კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ქინძი – კიდევ ერთი მკურნალი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ქინძი, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, ის გემრიელთან ერთად, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ქინძი შეიცავს კაროტინს, ეთერზეთებს, ასევე, B1, B2 ვიტამინებსა და კალიუმს. მის თესლში 2 პროცენტამდე ეთერზეთი და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა.
ქინძი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. გადაღლილობის დროს, ერთ ჩაის ჭიქა მაწონში შეურიეთ ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ქინძი და მიირთვით. მისი წვენი შველის კუჭის აშლილობას, აგრეთვე, კარგია ალერგიის დროს. ამისთვის თითო ჩაის კოვზი ქინძის თესლის ნახარში დალიეთ დღეში სამჯერ და ალერგია აღარ შეგაწუხებთ.
ქინძი აძლიერებს მადას, აწესრიგებს ძილს, აქვეითებს სისხლის წნევას. აქვს შარდმდენი და ორგანიზმის გამაძლიერებელი ეფექტი.
ქინძს შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და ბუასილის სამკურნალო თვისებებიც აქვს. მისი ეთერზეთით ამზადებენ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს კუჭის სამოქმედო პრეპარატებს. ქინძის პრეპარატებს იყენებენ, როგორც საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ და ნაღველმდენ საშუალებას ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების, აგრეთვე, მეტეორიზმის დროს. ხალხურ მედიცინაში ის ჭიების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.
ქინძის ფოთლებისა და თესლის ნახარში, ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს, საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, ის ასევე, ეფექტურია ფილტვისა და ზოგადად, სასუნთქი სისტემის დაავადებების დროსაც.
ქინძის თესლის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ქინძის ნაყენი, როგორც გარეგანი საშუალება, ფართოდ გამოიყენება ჭრილობათა მოსაშუშებლად და შესახორცებლად.
ასე რომ, ძალიან ეფექტურია ქინძის ნაყოფის გამოყენება: ბუასილის სამკურნალოდ, კრუნჩხვებისა და მეტეორიზმის წინააღმდეგ. მას გამოიყენებენ ასევე, ნაღველმდენ, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ტკივილგამაყუჩებელ, ქსოვილების გრანულაციის ხელშემწყობ, ჭრილობების შემახორცებელ ნაკრებებსა და ნაყენებში. ქინძის თესლი და ეთერზეთი შედის არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში. ასევე, მისი გამოყენება მიზანშეწონილია: თვალის დაავადებების, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, მშობიარობის შემდგომ, ნერვული გადატვირთვისას, რევმატიული ტკივილების, ქათმის სიბრმავის დროს და სხვა.
თუმცა, მამაკაცებისთვის ქინძის დიდი რაოდენობით მიღება დაუშვებელია. ის პოტენციას აქვეითებს. ქალებში კი შესაძლოა, მენსტრუალური ციკლი დაარღვიოს. ასევე, იწვევს უძილობას. შესაბამისად, როგორც ყველაფერთან მიმართებით, მისი გამოყენებისასაც საჭიროა ზომიერების დაცვა. გაითვალისწინეთ, ქინძი, უმჯობესია, უმი სახით მიიღოთ, რადგან თერმული დამუშავება არ უხდება.

ვუმკურნალოთ ბუასილს, პნევმონიასა და თირკმელებს

ქერის სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, ბევრი გსმენიათ. ის შეიცავს: წყალს, ცილას, ნახშირწყლებს, ცხიმებს, ფერმენტებს, A, D, E, PP და B ჯგუფის ვიტამინების დიდ რაოდენობას. მისგან მზადდება დიაბეტური საკვები. მისი ფაფები ძალიან ეფექტურია ღვიძლით დაავადებულთათვის. ქერის მარცვალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, შესაბამისად, მისი ფაფა და წვნიანი, ეფექტურია ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. ვიტამინი A აუცილებელია მხედველობის გასაუმჯობესებლად და ინფექციებისგან დასაცავად. ვიტამინი D ამაგრებს ძვლებს და კბილებს, ვიტამინი E გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, ვიტამინი B პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მუშაობაზე და ასე შემდეგ.
სასარგებლოა ქერის ფაფის გამოყენება მაშინაც, თუ ალერგიული დაავადებები გაწუხებთ. ქერს ასევე, აქვს ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, შარდმდენი თვისებები. მისი დახმარებით, შესაძლებელია, სარძევე ჯირკვლების დაავადებების, თირკმელების, შეკრულობის, ხველის, გაციებისა და კიდევ ბევრი სხვა დაავადების მკურნალობა.
როგორც ვთქვით, ეფექტურია მისი გამოყენება გაციებისას. პნევმონიის, ბრონქიტის, გახანგრძლივებული ხველის დროს დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოთ შემდეგი ნახარში: 2 სადილის კოვზ ქერს ან შვრიას შეურიეთ იმავე რაოდენობის ქიშმიში, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ გადმოდგით, ცოტა გაგრილდეს და თბილს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. მიირთვით 3-4 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
ის ასევე, სასარგებლოა თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ. ამისთვის: ორი სადილის კოვზ ქერის ფქვილს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 5-6-ჯერ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაატკბოთ ცოტაოდენი თაფლით.
ქერი ძალიან კარგი საშუალებაა ბუასილის დროს. ეფექტური შედეგის მისაღებად:
ორ სადილის კოვზ  გამომშრალ და დაქუცმაცებულ ქერის ღივს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა ნახარში დღეში 4-6-ჯერ. თქვენი  გემოვნებით დაატკბეთ თაფლით.


