კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რაში გადაუხადეს ლევან ბუჯიაშვილს 15 000 დოლარი და როგორ ჩაიარა მამა-შვილის გამოფენამ ლუვრში

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


ქართველი მოქანდაკის, ლევან ბუჯიაშვილის სკულპტურები პარიზის ერთ-ერთ ქუჩას ამშვენებს. საქართველოში ჩამოსული ფრანგი ტურისტები იმდენად მოიხიბლნენ რუსთაველის გამზირზე არსებული ლევანის ნამუშევრებით, რომ გადაწყვიტეს, იგივე თავიანთი სახლის წინაც ჰქონოდათ. თვითნასწავლ მოქანდაკეს მსოფლიოს არაერთ ქვყანაში ჰქონია გამოფენა. ცოტა ხნის წინ, მან და მისმა ქალიშვილმა, თავიანთი ნამუშევრები ლუვრში გამოფინეს.
ლევან ბუჯიაშვილი:
წინაპრებიდან არც მოქანდაკე მყავდა ვინმე და არც მხატვარი. ჩემი პაპები იყვნენ ხის ხელოსნები და მათ რომ ვუყურებდი, ძალიან მომწონდა ეს საქმე. 4 წლის ვიქნებოდი, პაპას გავყევი ერთ ოჯახში, სადაც ორი გოგონა გავიცანი, რომლებიც პლასტელინით აკეთებდნენ ფიგურებს – კვერცხს აცლიდნენ ცილას და გულს ისე, რომ ნაჭუჭს არ ტეხავდნენ და მერე გოჭებს აკეთებდნენ. მეც მასწავლეს ეს და დავიწყე პლასტელინით ძერწვა. 6 წლისა  პიონერთა სასახლეში მიმიყვანეს ქანდაკების წრეზე, სადაც კონკურსში გავიმარჯვე და დამაჯილდოვეს. ისეთი პატარა ვიყავი, სიგელი რომ გადმომცეს, მეგონა, დამაჯარიმეს (იცინის). მერე  9 აპრილის ამბები დაიწყო და მეც შევწყვიტე ამ წრეზე სიარული. 15 წლამდე აღარაფერი გამიკეთებია. სკოლაში ვერ ვსწავლობდი, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, მე-9 კლასიდან გამოვეყვანე (იცინის). დედაჩემმა შემიყვანა „გეპეისთან” არსებულ კოლეჯში, სადაც არქიტექტურას, დიზაინსა და მსგავს დარგებს ასწავლიდნენ. მე ქანდაკებას ვსწავლობდი. თან, იმ პერიოდში ჯარში მიწევდა წასვლა და სამხედრო ბილეთის გამო უფრო ჩამრიცხეს. მოკლედ, სულ ჩაწყობით დავამთავრე „გეპეი”, თუმცა კარგი დრო გავატარე.
– როდის გახდა შენი ნამუშევრები პოპულარული?
19 წლამდე ნამუშევრებს ვაკეთებდი და არ ვყიდიდი – მეცოდებოდა გასაყიდად. მეგობრები მეუბნებოდნენ, მაგარ რაღაცეებს აკეთებ და გაყიდეო.  ბოლოს გავაცნობიერე, რომ თუ მინდოდა, ხალხსაც გაეცნო ჩემი შემოქმედება, უნდა გამეყიდა და დავიწყე რეალიზაციის კუთხით ფიქრი. ერეკლე მეორეზე პატარა გალერეასავით იყო, სადაც სკულპტურებს ვაბარებდი. პირველი ნამუშევარიც აქ გავყიდე 100 ლარად. ამერიკელმა იყიდა და მაშინ მივხვდი, რომ უცხოლებისთვისაც საინტერესო იყო ის, რასაც ვაკეთებდი.

– გიჭირს  მათი გაჩუქება? ყველაზე ძვირად რამდენად გაგიყიდია?
რაღაცეები არის, რასაც არც ვაჩუქებ ვინმეს და არც გავყიდი. ყოფილა შემთხვევა, მიჩუქებია და მერე უკან გამომირთმევია. ქვეცნობიერად სულ მაქვს კონტაქტი ჩემს ნამუშევრებთან და თუ მივხვდი, ის, ვისაც ვაჩუქე, მას ისე არ აღიქვამს, როგორც საჭიროა, მაშინ უკან ვიბრუნებ. საბედნიეროდ, იციან ჩემი ხასიათი და არ სწყინთ ხოლმე (იცინის). მაქსიმალური თანხა, რაც ამიღია, 15 000 დოლარია. 10 000-იც იყო.  თუმცა, ხშირად ასეთი რამ არ ხდება.
