კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რისი უნდა ეშინოდეს ცოლს, თუ ქმარი ეუბნება: „მაპატიე, საყვარელო“

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


 ქალი არის არსება, რომელსაც შეუძლია, მოიტყუოს თავი და იყოს ბედნიერი. არსებობენ ქალბატონები, რომლებიც გრძნობენ სიყალბეს, თვალნათლივ ხედავენ ღალატს, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან ამაში: „მაპატიე, საყვარელო!“ – როცა კაცი ამბობს ამას, ქალი ფიქრობს, რომ მან გააცნობიერა თავისი დანაშაული და მეორედ გულს აღარ ატკენს, თუმცა რეალობა სხვანაირია. 


ნატუკა (41 წლის):
იმ ასაკში ვარ, რომ ყალბი და არარეალისტური რაღაცეების აღარ მჯეროდეს, მაგრამ გამოცდილება უკვე მაქვს. ისიც ვიცი, რომ ბევრი რამ საკუთარი ხელით უნდა შევქმნა იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო.
– ეს ქმართან ურთიერთობასაც ეხება?
უპირველესად, სწორედ ქმართან ურთიერთობას ეხება. ათი წლის წინ არც ამდენი ვიცოდი და არც ასეთი დამოკიდებულება მქონდა ცხოვრების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ქმარი მყავს, მაგრამ მასაც ახასიათებს ყველა ის ნაკლი, რაც ზოგადად, მამაკაცებს. პირველი დანახვისას შემიყვარდა და მასაც იგივე გრძნობა გაუჩნდა ჩემ მიმართ. არ ერიდებოდა, ხმამაღლა ეთქვა, რომ საამაყო ცოლი ვყავდი: მისი ოცნების ქალი – ლამაზი, ნაზი, ყურადღებიანი, ჭკვიანი... ყველაფერი არაჩვეულებრივად გვქონდა.
– რამდენი წელი გასტანა ამ „არაჩვეულებრივმა“ ურთიერთობამ?
– სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ორივენი ჩვეულებრივი ადამიანები ვიყავით და მე შემეძლო ეჭვიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, კამათი, უკან არდახევა; იმას კი – მამაკაცური ეშმაკობები, ტყუილის თქმა და სხვა ქალებთან ფლირტი.
– ანუ, საკუთარ თავსაც ადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენი სიყვარული, ურთიერთობა დაზარალდა?
– რა თქმა უნდა. ოღონდ თავიდან ამას ვერ ვხვდებოდი და შესაბამისად, მარტო ქმარს ვაბრალებდი ყველაფერს. ძალიან მალე და ადვილად გავხდი მის თვალში ჩვეულებრივი. ვერ იტანდა, როცა ვტიროდი, მაგრამ მე მაინც ვაკეთებდი ამას.
– ტიროდით, რის გამო?
– როცა ვხედავდი: როგორი აღფრთოვანებული მზერით შესციცინებდა სხვა ქალებს; როცა მესიჯებს გამალებული შლიდა და მალავდა თავის ტელეფონში; როცა ღამით, სახლში მოსვლას აგვიანებდა ან საერთოდ არ მოდიოდა.
– ასეთი შემთხვევებიც იყო?
– რა თქმა უნდა, იყო. ბუნებრივია, თავის გასამართლებელი მიზეზი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ მე მაინც მწვავედ ვრეაგირებდი. ახლა ვხვდები, რომ ეს არ უნდა მექნა. არ უნდა დამენახვებინა ჩემი ემოციები.
– რატომ? ეს ხომ ბუნებრივი ემოციები იყო?
