კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის ჩაიქნია სიცოცხლეზე ხელი თამუნა ქორქიამ და რა ჯოჯოხეთი გამოიარა მან

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 თამუნა ქორქიამ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ არის, ეს ამპლუა შესანიშნავად მოირგო და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში,” ჩიკას სკანდალური სადაქალოს ერთ-ერთი წევრი გახდა. როგორც ამბობს, ძალიან უხარია, რომ საყვარელი სერიალის ნაწილი გახდა და დადებით შეფასებებს იღებს.
თამუნა მიხეილ ქორქიას – ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის შვილია, რითაც ძალიან ამაყობს. მის ცხოვრებაში, ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობის შემდეგ, იყო ასევე, ძალიან რთული წლები, რომლის შესახებაც თავად მოგიყვებათ.
თამუნა ქორქია:
მე და ზუზუ ერთად ვიყავით, ჩვენს მეგობარ ნუცი კირცხალიასთან, როცა მას ეკა მჟავანაძემ დაურეკა და უთხრა: გეხვეწები, ზუზუ მოვიდეს ქასთინგზეო. ზუზუმ მე არა, თამუნა წავიდესო. მე ზუზუს გარეშე კი არა, საერთოდ თუ წავიდოდი, მართლა არ მეგონა. ეს სერიალი ძალიან მომწონს, ხუთი წელი ვენაში ვცხოვრობდი და რასაც ჰქვია, ვიჯექი „ჩემი ცოლის დაქალებზე”. მაგრამ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსახიობობა გამომივიდოდა. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ გამომივიდა, მაგრამ უარყოფითი რეაქცია არავისგან მიგრძნია და ამით უკვე კმაყოფილი ვარ (იცინის). ჩემი თავი პირველად ეკრანზე რომ ვნახე, ძალიან ვინერვიულე. იმდენად მეუცხოება ის გოგო, ვისაც ვთამაშობ, მიჭირს მასთან შეგუება. მეგონა, ყველაფერი ძალიან ხელოვნურად გამომდიოდა, მაგრამ ყველამ დამამშვიდა, ასე არ არისო. მეუბნებიან, რომ ჩემგან ძალიან გაუკვირდათ ასეთი რამ და ცოტა მეწყინა კიდეც, რატომ ჰქონდათ ჩემზე ასეთი წარმოდგენა (იცინის).
– ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ძალიან მაგარი მსახიობის, მერაბ ნინიძის. ინგა ცაგარელია ჩემი და მერაბის საერთო მეგობარი ავსტრიაში. მისთვის უთქვამს, აღფრთოვანებული ვარ თამუნათი, ძალიან მაგრად გაართვა თავი როლს და აუცილებლად გადაეციო. მერაბს კი ვიცნობ, მაგრამ ისე ახლოსაც არ ვართ, მხოლოდ ნაცნობობის გამო ეთქვა მსგავსი რამ. ამიტომ, სასწაულად გამიხარდა. დიდი მადლობები მივწერე და კიდევ გამიმეორა, ძალიან მომეწონეო. ძალიან გახარებული ვიყავი, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის მისი შეფასებები „ოსკარის” აღების ტოლფასია. ნამდვილი დღესასწაული მქონდა. მას შემდეგ ცოტა თავდაჯერებულობა მომემატა. ახლობლები ხომ იცით, მაინც არ გეტყვიან ცუდს, რამე რომც არ მოეწონოთ.
– მითხარი, რამდენიმე წელი ავსტრიაში ვცხოვრობდიო, რასთან დაკავშირებით?
– ავსტრიაში ვმკურნალობდი. იქ, ფაქტობრივად, ახლიდან დავიბადე და ყველაფერს რომ მოვრჩი, უკან დავბრუნდი. ერთდროულად თირკმელი და პანკრიასი გადავინერგე. 14 წლიდან დიაბეტი მქონდა, მერე თირკმელზე შემექმნა პრობლემები და „გარდაცვალება” ჰქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც მე ვიყავი. კრიტიკული სიტუაცია იყო, ჩემი გადარჩენის სამი პროცენტიც არ არსებობდა. რომ ვიწექი, ექიმების საუბარი მესმონდა: ამის უცხოეთში წაყვანას აზრი არ აქვსო. ჩემმა მეგობარმა ლელა კილაძემ ვირტუალურად, ერთ დღეში მოახერხა ყველაფერი. ჩემებს უთხრა, რომ აუცილებლად უნდა წავეყვანე. ეს მათაც უნდოდათ, მაგრამ იმ სიტუაციაში დაბნეულები იყვნენ და ლელამ მოაბა თავი ყველაფერს. ოჯახმა მართლა არ იცოდა, რა ექნა. ექიმები ეუბნებოდნენ, ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებსო, მაგრამ ყველაფერს ლელამ გაუკეთა ორგანიზება. მესმოდა, რომ ჩემი საშველი აღარ იყო და ჩემს დას ვეუბნებოდი: ნუ მაწვალებთ, გამიშვით-მეთქი. ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ გადავრჩებოდი. წავედი, ორი წელი დიალიზზე ვიყავი. შემდეგ დონორი გამოჩნდა და ორივე ორგანო გადავინერგე. ისეთი სასწაული მოხდა, როგორზედაც ვერც ვიოცნებებდი – ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. ჩემს ექიმს რომ ვკითხე, რა არ შეიძლება ჩემთვის-მეთქი? მიპასუხა: თუ გინდა, მოგატყუებ, მაგრამ არაფერი არ გეკრძალება, ყველაფერი შეგიძლიაო (იცინის).
