კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ გირთულდებათ ცხოვრება და რომელი პრობლემისკენ ხართ მიდრეკილი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ადამიანები, ზოდიაქოს ნიშნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემისკენ არიან მიდრეკილნი. დააკვირდით და თავად მიხვდებით, რა პრობლემის გამო ირთულებთ ცხოვრებას.

ვერძი - ყველაზე ხშირად, ცხოვრებას სხვებთან უაზრო შეჯიბრით ირთულებს.  გამუდმებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ყველაზე მაგარი, ჭკვიანი, თამამი და გაბედულია. თუმცა, თავმდაბლობითა და სიჩუმით, გაცილებით მეტს მოიგებს და პრობლემებსაც თავს აარიდებს.
კურო - ყველაზე ხშირად ცხოვრებას სიჯიუტითა და სიახლეების მიუღებლობით ირთულებს. ამიტომაც კარგავს მომგებიან შანსს წინსვლისთვის და საკამათო სიტუაციებში ხვდება.
ტყუპები -  ცხოვრებას, ყველაზე ხშირად, დაუდევრობითა და არასტაბილურობით ირთულებს. ასე, ბევრი ადამიანის ნდობას კარგავს და ამით, კიდევ უფრო იმცირებს შანსს, ადვილად მიაღწიოს წარმატებას.
კირჩხიბი - ყველაზე ხშირად, ცხოვრებას უსაფუძვლო შიშებითა და წუწუნით ირთულებს. თუმცა, საწუწუნოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. თუ შიშებს დაძლევს და ეცდება, ოპტიმისტურად შეხედოს ცხოვრებას, წვრილმანი პრობლემებით თავს აღარ აიტკიებს.
ლომი - ხშირად ცხოვრებას საკუთარ იმიჯსა და ამბიციებზე ზედმეტი ზრუნვით ირთულებს. უმჯობესია, ცხოვრებას მიხედოთ და დრო ისე გადაანაწილოთ, რომ არც სხვებს მოაკლოთ ყურადღება. თუ ამბიციურობას და გადამეტებულ წარმოდგენებსაც დაიოკებთ, მაშინ, ზედმეტ პრობლემებს და შარიანი ადამიანებისგან დაგებულ მახეებსაც ადვილად აიცილებთ თავიდან.
ქალწული -  ხშირად თვითონაც ირთულებს და სხვასაც ურთულებს ცხოვრებას, გადამეტებული პედანტიზმითა და წესრიგის მოთხოვნილებით. უმჯობესია, თქვენს ოჯახსა და პირად ცხოვრებას მიხედოთ და სხვებზე ქილიკს შეეშვათ. ეს ზედმეტი პრობლემებისგანაც დაგიცავთ და კამათსაც აარიდებთ თავს. ნუ გექნებათ იმის ამბიცია, რომ იდეალური ხართ.
სასწორი - ხშირად ირთულებს ცხოვრებას ყოყმანითა და გადაწყვეტილების მიუღებლობით. ამიტომ, არაერთგზის უშვებს ხელიდან ერთობ პერსპექტიულ შანსს. უმჯობესია, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილებები და ცხოვრებაში წინ წაიწიოთ.
მორიელი - ცხოვრებას ყველაზე ხშირად შურისმაძიებლობითა და ბოღმით ირთულებს. წყენის დიდი ხნით დამახსოვრება მთელი რიგი დაავადებების საწინდარია. უმჯობესია, დელიკატურად გამოთქვათ თქვენი აზრი და გაარკვიოთ საქმე იმ ადამიანთან, ვისთანაც პრეტენზიები გაქვთ, რომ მერე,  უთქმელობა ცუდად არ შემოგიბრუნდეთ და არ ინანოთ.
მშვილდოსანი - ცხოვრებას, არარსებული იდეალების დევნით ირთულებს.  აუცილებელია, იმის გააზრება, რომ იდეალურობა სულაც არ ნიშნავს საუკეთესოს. ნუ ეცდებით, ეძებოთ ის, რისთვისაც წლები დაგჭირდებათ, უმჯობესია, დღევანდელობით დატკბეთ, იმ ადამიანებს გაუფრთხილდეთ და დააფასოთ, ვინც, გვერდით გყავთ და თქვენ უყვარხართ.
თხის რქა - ცხოვრებას მუდმივად ირთულებს მომავლის შიშითა და პესიმიზმით. მართალია, ამას სხვებთან არ აღიარებთ, მაგრამ მარტო დარჩენილს ამაზე ფიქრი და დარდი გღრღნით. უმჯობესია, ცუდზე არ იფიქროთ და გახსოვდეთ, გარშემო მყოფებს თქვენი იმედი აქვთ.
მერწყული - ცხოვრებას ხშირად  ბრძოლის უუნარობითა და პასიურობით ირთულებს. საყოველთაო მშვიდობა არ ნიშნავსს, რომ მოძალადეს პასუხი არ უნდა მოსთხოვოთ, თუკი ვინმემ დაგამცირათ. არ არის აუცილებელი ხელჩართული ბრძოლა გააჩაღოთ. უბრალოდ, საქმე დროულად გაარკვიეთ და გულით ნუ ატარებთ ბოღმას. ნურც იმით დაიღლით თავს, როდის დადგება ის დღე, როცა ვინმეს დამარცხებით სიამოვნების მიღებას შეძლებთ.
თევზები - ცხოვრებას ილუზიებით ირთულებს. იმაზე ფიქრით, რომ ცხოვრების სირთულეებთან ჭიდილს, მისთვის თავის არიდება და ოცნების კოშკების აგება ჯობია, ცხოვრებაში დაგროვილ პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებს. უმჯობესია, დროულად გამოფხიზლდეთ და ყოველდღიურობით ცხოვრება ისწავლოთ.скачать dle 11.3