნისთვის ესროლა.
იქნებ კარგად ვერ აცნობიერებდა, რას მოითხოვდნენ მისგან, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა. ცოდვას არ ეძახდა იმას, რასაც ჭეშმარიტება გაამართლებდა. ამას ჩასჩიჩინებდა მამაც, რომ კაცის მოკვლაც უნდა შეძლებოდა.
ერთად მიდიოდნენ ორნი, ღამე, სიბნელეში, ხეების ჩრდილებში და საერთოდ არ ეშინოდა. მეხსიერებას არასდროს უღალატია მისთვის. უბრალოდ, წარსულის გაცოცხლება უყვარდა. თავს ასე გაცილებით კომფორტულად გრძნობდა. ახსოვდა, როგორ მოსწონდა ხორცის ჭამა კბილებით – დანა-ჩანგლის გარეშე. გლეჯდა მაგარი, წინა კბილებით და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. არა, კანიბალი არ გამხდარა, თუმცა ნელ-ნელა, რაღაც უჩვეულო მოთხოვნილება გაუჩნდა. ბასრი ფოლადი სხეულში რბილად შესრიალდა. არ შეწუხებულა იმაზე ფიქრით, დანა გაწმინდა თუ სისხლიანი დარჩა. მთავარი ხომ ეს არ იყო. ცხოველი დაეცა, თეთრ თოვლზე წითელი ლაქები გაჩნდა, უცხო და იშვიათი ყვავილებივით – წითელი ყვავილები თეთრ თოვლზე, ძალიან, ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და მომაჯადოებელი ყვავილები. ბუხრის წინ მოყოლილი მოთხრობები საინტერესო და გულისამაჩუყებელი იყო. მაგრამ, ისეთ გრძნობებს ვერ აღძრავდა, როგორსაც მამის აღფრთოვანებული ყიჟინა და შეძახილები. „შენ კაცი ხარ! მონადირე ხარ! ეს შენი მისია და მთავარი ფუნქციაა“... ისე, ჩვეულებრივი იყო, სრულიად ჩვეულებრივი. განათლებასაც იღებდა, ბევრს და დიდი ინტერესით კითხულობდა. რაღაც მიზნები და ჩანაფიქრები ჰქონდა, რომელთა შესახებაც ლაპარაკი არ უყვარდა. ჰო, გულჩათხრობილი იყო, „ჩაკეტილი“, ჩუმი. თავისთვის ყოფნა ერჩივნა. მამის მიერ დახატული სამყარო შესანიშნავი იყო – „ის“ მეომარი და ძლიერი.
კიდევ ერთი ფრაგმენტი ამოტივტივდა მეხსიერებაში. თითქოს ფსკერიდან ზედაპირზე ამოყვინთა. ისევ მშვიდად „მსუნთქავი“ ღამე და პრიალა ფოლადი. უჩვეულო შეხვედრა, პირველი შეხება უცხო, უჩვეულო არსებასთან. ქალი კლდოვან ნაპირზე ელოდა. პირველი, შეუცნობელი და უცხო გრძნობების გამზიარებელი. მისი გონება მოითენთა და თან, აღეგზნო. მერე კი გაჩნდა მწველი სურვილი, ამ არსებისთვისაც დაემტკიცებინა თავისი კაცობა. როცა ემოციები ჩაცხრა და გაცივდა, ნახა, რომ ისიც ცივი იყო, ცივი, როგორც ბნელი ღამე. არაფერი უგრძნია, არც სინდისის ქენჯნა, არც დამნაშავის კომპლექსი. პირიქით, თავდაჯერებულობისა და სიამაყის განცდა გაუჩნდა. არც საკუთარი თავის წინაშე ყოფილა ანგარიშვალდებული.
მამისგან დიდი ქონება დარჩა, მაგრამ უნდოდა, თავადაც ეკეთებინა რაღაც. საინტერესოდ მოეჩვენა ბირჟაზე თამაში. გოლფის მოედანსაც არა უშავდა. თუმცა, ველური სურვილი, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებისა, მაინც წამოუვლიდა ხოლმე და მაშინ, ღამის შავი ფარდის ქვეშ, გზას უხსნიდა ემოციებს. ცივდებოდა გრძნობები და ცივდებოდა ქალის თბილი სხეულიც. მამა ცოცხალი აღარ იყო, რომ გაემხილა მისთვის ყოველი ახალი გამარჯვების შესახებ. საკუთარ თავს მკვლელს ვერ უწოდებდა, საერთოდ, ვერც ხვდებოდა, ეს რა იყო.
ოცდაშვიდი წლის ასაკში გაიცნო ერთი, ყოველთვის მოწყენილი ქალიშვილი ტელეფონით და კარგა ხნის განმავლობაში, უსახო ხმა იყო – სასიამოვნო ხმა, სახელისა და სახის გარეშე. მერე, ერთ საღამოს ერთმანეთი კაფეში ნახეს. ხულია რაღაც ძალიან განსხვავებული იყო.
– ხულია, შეიძლება, ყველაფერი გითხრა, რასაც ვგრძნობ?
ქალიშვილმა თავი დაუქნია. შემაშინებლად დიდი თვალები ჰქონდა და როცა უყურებდა, კაცში მთელი სამყარო იღვიძებდა. მასში იდებდა ბინას – ღამეც და ვარსკვლავებიც. პრიალა, შავი თმა. საოცარი სხეულის ფორმები. ხულიას წინაპრები ფედერალების მხარეს იბრძოდნენ... მას არც ახსოვს და ეს არც იყო მნიშვნელოვანი.
– ხულია, მე კაცი ვარ.
– გაგიკვირდება და, უკვე შევამჩნიე, – აკისკისდა ქალიშვილი და მისმა ზარივით წკრიალა ხმამ ისევ ჟრუანტელივით დაუარა.
ხულია ღარიბი იყო. ღამ-ღამობით სეირნობდნენ, თან საუბრობდნენ. მიუყვებოდნენ რკინიგზის ლიანდაგებს. ხულიას სხეულის სითბო თავგზას ურევდა. იქნებ მათ შორის იყო სიყვარული ან სურვილი სიყვარულის გამოხატვისა. ვინმეს რომ ეთქვა, მისი მოკვლა გინდაო, იფიქრებდა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი პროვოკაცია. ხულიას მიმართ საოცარ ლტოლვას გრძნობდა. ამან იმაზე მეტ ხანს გასტანა, ვიდრე წარმოიდგენდა. ერთბაშად დადგა დღე, როცა ხულიაში შემაშინებელი ძალა იგრძნო. ქალიშვილი სარკის წინ იდგა და ის მის ანარეკლს ხედავდა. უთხრა კიდეც ამის შესახებ.
– ხულია, ეს სარკე... შენ მასში სხვა ხარ, სხვანაირი. ჩემი ბავშვობის ქალებს არ ჰგავხარ, გამოგონილი მგონიხარ...
ხულიამ გაიცინა. ეს საბედისწერო სიცილი იყო, რომელმაც ქალიშვილი დაღუპა. ნეტავი რა დაინახა მან ბოლოს და რა დაიმახსოვრა. ხულიას საძინებელში აღსრულდა ყველაზე დიდი საიდუმლო მისთვის და როცა პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს, თვალებში უდიდესი გაოცება ჰქონდა აღბეჭდილი. რისთვის? მკვლელობა? რა სისულელეა?! მან ხომ თავისი მამაკაცური ვალი აღასრულა.
скачать dle 11.3