დიდი ხანი ვერ მივხვდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ეს საოცარი ბედნიერების განცდაა. მთელი ცხოვრება პროტესტი მქონდა ჩემი დაავადების მიმართ და ძალიან ბევრი წელი საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ბოლო ათი წელი კი ვუვლიდი, მაგრამ იმ წლებმა თავის შედეგი გამოიღო. კონკრეტულად, ვინმეს სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, მაგრამ ასეთი შედეგი ექიმის გულგრილობის ბრალიც იყო. თუმცა, ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპს არ ვნანობ. პირიქით, დღეს საოცარ შინაგან ბედნიერებას ვგრძნობ და ზუსტად იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გადატანის შემდეგ, ბევრი რამის დაფასება ვისწავლე. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, შვილი არ ჰყავს, რაღაც ისე არ არის და რა აბედნიერებსო, მაგრამ ჩემთვის ყოველი დღე მართლა დღესასწაულია. მყავს ყველაზე მაგარი ოჯახი: და, დედა. მყავდა ყველაზე მაგარი მამა და მყავს უმაგრესი მეგობრები. ბევრს უცნაურად შემოუხედავს, ხომ არ გაგიჟდაო, ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. მაგრამ, რაც გაქვს, იმის გამო ასეთი მადლიერება რომ იგრძნო, ალბათ, უნდა მოკვდე და გაცოცხლდე. მე მოვკვდი და გავცოცხლდი. ამიტომ, ღმერთის ძალიან მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. შეიძლება, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულყო, რომ ამ ყველაფრის შეგრძნება ვერ მომესწრო.
– როგორი იყო ცხოვრების თავიდან დაწყება?
ციხეში არ ვმჯდარვარ, მაგრამ წარმოდგენის დონეზე, თავს დაახლოებით იმ ადამიანივით ვგრძნობდი, ვინც მთელი ცხოვრება პატიმარია და ბოლოს და ბოლოს, გარეთ გამოვა. ბედნიერების, თავისუფლების, მადლიერების საოცარი შეგრძნება მქონდა უფლისა და იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სითბო და მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერი იყო. ყველა მირეკავდა და მამხნევებდა. მეუბნებოდნენ, რომ სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ. ეს ჩემთვის სასწაული იყო, ყველაზე მეტად მაძლიერებდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, არც მეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ ამ ადამიანებმა დანებების უფლება არ მომცეს. არ შეიძლება, დედაჩემზე არაფერი ვთქვა, რომელსაც, არ ვიცი, რისი გადატანა მოუხდა და როგორ შეძლო ის ყველაფერი, რაც ჩემთვის გააკეთა. ბოლოს უკვე თვითონაც ძალიან ცუდად გახდა და ამ დროს მამიდა დამიდგა გვერდით. რომ არა ეს ადამიანები, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ასეთები ყველას გვერდით არიან, უბრალოდ დანახვა და დაფასება უნდა შეგვეძლოს. საწუწუნო არაფერი გვაქვს. პოლიტიკითა და ეკონომიკით თუ ევროპის შუაგულს შეედრები, კი ბატონო, მაგრამ იმწუთას შეგიძლია, სომალიც გაიხსენო. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია. მთავარია, კარგის დანახვა შეძლო, თორემ ცუდი ყველგანაა.
– ამ ყველაფრის ფონზე, პროფესიული თვალსაზრისით, როგორ აეწყო შენი ცხოვრება?
– ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა. ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ „მიშას გოგო” ვიყავი. არასდროს მესმის იმ ხალხის, რომ ამბობენ, მშობლების ჩრდილიდან ვერ გამოვდივართო. მე ძალიან მომწონს, რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ და თუ ვინმე იტყვის, მამამისი ჯობდაო, ეს ჩემთვის კომპლიმენტია. მომისმენია: ეს დები ხომ ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ დედა კიდევ უკეთესი იყოო და ეს ძალიან მიხარია. ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, არ ვიცოდი, უარი რა იყო. მერე ეს ამბავი მოხდა... მაშინ მინდოდა, მოდელირებაზე ჩამებარებინა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ რამეში მიშლიდა ხელს. ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული – ვისწავლე, დიპლომიც ავიღე. ეს საქმე ჩემი სიყვარული იყო, მაგრამ შემდეგ, დიაბეტის გამო თვალებზე ოპერაცია დამჭირდა და იძულებული გავხდი, ამ ოცნებას დავმშვიდობებოდი. მაქსიმალისტი ვარ – ან ყველაფერი ან არაფერი და როცა მივხვდი, მხედველობის გამო, ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც მინდოდა, საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მთელი ჩემი ფირები გადავყარე და ყველაფერი გავანადგურე. დღემდე ვნანობ, ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად ძვირფასი იყო, ქარისთვის არ უნდა გამეტანებინა, მაგრამ იმ მომენტში...