დაამარცხეთ რადიკულიტი

რადიკულიტისთვის დამახასიათებელი ტკივილის დამარცხება სახლის პირობებში, სხვადასხვა მცენარეული საშუალებითაც შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს.
ერთი სადილის კოვზი დაფქული სვიის გირჩი გასრისეთ  ერთ სადილის კოვზ  უმარილო ღორის ქონში ან კარაქში და წაისვით მტკივნეულ ადგილზე. ტკივილი მალე გაგივლით.
რადიკულიტის დროს, ძალიან დაგეხმარებათ ნატურალური შალის ქსოვილი. ის ერთი საათი წინასწარ, მარილიან ხსნარში დაალბეთ, შემდეგ გააშრეთ და მტკივნეული ადგილი ამ შალის ქსოვილით შეიხვიეთ. სახვევი მთელი დღე-ღამე გქონდეთ.
გამოიყენეთ ჭვავის საფუარიანი ცომის კომპრესი. უპირველესად, წელი სკიპიდარით გაიწმინდეთ, ვიდრე კანი არ გაწითლდება., შემდეგ მტკივან ადგილზე დაიდეთ დოლბანდში გახვეული ცომი, დაიფარეთ გასანთლული ქაღალდი, ზემოდან კი – თბილი ქსოვილი და 40 წუთი გაიჩერეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეგამოშვებით. ეს წვის შეგრძნებას გამოიწვევს, მის შესამცირებლად დალიეთ ფინჯანი თბილი რძე, მასში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდით. თუ კანი დაგეწვათ, მკურნალობა დროებით შეწყვიტეთ. ეფექტური შედეგისთვის საკმარისია 3-5 კომპრესი.
კიდევ ერთი ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა ალოეს ნაყენი. აიღეთ 3-5 წლის, დაახლოებით, 400 გრამი ალოე. გაითვალისწინეთ, კარგი ქნება, თუ ალოეს გამოყენებამდე რამდენიმე დღე არ მორწყავთ. შემდეგ ალოეს ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, 600 გრამი თაფლი და ამდენივე მაგარი ღვინო დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და გრილ ადგილას 5 დღის განმავლობაში შეინახეთ. პირველი ხუთი დღის განმავლობაში, 1 ჩაის კოვზი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ, მომდევნო 2-4 კვირაში კი – თითო სადილის კოვზი.
კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ყინულია. დაიდეთ ყინულის კუბიკები მტკივნეულ ადგილას და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ტკივილი ნელ-ნელა გაგივლით.

როგორ ვიმკურნალოთ გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის წყლულის დროს

აიღეთ ოც-ოცი გრამი: კამის ნაყოფი, პიტნის ფოთლები და სააფთიაქო გვირილის ყვავილები. 2 ჩაის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხით 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, დააყოვნეთ ორი საათი და გაწურეთ. დალიეთ 1 ჭიქა ჭამის წინ, გასტრიტისა და წყლულების დროს.
აიღეთ 50 გრამი პიტნის ფოთლები, 20 გრამი სამკურნალო კატაბალახას ფესვები, 20 გრამი სააფთიაქო გვირილის ყვავილები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. წამოადუღეთ, გააცივეთ და გაწურეთ. დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ქრონიკული გასტრიტის დროს.
აიღეთ, 25-25 გრამი დიდი კამის ნაყოფი, პიტნის ფოთლები, სამკურნალო ბარამბოს ფოთლები. ამ მცენარეების 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, დააყოვნეთ და გაწურეთ. დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა თბილი სითხე ყლუპ-ყლუპობით, ქრონიკული გასტრიტის დროს.




შინდი – საოცარი მკურნალი

შინდი (როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე მურაბა) სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. შინდის ნაყოფი ეფექტურია გასტრიტის დროს. შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო, ის აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.
ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. აიღეთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი საათი ადუღეთ, ცხელ-ცხელი გადაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ ადუღებული წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად:  2 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 8 საათი გააჩერეთ და დალიეთ დღეში ორჯერ, 100 მილილიტრის ოდენობით.
შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ისე გამხმარი ნაყოფი. ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე, ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი საათი ადუღეთ და ცხელ-ცხელი გადაწურეთ. საწყის მოცულობამდე შეავსეთ ადუღებული წყლით. დალიეთ დღეში სამჯერ, 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 8 საათი გააჩერეთ და დალიეთ დღეში ორჯერ, 100 მილილიტრი.

რა სასარგებლო თვისებები აქვს ფუნთუშას

ფუნთუშა სამკურნალო ბალახია, რომელსაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ამბობენ, რომ ნედლი, დანაყილი ფუნთუშა კიბოს სამკურნალოდაც ეფექტურია. აიღეთ ნედლი, დანაყილი მცენარე და დაიდეთ კანის სიმსივნურ წარმონაქმნებზე. არავინ დავობს, რომ ასევე ძალიან კარგია მისი გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ეპილეფსია ან ათეროსკლეროზი გაწუხებთ.
ფუნთუშა ეფექტურია დამწვრობისა და წყლულების სამკურნალოდაც. კანზე არსებული ჩირქოვანი გამონაყრის მოსაშორებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საქონლის ქონში არეული ფუნთუშას წვენი და წაისვათ გამონაყრის ადგილას.
ფუნთუშას ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ვრცელდება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა, ბუასილი და ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.скачать dle 11.3