კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 წლები პრობლემა არ არის

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


 ქალბატონებო, არ ღირს ყოველ დაბადების დღეზე დარდი წლების მომატებასთან დაკავშირებით და დროა, სარკეში სინანულის გარეშე ჩახედვა ისწავლოთ.
ყოველი ქალის ცხოვრებაში დგება კრიტიკული პერიოდი, როცა დროის „დაუნდობელი“ დინება მისთვის საკმაოდ მწვავედ აღიქმება.
პირველი ნაოჭის გაჩენა და ერთი-ორი ჭაღარა, არცთუ იშვიათად, დეპრესიაში აგდებს ქალს და ისიც მაშინვე ეფლობა კოსმეტიკური საშუალებებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ძიებაში. ყიდულობს კრემებს, რომლებიც, ვითომდა, შეაჩერებს „დროის სვლას“. ზოგიც პლასტიკურ ქირურგთან გარბის.
უპირველესად, ნუ ჩავარდებით პანიკაში. არ დაგავიწყდეთ, რომ  ნეგატიური ემოციები ცუდად აისახება გარეგნობაზე! როდესაც რაღაც გაწუხებთ და მუდამ მოღუშული სახე გაქვთ, მიმიკური ნაოჭების წარმოქმნის ალბათობა ერთიორად იზრდება. ძლიერი განცდების შედეგად, ირღვევა ძილი, რაც, თავის მხრივ, თვალების ირგვლივ შეშუპებას იწვევს. ბევრი ქალი ნერვიულობის ფონზე ჭამას უმატებს  და სუქდება. გახსოვდეთ, ჭარბი წონა, სახის არაჯანსაღი ფერი და მოწყენილი მიმიკა, ასაკს მატებს. ასე რომ, ნუ გადაიღლით თავს სულელური აზრებით – პირიქით, უთხარით საკუთარ თავს, რომ სიბერე ჯერ ძალიან შორსაა!  
რაც უფრო უახლოვდება ქალი 40 წელს, გარდა თვალსაჩინო ცვლილებებისა გარეგნობის მხრივ, ასევე უმძაფრდება ემოციური ფონი. ეს კი მამაკაცების მხრიდან მიმქრალი ყურადღებითაა გამოწვეული. ქალს  კომპლექსი უჩნდება, რომ აღარ არის სასურველი, თავს „ბებერს“ უწოდებს...
მაგრამ, ეს სწორედ ის დროა, როცა საკუთარ თავზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ.  თან, ყოველდღიურად და ყველა მიმართულებით. გარდერობიდან ამოიღეთ უხარისხოდ შეკერილი, მოსაწყენი, უფორმო ტანსაცმელი. შეიძინეთ ცოტა, მაგრამ ხარისხიანი სამოსი. აქ საუბარი მოდაზე კი არა, აღქმაზეა. გემოვნებით და კარგად ჩაცმული ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია და იპყრობს გარშემო მყოფთა მზერას, მათ შორის, მამაკაცებისაც.
ყველა ასაკს თავისი პლუსი აქვს. მაგალითად, ქალის სექსუალურობა „იღვიძებს“ 35 წლის ასაკიდან და მამაკაცებმაც იციან ამის შესახებ. ქალები ურთიერთობების დაფასებას ასაკის მატებასთან ერთად იწყებენ. ისწავლეთ საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრება და ასაკიც აღარ შეგაშინებთ. გარშემო მყოფები ისე დაიწყებენ თქვენ აღქმას, როგორც ამას თავად მოისურვებთ!