– ახლახან ლუვრში გქონდა გამოფენა. როგორ ჩაიარა?
– ლუვრში უკვე მეორედ მქონდა გამოფენა. წინა წელს ქართველ მხატვრებთან ერთად გავიტანე ნამუშევრები, უფრო ჯგუფური გამოფენა იყო. იქ წელიწადში ორჯერ იმართება არტ-ბაზრობა, სადაც ბევრი მონაწილეა. წელსაც იგივე გამოფენაზე ვიყავი და ოქტომბერში კიდევ მივდივარ. თუმცა, ამჟამად ორი ავტორიდან ერთ-ერთი ჩემი ნამუშევრები იქნება იქ წარდგენილი. საფრანგეთში გავიცანი ქალბატონი დარეჯან ბერეკაშივილი – მოქანდაკე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც წლებია, იქ ცხოვორბს. სწორედ მასთან ერთად მექნება გამოფენა. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. თან, წელს ჩემი შვილი, ანაც იღებდა მონაწილეობას.
– ანაც სკულპტურებს ქმნის?
– ანუკი ხატავს. 12 წლისაა და პატარაობიდანვე ჰქონდა ამ სფეროს მიმართ ინტერესი. თუმცა, უფრო ხატვის ნიჭი აქვს. მე, მაგალითად, საერთოდ არ შემიძლია ხატვა. დავდიოდი კიდეც ხატვაზე, მაგრამ ვერ ვისწავლე. ეს ანუკის პირველი გამოფენა იყო და ისიც ლუვრში (იცინის). თუ, გაჰყვება ამ სფეროს, მოხარული ვიქნები. დაძალებით არ დავაძალებ. მახსოვს, ჩემს მშობლებს იურიდიულზე უნდოდათ, ჩამებარებინა და კიდევ კარგი, არ დავუჯერე. ეს სფერო რომ ავირჩიე, ყველას უკვირდა და მეუბნებოდნენ, თავი დამენებებინა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მხატვარი, ხელოვანი ადამიანი გაუბედურებულ არსებასთანაა გაიგივებული.
– როგორც აღმოჩნდა შენი სკულპტურები, რუსთაველიდან და ძველი თბილისიდან, პარიზის ქუჩებში?
საქართველოში გავიცანი ფრანგი ტურისტები, რომლებსაც რუსთაველზე უნახავათ ჩემი ნამუშევრები და შემდეგ, დამიკავშირდნენ. უნდოდათ, რაც რუსთაველზე იყო, იქიდან რამდენიმეს წაღება. მაგრამ, ავუხსენი, რომ ეს სახელმწიფოს კუთვნილება გახლდათ და შემეძლო, იგივე დამემზადებინა მათთვისაც. ისინიც დამთანხმდნენ და ივნისში ჩავუტანე სკულპტურები, რომლებიც თავიანთი სახლების წინ განათავსეს. კიდევ უნდათ რამდენიმეს დამატება. ოღონდ ზუსტად რომელ ქუჩაზეა ეს ქანდაკებები, არ ვიცი.

– უცხოეთში ხშირად მიდიხარ გამოფენებზე?  პირველად როდის გაიტანე  ნამუშევრები?
– კი, ხშირად დავდივარ და ბევრ ქვეყანაში ვარ უკვე ნამყოფი.  პირველი გამოფენა 2006 წელს მქონდა ბარსელონაში და მერე აეწყო ყველაფერი. მინდოდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავსულიყავი და თავად დავიწყე ინფორმაციის მოძიება გამოფენებზე.  რამდენიმე ქვეყანას გავუგზავნე ჩემი ნამუშევრები და ინგლისიდან და ბარსელონიდან მომივიდა თანხმობა. წავედი ესპანეთში, თუმცა შემდეგ ინგლისშიც მქონდა გამოფენა. ამას მოჰყვა სხვა შემოთავაზებებიც. ირანშიც კი მაქვს ჩემი ნაშრომები წარდგენილი, თან იქაურ ადათ-წესებს გავეცანი. თუმცა, ახლა რომ შემომთავაზონ, მეორედ იქ აღარ წავალ. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ შეხედულებები და მიზნები შემეცვალა.
