კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ არ უნდა გადაიღოს წყვილმა ერთობლივი ფოტო ნიშნობის შემდეგ ქორწილამდე

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ზაფხულია... შვებულება და დასვენება, თავისთავად ასოცირდება მზეს, ზღვასა და სიყვარულთან... მართალია, სიყვარული მარადიული გრძნობაა, მაგრამ ზაფხულის მხურვალება კიდევ უფრო ამძაფრებს და ზრდის მის მოლოდინს. ამ ულამაზეს გრძნობას ელის და ელტვის მარტოხელა და ისიც, ვინც უკვე შეხვდა თავის რჩეულს. ნერვიულობენ, განიცდიან – როდის გამოჩნდება? როგორია?.. თუ უკვე არსებობს, სულ იმის თვლაში არიან: ვუყვარვარ? – არ ვუყვარვარ? რა იქნება მერე?.. ვისაც უკვე მეორე ნახევარი ჰყავს, ურთიერთობების შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე ფიქრობს. მოკლედ, სამკითხაო და გასარკვევი ბევრია – ჩვენც მზად ვართ, დაგეხმაროთ. თუ რა მინიშნებებით მიგვითითებს ამაზე ჩვენი ყოველდღიურობა და რა რჩევებს უნდა მივდიოთ, რომ კუთვნილი სიყვარული არ დავკარგოთ, ამაში გაგვარკვევს გამოცდილი პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი ქალბატონი მანანა.
– მალე მეწვევა სიყვარული და ვიპოვი თუ არა ჩემს მეორე ნახევარს? – ამაზე პასუხს ეძებს ყველა...
– ამის გაგება არც ისე ძნელია, თუ ჩვეულ ყოველდღიურობაში სათანადო ყურადღებას გამოიჩენთ და შესაბამის მინიშნებებს სწორად მიჰყვებით. წინაპრებმა ხომ უდიდესი გამოცდილება დააგროვეს ამ მხრივ და ჩვენც გამოვიყენოთ. სიყვარული გრძნობაა და ადამიანის გრძნობათა ორგანოებიც სხვადასხვანაირად აღიქვამს მის მოახლოებას. დავიწყოთ ყნოსვით – ბევრისთვის სასიამოვნო სურნელი და არომატიც სიყვარულსა და რომანტიკასთან ასოცირდება. ამიტომ, თუ სასიამოვნო არომატს გრძნობთ იქ, სადაც არ შეიძლება, ის იყოს: მაგალითად, ხილის არომატი ტრანსპორტში, ან წიწვოვანი ტყის – ოფისში, წინ დიდი სიყვარული გელოდებათ. მართალია, სურნელს მისთვის უჩვეულო გარემოში გრძნობთ, მაგრამ მთავარია, რომ სასიამოვნოა, რაც პირდაპირი მინიშნებაა ყველაზე საამო გრძნობის მოახლოებაზე. ასევე, თუ მოულოდნელად გაგიჩნდათ დაუოკებელი სურვილი, სრულიად შეიცვალოთ იმიჯი: შეიძინოთ სულ სხვა სტილის სამოსი; შეიჭრათ და შეიღებოთ თმა მკვეთრად განსხვავებულ ფერზე, ესე იგი, მალე საინტერესო ახალგაზრდას შეხვდებით, რომელსაც შეიყვარებთ. იგივეს ნიშნავს, თუ იმიჯის შეცვლას ახლობლები გირჩევენ. სიყვარულის ნიშანია ასევე, თუ ხშირად ჰგონიათ სხვებს, რომ ორსულად ხართ. ასეთ დროს წინ სასიყვარულო თავგადასავლები გელით, რაც შეიძლება, მართლაც გახდეს ორსულობის მიზეზი.
– ზოგჯერ უიღბლობაა სიყვარულის წინაპირობაო, ნათქვამია: თუ არ გიმართლებს ბანქოში, გაგიმართლებს სიყვარულშიო...
– თუ მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს მიჰყვა წვრილმანი უსიამოვნებები: თავდაპირველად წყალში ჩაგივარდათ მობილური, სახლში დაგრჩათ გასაღები, გზაში ფეხსაცმელს მოტყდა ქუსლი და ყველაფერთან ერთად, სამსახურშიც დააგვიანეთ, ნუ ინერვიულებთ: სამაგიეროდ, გაგიმართლებთ სიყვარულში. ასევე, სიყვარულის წინასწამეტყველება შეუძლია, სიზმრებსაც. თუ გოგონას რომანტიკული გარემო ესიზმრება, ესე იგი, ცხადშიც აუხდება. ძაღლისა და ოქროს თევზების კეთილგანწყობაც თქვენდამი, ასევე რომანტიკული შეხვედრის სიგნალია. ასეთ მინიშნებებსა და წინათგრძნობებს რომ ეყრდნობოდნენ ჩვენი წინაპრები, ურთიერთობაც მყარი ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ქორწინებით დაგვირგვინებული და ღრმა მოხუცებულობამდეც სიამტკბილობით ეწეოდნენ ცოლქმრულ ჭაპანს.
– ამბობენ, შეხვედრის ადგილსა და დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვსო...