ბუნებრივი ემოციები კი იყო, მაგრამ გონება იმიტომ გაქვს ქალს, რომ ემოციები აკონტროლო. ემოციური აფეთქების პიკი აღმოჩნდა ორი წლის წინ, ჩემი დაბადების დღე რომ დაავიწყდა საყვარელ მეუღლეს. წინაპირობაც ჰქონდა ამ ამბავს, როგორც ხდება ხოლმე. დაგვიანებებს მოუხშირა. ცუდი ჩვევა დასჩემდა – შეიკეტებოდა მობილურით აბაზანაში და ეჭვისგან მაგიჟებდა. ჩემი დაბადების დღე კი საერთოდ არც მოაგონდა. სპეციალურად არაფერი მითქვამს. გული ყელში მქონდა მობჯენილი, მთელი დღე ჩამშხამდა. გული გახეთქვაზე მქონდა. მთელი ის დღე საერთოდ არ გამოჩენილა. მივხვდი, რომ ამას ვეღარ ვაპატიებდი. ისე შემოიპარა სახლში, როგორც ქურდი და სისხლის სამართლის დამნაშავე.
– სად იყავი-მეთქი, – ძალიან მკაცრად ვკითხე. უფროსმა დამტოვა და ვეღარ გამოვედიო. მიყურებდა და მატყუებდა. მე ვხედავდი ამას, ვგრძნობდი. მინდოდა მომეკლა, სახე მაინც ჩამომეკაწრა. ვერ წარმოიდგენთ, რა აუტანელი განცდაა. ძლივს შევიკავე თავი. როგორ? – ახლაც მიკვირს. ეტყობა, ძალიან მტრული და საშიში გამომეტყველება მქონდა, რომ შეშფოთდა – რა მოხდაო. ჩემი დაბადების დღე იყო-მეთქი. ვაიმე, დამავიწყდაო. რატომ არ დამირეკე, ტელეფონში მაინც მოგილოცავდიო და აქ ავფეთქდი. ვკიოდი, ვესროდი ყველაფერს, რაც ჩემ გარშემო იყო. იდგა და მიყურებდა. საშინელი ისტერიკა მქონდა. ბოლოს ვუყვირე, ვიცი, რომ საყვარელი გყავს და აზრი არა აქვს უარყოფას-მეთქი.
– რას ელოდით, რომ გიპასუხებდათ?
– დარწმუნებული ვიყავი, რომ უარყოფდა ყველაფერს. მეტყოდა, გიჟი ხარ, საიდან მოიგონე ეს სისულელეო, მაგრამ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა – ჩემ წინ მუხლებზე დაეშვა. ისეთი სახე ჰქონდა – ძალიან შეწუხებული. არ თამაშობდა. აშკარად განიცდიდა რაღაცას. ამან გამაჩერა, თორემ ვაპირებდი, სახლიდან გამეგდო. მაპატიეო... მეც არ ვიცი, როგორ მოხდა, არ მინდოდა, შენი ღალატი, თავი დავკარგე და ძალიან ვნანობო...
– შენი დაბადების დღეც ამიტომ დამავიწყდაო? დაუჯერეთ?
– იმ მომენტში, კი. გული ძალიან ამიჩუყდა. ერთმანეთს მოვეხვიეთ და ვტიროდით. ყველაფერი გამახსენდა, რაც ჩვენ შორის იყო წლების წინ. უერთმანეთოდ სუნთქვაც რომ არ შეგვეძლო. რატომ გახუნდა და გაფერმკრთალდა ეს ყველაფერი, რატომ გაწყდა ჩვენ შორის დამაკავშირებელი ძაფები? მე ხომ ისევ მიყვარდა. უცებ, მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მიღალატა თუ არა, ჩემთვის მაინც ძალიან ძვირფასი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდოდა მის გარეშე ცხოვრება. შემეშინდა. ძალიან შემეშინდა, როცა წარმოვიდგინე, როგორ ვიცხოვრებდი მარტო, თუ ჩემი ისტერიკები დააფრთხობდა და წავიდოდა. იმის თქმა მინდა, რომ ქალმაც და ალბათ, კაცმაც, ძალიან ბევრი უნდა იფიქროს, სანამ მოქმედებაზე გადავა. თუ არ აპატიებთ და უფრო ცუდად იქნებით, ვიდრე პატიებით, მაშინ უნდა აპატიოთ და უკან აღარ მიიხედოთ.
– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება, ისევ გიღალატოთ?
– არ ვიცი. აღარ მაინტერესებს. მართლა აღარ ვფიქრობ ამაზე. მარტო ის ვიცი, რომ მჭირდება ეს ადამიანი. ვერ ვიცხოვრებ მის გარეშე. ამიტომ, როგორიც არის, ისეთი უნდა მივიღო. რომ ვიფიქრო იმაზე, თუ რას გულისხმობდა, როცა მეუბნებოდა, მაპატიე, საყვარელოო, ათას ვერსიამდე მივალ და შეიძლება, ოჯახი დამენგრეს. მე ეს არ მინდა.
скачать dle 11.3