კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ დააგროვა დეპუტატობიდან დეპუტატობამდე 16 წელიწადში რევაზ არველაძის ოჯახმა მილიონიანი ქონება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე 1941 წელსაა დაბადებული თელავში. უმაღლესი განათლება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო და მისი სპეციალობაა ელექტრული ქსელები და სისტემები. რევაზ არველაძის შრომითი ბიოგრაფია 1964 წელს დაიწყო ახმეტის ხის დამამუშავებელ კომბინატში, სადაც 1966 წლამდე ჯერ ელექტროინჟინრად, შემდეგ კი მთავარ ენერგეტიკოსად მუშაობდა. 1966-1980 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გადაინაცვლა, ჯერ უფროს ინჟინრად, შემდეგ – უფროს მეცნიერ-მუშაკად. 1980 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოში დაიწყო მუშაობა ჯერ – უფროს რეფერენტად, შემდეგ – განყოფილების გამგის მოადგილედ (1985 წლამდე). 1984-1991 წლებში იყო „საქმთავარენერგოს“ ჯერ – მთავარი ინჟინერი, შემდეგ – უფროსის მოადგილე, ბოლოს – უფროსის პირველი მოადგილე. 1991 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახდა (1996 წლამდე); 1992-1993 – წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრობაც მოასწრო. 1996 წელს ცოტა დააქვეითეს და 1997 წლამდე სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს. 1998-1999 წლებში კორპორაცია „აგორას“ დირექტორი იყო, 1999-2004-წლებში – საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი („მოქალაქეთა კავშირიდან“); იმავდროულად – 1999 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტია, 2004-2009 წლებში „საქრუსენერგოს“ კონსულტანტად და მოგვიანებით, ტექნიკური საბჭოს მრჩევლად მუშაობდა. 2016 წლის ოქტობრიდან კი დეპუტატია.
რევაზ არველაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2000 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე მარინა ხომერიკი და ორი ვაჟი – 1972 წელს დაბადებული დავითი და 1980 წელს დაბადებული გიორგი. იმხანად არველაძეების ქონება შემდეგნაირი იყო: რევაზ არველაძის საკუთრება გახლდათ საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (80 000 ლარად ღირებული) და 10 000-ლარიანი ავტომანქანა. მარინა ხომერიკს კი ეკუთვნოდა ბინა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე (100 000 ლარი) და აგარაკი წყნეთში (80 000 ლარი). რევაზ არველაძე იმ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა: იყო „საცხენჰესის“ პარტნიორი (ფლობდა 15 000-ლარიან წილს) და ბანკ „აგორისა“ (522 431-ლარიანი წილით) და კორპორაცია „აგორის“ პარტნიორი (2 000-ლარიანი წილით). შემოსავალი იმ წელს მხოლოდ „საცხენჰესმა“ მოუტანა – 22 000 ლარი. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს: 2000 წლის განმავლობაში რევაზ არველაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 2 000 ლარი აიღო, როგორც „საცხენჰესის“ მეცნიერ-კონსულტანტმა, 3 300  ლარი, როგორც ენერგეტიკიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტმა, 1 800 ლარი, მისმა მეუღლემ კი, როგორც შიდსის ცენტრის ექიმმა, 1 200 ლარი.
რევაზ არველაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის იანვრით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს მეცხრე მოვწევის პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1980 წელს დაბადებული ვაჟი გიორგი, რძალი რუსუდან ტყეშელაშვილი და ორი შვილიშვილი: ქეთევანი და გიორგი.
რაც შეეძება უძრავ-მოძრავ ქონებას: რევაზ არველაძის საკუთრებაა: 5 000 აშშ დოლარად ღირებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე და იმავე მისამართზე მდებარე ბინა (270 000 აშშ დოლარი), მიწის ნაკვეთი (1 200 კვ. მ.) და სახლი (240 კვ. მ.) ახმეტაში (მემკვიდრეობით მიღებული), მიწის ორი ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ (1 500 და 900 კვ. მ. ფართობების) და ორი ავტომანქანა: 2014 წლის Toyota Land Cruiser Prado (54 000 აშშ დოლარი) და 2002 წლის Mercedes ML 320 (15 000 აშშ დოლარი).
რძლის – რუსუდან ტყეშელაშვილის საკუთრებაა ორი ბინა თბილისში, კრონშტანტის ქუჩაზე (73, 2 და 125,5 კვ. მ. ფართობების) და 2013 წლის ავტომანქანა ACURA MDX (27 000 აშშ დოლარი).
შვილის, გიორგი არველაძის საკუთრებაა: 60 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი თელავის რაიონში (102 669 კვ. მ.), 54 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი თელავის რაიონში (სხვა სოფელში) 61 503 კვ. მ. ფართობის, 30 000 აშშ დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობა კოჯორში (1 500 კვ. მ.); სარდაფი (40 კვ. მ.) თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ბინა იმავე მისამართზე (216,95 კვ. მ.) და 187 000 აშშ დოლარად ღირებული ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (178,6 კვ. მ.).
რევაზ არველაძეს აქვს „რიკოს“ ორი თამასუქი – 190 000 და 127 000 აშშ დოლარის ღირებულების, ასევე, „ლიბერთი ბანკის” ერთი ობლიგაცია – 80 000 აშშ დოლარის ღირებულების, მის ვაჟ გიორგის კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 10 000 აქცია, რომლებშიც 28 500 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა (დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის საწესდებო კაპიტალია 514 964 000 ლარი).
2016 წლის განმავლობაში რევაზ არველაძემ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, 3 032 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა თვე-ნახევარში – 7 090 ლარი. მან შემოსავალი მიიღო მოსავლის რეალიზაციიდანაც – 10 489 ლარი, პროცენტების სახით – 31 267 ლარი და 51 376 აშშ დოლარი; მისი შვილის, გიორგის, საპროცენტო შემოსავალმა 25 600 ლარი და 15 738 აშშ დოლარი შეადგინა; თუმცა მას ხარჯიც ჰქონდა: რემონტი 70 000 ლარი დაუჯდა, შვილის სწავლის გაადსახადი კი – 4 200 აშშ დოლარი. მანვე აიღო 2016 წელს 200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი.
скачать dle 11.3