კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი დიაკორი,” პროფესორ რამაზ ყურაშვილის ხელმძღვანელობით, თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ცნობილია, რომ ეს დაავადება მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე ქალებს, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, დიაბეტით დაავადებულ ქალთა რიცხვიც იზრდება. ჯამში, სხვაობა არცთუ მაღალია. შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების ირგვლივ არსებულ არაერთ საინტერესო კითხვაზე, „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრ დიაკორის” კლინიკური დირექტორი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინული ასოციაციების თავმჯდომარე – ბატონი რამაზ ყურაშვილი გვესაუბრა. თუმცა, ინფორმაცია მისი განათლებისა და მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ, არანაკლებ საინტერესო იქნება მკითხველისთვის. 
 
რამაზ ყურაშვილი: თექვსმეტი წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ენდოკრინოლოგობა მინდოდა. დედაჩემის დედას და მამაჩემის მამას დიაბეტი ჰქონდათ და ეს იყო 50-იანი წლების ბოლო. ამ გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ იმ დროისთვის დიაბეტის სამკურნალოდ არანაირი წამალი არ არსებობდა და არც სწავლების მეთოდები იყო ჩამოყალიბებული ამ მიმართულებით. ინსტიტუტში სწავლისას, როდესაც უკვე მეხუთე კურსზე გახლდით, განაწილების დრო მოვიდა და ყველას გვეკითხებოდნენ, თუ რა სპეციალობას ვირჩევდით. მე ვუპასუხე, მინდა თერაპევტი-ენდოკრინოლოგი გავხდე-მეთქი. მაშინ ასე მითხრეს – ენდოკრინოლოგია სპეციალობა არ არისო და ჩემმა არჩევანმა საშინელი აგრესია გამოიწვია იმდროინდელ მექრთამეებში. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში იყო ძალიან ძლიერი მექრთამეობის სტრუქტურა და ადგილები იყიდებოდა. საბჭოთა კავშირი დევნიდა ახალ სპეციალისტებს (აკრძალული იყო მთელი რიგი სპეციალობები: კიბერნეტიკა, გენეტიკა, იმუნოლოგია და მათ შორის, ენდოკრინოლოგიაც). შეიძლება ითქვას, რომ მე განვვითარდი კარდიოლოგიის ბუდეში. კარდიოლოგია საკმაოდ ახლოსაა ენდოკრინოლოგიასთან, რადგან  დიაბეტიანი პაციენტების უმრავლესობას აწუხებს კარდიოლოგიური პრობლემები. შემდეგ დავხელოვნდი კარდიოლოგიის ინსტიტუტში და მოგვიანებით, უკვე – გერმანიაში, სადაც ჩემი მასწავლებელი გახლდათ ძალიან ცნობილი და გამოჩენილი გერმანელი პროფესორი.
– საქართველოში დაბრუნებულმა როგორ გააგრძელეთ მუშაობა ენდოკრინოლოგიაში?
– როგორც კი მოვინდომე ენდოკრინოლოგიაში განვითარება, ცხადი იყო, რომ ლაბორატორიის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. ამიტომ, ჩემი ხელმძღვანელობით, მე და ჩემმა კოლეგებმა შევქმენით ლაბორატორია. მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა ექიმი, ვინც ამერიკაში გაიგზავნა. ჩემი ზოგიერთი კოლეგა და ხელმძღვანელი მიშლიდა ხელს, მაგრამ მე მაინც წავედი და იქიდან წარმატებით დაბრუნების შემდეგ, კარდიოლოგიის მიმართულება განვავითარეთ რკინიგზის საავადმყოფოში. საკმაოდ წარმატებით ვმუშაობდით და დროთა განმავლობაში, ცალკე გამოვეყავით, როგორც დიაბეტის ცენტრი. დღემდე დიდი წარმატებით ვმუშაობთ აქ - „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრ დიაკორში.”
– აქტიურად თუ ესწრებით საერთაშორისო კონგრესებს და რაში გეხმარებათ უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა?
– შეიძლება ითქვას, ყოველდღიური კავშირი მაქვს ჩემს უცხოელ კოლეგებთან. ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს და ეს ძალიან გვეხმარება ორივე მხარეს პრაქტიკულ საქმიანობაში. 70-იანი წლებიდან აქტიურად დავდივარ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კონგრესზე. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის 12 კონგრესზე ვიყავი და ასევე, 1986 წლიდან ვესწრები ევროპის დიაბეტის ასოციაციის  ყველა კონგრესს. დავდივარ დიაბეტის მსოფლიო კონგრესებზე და მათი წევრი ვარ 1998 წლიდან. წელს უკვე გახლდით ევროპისა და ამერიკის დიაბეტის კონგრესებზე და წინ გვაქვს მსოფლიო კონგრესი. ჩამოგვაქვს ახალი ინფორმაციები და, რაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ეს სიახლეები წარმატებით დავნერგოთ ჩვენს რეალობაში. საქართველოში ყოველი წლის 14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
– თქვენი ცენტრის მუშაობის შესახებ გვიამბეთ.
– შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცენტრი ერთადერთია, სადაც ხდება დიაბეტის მქონე პაციენტების მულტიდისციპლინარული მიდგომით (კონსილიუმის წესით) მართვა როგორც სტაციონარულად, ასევე ამბულატორიულად. დიაბეტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, იმავდროულად, აღენიშნებათ მრავალი სხვა თანმხლები დაავადება, რომლებიც დიაბეტის ფონზე, სპეციფიკურად მიმდინარეობს და მხოლოდ ამ დაავადებების კომპლექსურ მართვას მივყავართ სასურველ შედეგამდე. ჩვენი პრიორიტეტია ასევე, განათლებას პლუს პრევენცია. ეს ნიშნავს, დიაბეტის და დიაბეტთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკასა და იმ  რისკის ფაქტორების შესწავლას, რაც ხელს უწყობს დიაბეტისა და მისი გართულებების განვითარებას. ხშირად  ჩავდივართ რეგიონებში. ექიმთა უწყვეტი სამედიცინო სწავლების ასოციაცია საქართველოში, რომელსაც პროფესორი დავით თელია ხელმძღვანელობს, წელიწადში ორჯერ მართავს ფორუმებს, სადაც მე და ჩემი კოლეგები ვართ ენდოკრინოლოგიური სექციის მონაწილეები. იყო შეხვედრები სან-დიეგოში, იქნება ლისაბონში. ასევე, აბუ-დაბიში არის დიაბეტის ფედერაციის მსოფლიო კონგრესი. მომავალ წელს კი იქნება ევროპის შეხვედრა ბერლინში. ყოველი თვე გაწერილი გვაქვს, შესაბამისად, ვნერგავთ სიახლეებს,  
– დაავადების შესახებ მოგვიყევით. შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი რა რისკ-ფაქტორები არსებობს?
სიმსუქნე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, რასაც სკოლაშივე უნდა ვებრძოლოთ. უფრო მეტიც, ნაყოფი არ უნდა გავასუქოთ. მუცლადყოფნის დროიდანვე უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის. არსებობს თანდაყოლილი, მყარი და ცვალებადი რისკის ფაქტორები. არაცვალებადი, მყარი რისკის ფაქტორებია გენეტიკა, რასა, ასაკი, სქესი. ცნობილია, რომ ქალაქის მოსახლეობას უფრო ხშირად აწუხებს ეს დაავადება, ვიდრე სოფლის მოსახლეობას. ჩვენ ვერ შევცვლით მყარ რისკის ფაქტორებს, სამაგიეროდ, შეგვიძლია, ცვალებადი რისკის ფაქტორების შეცვლა. ანუ, შეგვიძლია, ვაკონტროლოთ წონა. თუ მაღალი წნევა გვაწუხებს, აუცილებლად უნდა დავაქვეითოთ. საჭიროა, გავზარდოთ ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ. დიაბეტის გამომწვევი  რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორებია: გარემო – ხმაურიანი ცხოვრების წესი, ხანმოკლე ძილი, ინფექციური პროცესები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი ჯანმრთელობისთვის გახლავთ თამბაქოს მოხმარება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საქართველოში გულისტკივილით თქვა, რომ ძველი კულტურის ქვეყნებიდან საქართველო პირველ ადგილზეა მწეველთა რაოდენობის მხრივ. საჭიროა, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით. სპეციალური ლექციაც მაქვს მომზადებული ამ თემაზე. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარებას. შაქრის მიღების ნორმა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის წელიწადში 5-7 კილოგრამია. მაშინ, როცა ყოველდღიურად 1 ლიტრი კოკა-კოლას დალევის შემთხვევაში, გამოდის რომ წელიწადში 50 კილოგრამ შაქარს ვიღებთ.
ძალიან კარგია, რომ განათლების სამინისრო ზღუდავს სკოლებში არაჯანსაღი, ცხიმიანი საკვების გაყიდვას, მაგრამ კიდევ მეტი მუშაობაა ამ კუთხით საჭირო.  მნიშვნელოვანია ჯდომითი გაკვეთილების პარალელურად, ბავშვებს ჰქონდეთ სპორტული დარბაზები, სადაც შეძლებენ არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც განვითარდნენ.
P.S. ჩვენს საზოგადოებას ვურჩევ, მეტი იმოძრაონ და ნაკლები ჭამონ. იკვებონ ჯანსაღი,  ნატურალური პროდუქტებით, ჰქონდეთ ჰობი – მეტი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან. შეძლებისდაგვარად, თავი აარიდონ უსიამოვნო, ხმაურიან, სტრესის გამომწვევ გარემოს. ისწავლონ შრომისა და დასვენების დროის გადანაწილება. მეტი ხალხი უნდა გავიდეს ქალაქგარეთ, დაისვენონ და ბავშვებიც შეაჩვიონ დასვენებას. ნაკლები დრო მოანდომონ ტელევიზორთან ჯდომას და სიგარეტის მოწევას. გისურვებთ ჯანმრთელობას!
скачать dle 11.3