კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 იმედგაცრუებული და შეშფოთებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ჯერ მოიწონა, ბოლოს დაიწუნა



 ვენეციის კომისიის თავკაცმა ერთიოდე კვირის წინათ ისე შეგვიქო კონსტიტუცია (იდეალურთანაა მიახლოებულიო), რომ ჩვენც ჩვენს ევროპულ აუზებში წყლის ჩასხმის მოლოდინში გოჭებივით გავიტრუნეთ, თუმცა სულ ახლახან ცივი შხაპი გადაგვავლო, რადგან მოგვახსენა, რომ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საბოლოო რედაქციით, რომელიც პარლამენტმა აგერ უკვე მეორე მოსმენით მიიღო (23 ივნისს), დამწუხრებული და იმედგაცრუებულია.
 მას შემდეგ, რაც ამ ჩვენი მთავრობის ზღაპართრისხვა ვიცე-პრემიერმა (ალექსანდრე ჯეჯელავა) დააზუსტა, რომ „იმედგაცრუება“ სუსტი ზმნაა (ჩემი ღრმა რწმენით, უნდოდა ეთქვა, სუსტ ემოციას გამოხატავს, ისეთი ზმნააო), არც ვენეციის კომისიის თავკაცმა დაახანა და პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე, თავის მხრივ, დააზუსტა, რომ „ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულია“ (ვერ დავადგინეთ, ან ჯერ რატომ მოიწონა, ანუ შემდეგ რატომ დაიწუნა?!).
  იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნ ბუკიკიოს არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ რამ გამოიწვია მისი ეს ჭმუნვა-ურვა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ კონსენსუსია აუცილებელი, დაიბადა კითხვა: რაგინდ კარგი კონსტიტუცია იყოს, თვითმიზანია კონსენსუსი (მოგეხსენებათ, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საკუთარი ნებით გამოეთიშა საკონსტიტუციო კომისიას, თუმცა ჯობდა, ერთობლივად ემუშავათ)?!
  თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა, საქართველოში ვიზიტის დასრულებას წუთებიღა რომ აკლდა (შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე ბ-ნმა ბუკიკიომ ბათუმში გაატარა), გვაუწყა, რომ უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი და რომ კონსტიტუციის ტექსტი კარგია (?!).
  იმ მიზეზით, რომ ვენეციის კომისიის თავკაცის შთაბეჭდილება ელვის უსწრაფესად იცვლება, ცხადია, ჩვენ ვერ დავეწიეთ მის ფიქრთა მდინარებას და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა კონსტიტუცია კვლავ დაგვიწუნოს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, კითხვათა კითხვად ისევ ის რჩება: და მაინც, იმედგაცრუებაა უფრო ძლიერი ემოცია თუ შეშფოთება?! ოღონდ, მთავარია, სახელდობრ ჩვენ ამის გარკვევის პროცესში ძრწოლამ არ შემოგვიტიოს. –
скачать dle 11.3