კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 შპს N.N სერვისი – ყველა ტიპის მომსახურება თქვენი კორპუსების კეთილმოწყობისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


  რამდენიმე წლის წინ დაარსდა შპს N.N სერვისი, რომელიც გთავაზობთ სახურავების მოწყობა-შეკეთებას (ბრტყელი და ქანობიანი გადახურვა), სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, წყალკანალიზაციას, ლიფტების მონტაჟს, ავარიული შენობების გამაგრებას, კონსტრუქციების აწყობას,  ელექტროობის, სენსორული განათებისა და უსაფრთხოების სისტემის მონტაჟს. კომპანიამ დღემდე  თბილისის მასშტაბით არაერთ კორპუსს ჩაუტარა  რეკონსტრუქცია და დღესაც აქტიურად მუშაოებს ამ მიმართულებით. N.N სერვისის საქმიანობაზე უფრო დაწვრილებით კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი – ბატონი ნიკოლოზ ტურაშვილი გვესაუბრა.



ნიკოლოზ ტურაშვილი:  2013 წელს შევკრიბე ის გუნდი, რომელთან ერთადაც დღემდე მოვდივარ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ არაერთი საინტერესო, რთული და მასშტაბური პროექტი განახორციელა. რამდენადაც რთულია სამუშაო შესასრულებლად, მით მეტად საინტერესოა ჩემთვის. ნებისმიერი საქმე, რასაც აკეთებ, უნდა განიჭებდეს სიამოვნებას და სწორედ მაშინ იქნება ის სრულყოფილი. ამ საქმეს მხოლოდ წმინდა ბიზნესის თვალით არ ვუყურებ. უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც დარჩება და შენს სახელთან იქნება დაკავშირებული.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი მასალით და არ გვაქვს ურთიერთობა შემთხვევით პარტნიორებთან. გვაქვს ორი საამქრო, გვყავს ქვეკონტრაქტორი კომპანიები. მეამაყება ის გუნდი, ვისთან ერთადაც ვასრულებ ყველა სამუშაოს და რეალურად, ვდებთ ხარისხს. ჩემი კომპანიის ყველა თანამშრომელი მაღალკვალიფიციური და თავისი საქმის უზადო პროფესიონალია. ჩემი გუნდის წევრებიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო: ქეთევან შერვაშიძე, ამირან მაჭარაძე, რუსლან ალექსიძე, მაია კუტიკაშვილი, ედუარდ სვიანაძე. ეს ადამიანები ძალიან ბევრს აკეთებენ კომპანიის წარმატებისთვის.
– თქვენ აქტიურად ხართ ჩართული სამუშაო პროცესებში?
– სამუშაო პროცესში თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული და მეც მათ გვერდით ვმუშაობ – ხან სახურავზე უნდა ავძვრე და ხან ჭაში ჩავძვრე, სხვანაირად საქმე არ კეთდება. ჩემს კომპანიაში ფიზიკურად ყველა ვმუშაობთ. ასეთია გუნდი და მე თავს არავისზე მაღლა არ ვაყენებ. როცა ადამიანი ნდობას გიცხადებს, პასუხისმგებლობის განცდა ძალიან მაღალი უნდა გქონდეს. ამის გარეშე წარმოუდგენელია ხარისხიანად საქმის კეთება. თავად თუ არ დავრწმუნდი შესრულებული სამუშაოს ხარისხში, ისე ვერ ჩავაბარებ ობიექტს. კორპუსის თავმჯდომარეს ხელშეკრულებაში ვუწერ, რომ ვაძლევ მაგალითად, 2-3-წლიან გარანტიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
– მერიის თანადაფინანსების ფარგლებში არაერთი კორპუსის რეაბილიტაცია მოახდინეთ. ვინ გიკავშირდებათ და რატომ განიჭებენ თქვენ უპირატესობას?
– მიკავშირდებიან კორპუსის თავმჯომარეები და ჩვენ უმოკლეს დროში ვაწვდით გამგეობაში წარსადგენ შესაბამის დოკუმენტაციას. ჩვენი თანაქალაქელებისთვის გვაქვს გარკვეული ბონუსებიც. თუ არის თანადაფინანსება გამგეობიდან მაგალითად, 20 პროცენტი, ჩვენი მხრიდან არის შეღავათები. ვაკეთებთ სენსორულ განათებებს სადარბაზოებში, რემონტს, კიბეების რეკონსტრუქციას და ასე შემდეგ, მოკლედ, ყველაფერს, რისი მოთხოვნაც არსებობს ამ მიმართულებით.
– რა სირთულის სამუშაოები ჩაგიტარებიათ?
– საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ. მაგალითად, ერისთავის ჩიხის 16-ნომერში ავარიული შენობის სახურავი გაკეთდა, სარტყელი გამაგრდა და შემდეგ დავიწყეთ, ფაქტობრივად, რეკონსტრუქცია. ეს იყო კიბისა და სახურავის გარეშე დარჩენილი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. სამუშაოები დავამთავრეთ ზუსტად 6 დღეში. ზოგადად, სირთულე ჩვენთვის დაბრკოლება არ არის.
– გყავთ ერთი ქალიშვილი, რომელსაც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე ბევრი მიღწევა აქვს. რა პროფესიას ირჩევს?
– ჩემმა ქალიშვილმა –  ელენე ტურაშვილმა, წელს დაამთავრა სკოლა და აბარებს სამედიცინოზე. 5 წლის წინ, შემთხვევით გავიგეთ, რომ, თურმე, ელენე რესპუბლიკის ოლიმპიადაზე გადიოდა ბიოლოგიაში, მანამდე არც კი ვიცოდით, რომ ქალაქისა და რაიონული ოლიმპიადა უკვე მოგებული ჰქონდა. იმის შემდეგ, რამდენი ოლიმპიადაც იყო აბსოლუტურად ყველგან გამარჯვებულია. არაჩვეულებრივი ბიოლოგიის მასწავლებელი ჰყავდა სკოლაში, რომელმაც ასწავლა მუშაობა საგანზეც და საკუთარ თავზეც. ემზადება სტუდენტობისთვის, პარალელურად, მისი მასწავლებელი წერს წიგნს, ის კი თანაავტორი გახლავთ.
– ამჟამად რა პროექტებს ახორციელებთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ამჟამად სამგორის რაიონში, სადარბაზოებში ვამონტაჟებთ სენსორულ განათებებს, კორპუსებში ვაკეთებთ შიდა კიბეებს და გადახურვას. შემდეგ თვეში ველოდებით, რას დააფინანსებენ გამგეობიდან, ანუ რაზე მოგვივა დადებითი პასუხი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ივლის-აგვისტოში, გვექნება თბილისური აივნების რეაბილიტაციის პროექტები, რაც ჩემთვის საინტერესოა. ეს, ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ფაქტობრივად, ვერავინ აკეთებს ქალაქში.
ტელ.: 555 33 21 22; 2 77 94 20.
n.n.servisi@gmail.com
скачать dle 11.3