ერთადერთი  და
 განუმეორებელი


ყველა ქალის ოცნებაა, მეუღლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი იყოს. თუმცა, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და იმედგაცრუებით. ამიტომ, ქალებს ოცნებები ხშირად ემსხვრევათ. მამაკაცის ღალატის მიზეზი მრავალგვარია:  უბრალო გატაცება, მოწყენილობა,  რაღაც ისეთის ძიება, რის დეფიციტსაც ცოლთან განიცდის, ახალი შეგრძნებებისკენ სწრაფვა... ღალატის მსხვერპლს კი, ანუ ცოლს, თავად უწევს გამოსავლის პოვნა.
ასეთი თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ, ქალებს ტკივილი, მრისხანება, ზიზღი და შურისძიების სურვილი იპყრობთ. შემდეგ ამ შეგრძნებებს სიცარიელე და დიდი სევდა ცვლის. ასეთ დროს იყავით ახლოს მეგობრებთან. იტირეთ, გაუზიარეთ მათ თქვენი ტკივილი, მოიოხეთ გული... მაგრამ, ნუ მოაწყობთ სკანდალებს და მით უმეტეს, ნუ გააგდებთ ქმარს სახლიდან. რადიკალური გადაწყვეტილებები იმ დროისთვის გადადეთ, როცა მოვლენების მშვიდად განსჯას შეძლებთ.
თუ მზად ხართ, აპატიოთ, ეს ნაბიჯი  აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზი და ეჭვიანობა დიდი ხნის განმავლობაში გაგაწამებთ. თუ მტკიცედ გადაწყვეტთ დაშორებას და დარწმუნებული ხართ, რომ ვერ აპატიებთ, აღარ ღირს მისი ბოდიშებისა და ათასი დაპირების მოსმენა...
თუ თავად ვერ ხვდებით და არ შეგწევთ ძალა, სიტუაცია გვერდიდან შეაფასოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ. იქნებ, რაღაც სერიოზული მიზეზი არსებობდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ პრობლემის აღმოფხვრას. თუ აღმოჩნდება, რომ მამაკაცი უბრალოდ გაერთო, შეუქმენით მას სტაბილური და მშვიდი ოჯახური გარემო. დარწმუნებული იყავით, ის არასდროს გაგცვლით ქალში, რომელთანაც მხოლოდ საწოლში ერთობოდა. თუმცა ღალატის „გადახარშვა“ ამ შემთხვევაშიც ძნელია.
გახსოვდეთ,  შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია.
ნუ აიკვიატებთ, რომ უბედური ხართ. მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეიცვალეთ თმის ფერი, ვარცხნილობა, იშოპინგეთ, გაერთეთ. ეს საკუთარ თავში რწმენას დაგიბრუნებთ და დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.

გარეგნული
დეტალები


შეიძლება, ფიქრობთ, რომ ურთიერთობაში გარეგნობა მთავარი არ არის, მაგრამ მამაკაცები ამაზე ყურადღებას ხშირად ამახვილებენ. ამიტომ, აჯობებს, იცოდეთ:
 თვალები   იქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით პირველი შეხვედრისას. მათი ფორმა, ფერი, მზერა... ამის მერე მამაკაცი თავიდან ფეხებამდე შეგისწავლით.
 მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ღიმილი, ამიტომ თუ კბილებს ცოტა გაითეთრებთ, უფრო თვალშისაცემი იქნებით და  მეტად დაამახსოვრდებით.
მამაკაცების უმრავლესობა ლამაზ და ჯანსაღ თმას აღმერთებს. მოუარეთ და იზრუნეთ მასზე. ვარცხნილობაც გულდასმით შეარჩიეთ.
შესაძლოა, იდეალური კანი არ გაქვთ, მაგრამ მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს, უვლის თუ არა ქალი მას.
წელში არ მოიხაროთ. გაიმართეთ და წარმოაჩინეთ თქვენი ღირსებები. თუ კაბა გიხდებათ, ნუ იტყვით უარს მის ჩაცმაზე.
პომადა საჭიროა მინიმალური – ტუჩები ოდნავ  გამოკვეთეთ.
ყურადღება მიაქციეთ  თითებს – აუცილებელი არ არის ულტრამოდური ლაკი, მაგრამ ფრჩხილები ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს.
მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ქალის ხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინის.
 წარბის ფორმა მოდასთან ერთად იცვლება. მიაქციეთ მას ყურადღება – მამაკაცები ამას ამჩნევენ.скачать dle 11.3