ჩათვალეთ, რომ საუკეთესო დრო პაემნისა და კოცნისთვის – ეს ახალმთვარეობაა. თუ ამ დროს დაემთხვა შეხვედრა, თქვენი ურთიერთობა იქნება მყარი და ხანგრძლივი. უფრო სწორად, მალე მას ცოლადაც გაჰყვებით. ხოლო, თუ შეყვარებულზე ფიქრისას მამალმაც იყივლა, თქვენს სიყვარულს აღარაფერი ემუქრება – ყველაფერი ქორწილით დაგვირგვინდება და სიბერესაც ერთად შეხვდებით. რაც შეეხება პაემნის ადგილს, ისიც დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. თქვენი დასახლების ლამაზი ადგილებიდან, ყველა როდი გამოდგება ამისთვის. საუკეთესოა – ზღვის ან მდინარის სანაპირო, მთის ფერდობი, პარკი ან ტყე. ასეთი არჩევანი ერთგულებისა და გრძნობების სიძლიერის გარანტია. არ ღირს ალვის ხეების შრიალში სეირნობა. ეს მცენარე ვამპირია, რომელსაც შეუძლია, შთანთქას როგორც თქვენი, ასევე თქვენი პარტნიორის გრძნობები. ალვის ხეთა რიგში შეხვედრა, იშვიათად რომ კარგად დამთავრდეს – ჩხუბი, უთანხმოება იჩენს თავს, რაც საბოლოოდ, განშორებამდე მიგიყვანთ. ასევე, შეუფერებელია შეხვედრისთვის: ხიდი, ვაკე ადგილი, მინდორი, გზაჯვარედინი, არხის, ტბორისა თუ სხვა ხელოვნური წყალსაცავის სანაპირო. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მხრივ დანიშნულებს მართებთ. არასწორად შერჩეულმა შეხვედრის ადგილმა შეიძლება, სიძულვილი და ზიზღიც კი გამოიწვიოს. ახლა შეყვარებულები იშვიათად სწერენ ერთმანეთს წერილებს, თუ მოკლე ელექტრონულ შეტყობინებებს არ ჩავთვლით. ადრე კი, სასიყვარულო ისტორიები ძირითადად ამ მიმოწერაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ძალზე რომანტიკოსი შეყვარებული ახლაც მიმართავს ამ ხერხს და სასურველია, წინაპართა რჩევები გაითვალისწინოს. წერილი აუცილებლად დაამთავრეთ შუაღამემდე. ფრთხილად ჩაუშვით ბარათი საფოსტო ყუთში, თორემ წერილის ხელიდან გავარდნა ცუდის ნიშანია, ჩხუბი მოჰყვება. ასეთ წერილებს, როგორც წესი, წერდნენ ლურჯი მელნით. ასევე, რამდენიმე წლის წინ, პოპულარული იყო სამკაულები წყვილებისთვის – ორად გაყოფილი გული – ნახევარ-ნახევარი თითოეულისთვის. თუმცა, ასეთი სამშვენისები, არა მხოლოდ 10 წლის წინ, შორეულ წარსულში მოდაში იყო. მაგრამ, მაშინ მონეტის ნახევრებს ატარებდნენ. მოგეხსენებათ, ყველას როდი შეეძლო, კულონი შეეკვეთა. ამგვარი სამკაულის ტარება ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.  
– დაშორებას კიდევ ბევრი რამ იწვევს?
მაგალითად, ნიშნობის შემდეგ და ქორწილამდე, არ შეიძლება, წყვილმა ერთად ფოტო გადაიღოს; არ უნდა მოიზომონ ნიშნობის ბეჭდები ქორწილამდე. ასევე, მილოცვა და შეხვედრისას კოცნა არ შეიძლება კიბის საფეხურზე, ცუდის მომასწავებელია – თუ გინდათ, რომ ურთიერთობაში, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა გქონდეთ, მოერიდეთ კიბეებს. არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს ნივთები, რასაც ჩხუბის გამოწვევა შეუძლია. ესენია: დანა, ხელთათმანები და სხვა. თუმცა, ამის თავიდან აცილებაც შეიძლება, თუ საჩუქარს სიმბოლურად, ერთი მონეტის ფასად „გამოისყიდით”. ასევე, ნათქვამია, შინაბერად რომ არ დარჩეს, გოგონამ სახლიდან გასვლისას, პირველად ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს; ორმა მეგობარმა კი სარკეში არ უნდა ჩაიხედოს ერთად, თორემ ერთი ადამიანის გამო მოუწევს ტანჯვა ორივესო. მართალაც მოერიდეთ ამას, თუ არ გინდათ, რომ მეგობარმა შეყვარებული წაგართვათ. განსაკუთრებით ცუდის მანიშნებელია, თუ დაქალი სარკეთან თქვენზე წინ ისე დადგება, თითქოს თქვენსავე ანარეკლს გაშორებთ. ასევე, არ არის კარგი, თუ შეყვარებულთან შეხვედრისას, მაგიდიდან ვაშლი ძირს გადმოვარდება. ასევე, ყველამ იცის, რომ გოგონას სადილი ძალიან მლაშე თუ გამოუვიდა, შეყვარებულია, ან მინიმუმ – კონკრეტული ყმაწვილით დაინტერესებული... თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, აუცილებლად გამოგადგებათ, ცხოვრების ამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისას.
 
скачать dle 11.3