– რატომ ჭარბობს შენს ქანდაკებებში გოგონები?
საერთოდ, მიმაჩნია, რომ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი, რაც კი არსებობს, ქალის სხეულია და თვითონ ქალი. აქედან გამომდინარე, სულ ქალის ფორმებს ვაკეთებ ხოლმე. მიყვარს წვრილი, დახვეწილი ფორმები. ადამიანსაც ფორმების მიხედვით ვაკვირდები.
– საყვარელი ქალი, თუ გამოგიძერწავს?
– კი, როგორ არა. გამომიძერწავს საყვარელი ქალი და მიჩუქებია კიდეც. მეგობარი გოგოსთვისაც მიჩუქებია. თუ კარგი სხეული აქვს გოგოს, მეც მითხოვია, რომ მისი ქანდაკება შემექმნა. ზოგჯერ თვითონაც შემოუთავაზებიათ. თუ სიშიშვლეზე მთანხმდებიან, ვაქანდაკებ.  „კუპალნიკებით“ და მსგავსი სამოსით – არა (იცინის).
– უარს ამბობენ გაშიშვლებაზე?
– კი. „ფეისბუქში“ ვიღაც გოგონები სულ მწერენ, გამომძერწე და გამომძერწეო. რომ ვეუბნები, თუ გაიხდით, კარგი-მეთქი, მაშინ უკვე უკან იხევენ. ფოტოს გამოგიგზავნითო, მეუბნებიან (იცინის). ფოტო რად მინდა. ვის უკვირს შიშველი ადამიანი, ან ვის არ უნახავს. ბევრს აქვს ამის  კომპლექსი, ზოგს პირიქით – უხარია.
– სახელებს არქმევ ნამუშევრებს?  „ჩემი შეყვარებული“ რატომ დაარქვი შენს საყვარელ ქანდაკებას?
– იშვიათად, ხშირად არა. ეგ ქანდაკება, მართლაც რომ ჩემი საყვარელი ნამუშევარია. რაღაც სევდიანი გამოვიდა. რომ ვუყურებ, რაღაც ემოციებს აღძრავს და მგონია, რომ წვიმაში დგას და მელოდება (იცინის). ამიტომ, დავარქვი „ჩემი შეყვარებული“, არადა იმ პერიოდში, არც არავინ მყავდა.
– საქართველოში ხელოვან ხალხს უჭირს. საკუთარი სახსრებით აკეთებ ყველაფერს? თავიდან ვინმე დაგეხმარა?
– ყველაფერი დავიწყე საკუთარი სახრებით და არავინ მომხმარებია. არც ბიძა მყოლია და არც მამიდა ისეთი, რომ ერთი-ორი ნაბიჯით წინ გადავესვი. ის, რაც წლების განმავლობაში გავეცი, მერე დამიბრუნდა. ხშირად საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოვხვდი. თან, ვგრძნობ, რომ ღმერთის მხარდაჭერა მაქვს. გარდა იმისა, რომ ნიჭი მაჩუქა, ისედაც სულ მმფარველობს და ხელს მიმართავს. რაიმე კონკრეტული შემთხვევა არ მქონია, თუმცა, ხშირად მიგრძნია უფლის მხარდაჭერა.  ძალიან მიყვარს ეს საქმე. ცოლი რომ მყავდა, ეჭვიანობდა – შენ შენი ქანდაკებები უფრო გიყვარს, ვიდრე მეო (იცინის).
– პირად ურთიერთობებში ხელს გიშლის პროფესია? დიდი ხანია, რაც მეუღლეს დაშორდი?
– კი, რამდენჯერმე მქონია უთანხმოება ამის გამო. ძალიან ჩართული ვარ საქმეში და მესმის, მეორე მხარის მდგომარეობაც. არცერთ გოგოს არ ვამტყუნებ.  თუმცა, ისეთი არავინ მყოლია, რომ ამ სფეროში ერკვეოდეს და ალბათ, ამიტომ უჭირთ გაგება. ახლა არც არავინ მყავს და მშვენივრად ვგრძნობ თავს. დაახლოებით, 10 წელია, რაც გავშორდი ცოლს.
скачать dle 11.3