 მერე იყო სხვადასხვა სამსახური. ახლა საქართველოს სამშენებლო კონსორციუმში ვმუშაობ.
– მოდელობითაც იყავი ერთი პერიოდი დაკავებული.
ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ თუ მეგობრები დამიძახებდნენ ჩვენებაზე, გამოვდიოდი. ეს ყველაფერი მაკა ასათიანთან მეგობრობით დაიწყო. მაკა ჩემი დის მეგობარია, თეონა და იკაც უახლოესები არიან. ჩემი დის ამხანაგები, რომ გავიზარდე, ჩემებიც გახდნენ და ახლა ძალიან ახლობლები ვართ. თუმცა, ბავშვობაში, ასაკობრივი სხვაობა დიდი ჩანდა და მახსოვს, სულ ოთახიდან მაგდებდნენ. არადა, ვგიჟდებოდი მათი ამბების მოსმენაზე (იცინის).
– როგორი იყო მამა – მიხეილ ქორქია?
– მამა, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი იყო, პირადად, ჩემი ჩემპიონი და უმაგრესი ადამიანიც გახლდათ. გიჟდებოდა ლამაზ ადამიანებზე და მეც და ჩემი დაც ძალიან მოვწონდით. ამაყობდა, როგორი შვილები მყავსო (იცინის). ვაღიარებ, ჭამა ძალიან მიყვარს და წონაში თუ მოვიმატებდი, მაშინვე მეტყოდა: მამა, რა არის, ფორმაში არ ხარო და თუ მაგარ ფორმაში ვიყავი, გიჟდებოდა (იცინის). ძალიან უხაროდა, თუ ჩვენებაზე გამოვიდოდი. ქმარს რომ გავშორდი, დედაჩემი და მამაჩემი წყნეთში ცხოვრობდნენ. დამირეკავდა საღამოს და თუ სახლში ვიყავი, მეუბნებოდა: მამა, რატომ ხარ სახლში? გარეთ გადი, გაერთე, კლუბში წადიო. ბავშვობაში, მკაცრი მამების შესახებ რომ მესმოდა, მიკვირდა. იმიტომ რომ, მე აბსოლუტურად სხვანაირი მამა მყავდა. დედა უფრო მკაცრი იყო, მით უმეტეს, ჩემს დასთან. მე რომ დიაბეტი დამემართა, უფრო მათამამებდნენ. მახსოვს, დედამ ჩემი დის შესახებ ისეთი დეტალები იცოდა, გაოცებულები ვიყავით, საიდან იგებდა. ერთხელაც აღმოჩნდა, რომ ტელეფონზე რადიო ჰქონდა მიერთებული და ამ რაღაც „ტექნოლოგიური მაქინაციებით” ისმენდა ყველაფერს (იცინის).
– რაც შეეხება პირად ამბებს, დაქორწინებული არ ხარ?
– არა. ოცი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და 22 წლის, როცა დავშორდით. მაგრამ, რომ შევკრიბო, ალბათ ექვსი თვე არ გვიცხოვრია ერთად დალაგებულად. ძალიან პატარები ვიყავით და ალბათ, არცერთმა არ ვიცოდით, რა გვინდოდა. ამიტომ, დავიშალეთ.
– თუმცა, სიფრიფანა ულამაზესი გოგონა ბევრს ეყვარებოდა.
– მე, პირველად რომ შემიყვარდა, 12 წლის ვიყავი, ის 14-ის. ბევრი ბუშტი და ლამაზი დღე მახსენდება (იცინის).
– უფრო სერიოზულად შეყვარებული როდის იყავი, როცა გეგონა, რომ ეს არის საბოლოო ბედნიერებაო.
–  რომ ვთხოვდებოდი, ალბათ, ასე მეგონა, მაგრამ ისე, დღემდე არ მიფიქრია ვინმეზე, მთელ ცხოვრებას ამ ადამიანთან გავატარებ-მეთქი. დღესაც არ შემიძლია ვთქვა, როგორ ადამიანთან შემიძლია ცხოვრება. რაღაც კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ უცებ ისეთი ვინმე შეიძლება მომეწონოს, რომ ჩემს კრიტერიუმებთან საერთო არაფერი ჰქონდეს (იცინის). ერთადერთი ის ვიცი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავთხოვდები, თუ უზომოდ შემიყვარდება.
скачать dle 11.3