კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 მდუმარება


 მდუმარებას ეძებდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად გრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: „დუმილი ოქროა“. თითოეულმა მოაზროვნე ადამიანმა გამოცადა და იცის: რომ ის არის არა ის, რასაც თვითონ ამბობს თავის თავზე, არამედ ის, რაც გამოუთქმელი რჩება და ასევე, არა ის, რაც განზრახ არ ითქმის, არამედ ის, რისი გამოთქმაც შეუძლებელია.
ადამიანებთან ჩვენი საუბრები წვრილი მონეტაა, რომლითაც საკუთარ თავს ვისყიდით, მაშინ, როდესაც მსხვილი მონეტა ჩვენთანვე რჩება. ან ასე: ადამიანთა შორის ჩვენ ნიღბებს ვიცვლით, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი შენახული და ყველასგან დამალული რჩება.
მდუმარეა ყველა დიდი სტიქიაც, ყველაზე მდუმარე კი ღმერთია. მოლაპარაკენი კი მხოლოდ პატარა ქმნილებები არიან. მაშ, რა არის გასაკვირი, რომ მაღალი სულები მდუმარენი არიან?

ევა და მარიამი
ევა და მარიამი სინამდვილეში, აღნიშნავენ ჩვენს ხორციელ და სულიერ სიბრძნეს.
ევამ იმაზე მეტი მოისურვა, ვიდრე ქმარსა და ღმერთს შეეძლო, მიეცათ მისთვის ისე, რომ ის არ დაზიანებულიყო. ევა ეშმაკის კვალდაკვალ უფსკრულში გადაიჩეხა და თან, მთელი სამოთხე გაიყოლია. უფსკრული – ეს ისტორიაა. მშფოთვარე ვნებების ამ უფსკრულში კეთილისა და ბოროტის ცნობადობის ხე სარეველა ბალახივით გაიზარდა. მარიამმა აამაღლა თავისი სული ისტორიის თავზემოთ და დაწინდა ის სულიწმიდასთან.
ეშმაკის მიმდევრობამ მოუტანა ევას ნაყოფად ის, რომ მისი პირმშო კაცისმკვლელი გახდა. ქალწულ მარიამის სულიწმიდასთან დაწინდვის ნაყოფი კი არის მისი პირმშო – ღმერთკაცი.
ევამ ცხოვრების ბორბალი უკან მიატრიალა, მარიამმა ის მაღლა მიმართა.
ევასა და მარიამის დრამა ჩემთვის და შენთვის, ჩემო მეგობარო, არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი, მას რომ მთელი თავის სიცხადით არ ეჩვენებინა ჩვენთვის ჩვენივე გულის დრამა – ხორცისა და სულის ერთიერთწინააღმდეგობა.

აღსარება
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა დაეხმაროს ადამიანს თავისი ჩრდილის დანახვაში.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა დაეხმაროს ადამიანს სულიერი ჭრილობების გაცხადებაში, რომელსაც ის მალავს მოჩვენებითი სიჯანსაღით.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა დაეხმაროს ადამიანს, განაცხადოს თავისი უძლურება, რომელსაც ის ძალის ნიღაბქვეშ მალავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა დაეხმაროს ადამიანს, გაკვეთოს თავისი სულის ავსუნიანი საჩირქე, რომელსაც ის დიდი ხელოვნებით ახშობს გარეგანი კეთილსურნელებით.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელსაც თავი მშვენიერ რაინდად წარმოუდგენია, დაინახოს საკუთარი თავი იმ ჯუჯაკუზიანად, როგორიც ის პირისპირ წარმოუდგება ღმერთს.
არავინ მიდის მკურნალთან იმ მიზნით, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იქადოს, არამედ რათა თავისი წყლულები აჩვენოს.
არავინ მიდის სულიერ მოძღვართან იმ მიზნით, რომ საკუთარი სამართლიანობით იქადოს, არამედ – აჩვენოს საშიში ბზარი თავის სათნომყოფელობაზე.
საავადმყოფოში შემავალი ადამიანი ამპარტავნებას გარეთ ტოვებს; აღსარებაზე მისული ადამიანი ამპარტავნებას ეკლესიის ზღურბლს გარეთ ტოვებს. ბედნიერება იქნება მისთვის, თუ უკანა გზაზე დაივიწყებს მას. ღმერთმა ინებოს, რომ გარეთ გამოსული, ამპარტავნების ყავარჯნის ნაცვლად, სიმდაბლის ყავარჯენს დაეყრდნოს.

ურგები მონები
რაც შეიძლება, მალე დაივიწყე შენი დამსახურებები და ნაღვაწი. სირცხვლი შენი, თუ ამაში ფუტკარი და ჭიანჭველა გაჯობებს. ამპარტავნების ნაყოფი შენი დამსახურებისთვის არის ღვარძლი, დავა და ადამიანებს შორის მტრობა, რასაც გარდაუვლად მოჰყვება უვარგისობის შეგრძნება და სასოწარკვეთა. გინახავს როდესმე სასოწარკვეთილი ფუტკარი ან ჭიანჭველა?
მართლაც, სირცხვილია, თუკი მათ ადამიანებზე მეტად ესმით ქრისტეს მცნება: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად“.скачать dle 11.3