კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ არ დასჭირდა ქასთინგის გავლა გიგა ლაზარეშვილს „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებისთვის და რატომ იყო ის ქართველებზე განაწყენებული

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 მსოფლიო პოდიუმს კიდევ ერთი ქართველი იპყრობს. დეკემბერში „დოლჩე და გაბანას” ჩვენებაზე, 25 წლის მოდელი, – გიგა ლაზარეშვილი გამოვა. მისი სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პოპულარობისკენ არასდროს მიისწრაფოდა, დიდად არ ჩანდა ფართო საზოგადოებაში. გიგა ყველას დაამახსოვრდა კონკურსიდან „მისტერ ვალენტინი 2015“. რა დიდი გეგმები აქვს მოდელს სამომავლოდ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიგა ლაზარეშვილი:
მოდის სფეროთი დაინტერესებული საერთოდ არ ვყოფილვარ და არც ვაპირებდი მისვლას. თუმცა, მეგობრებმა და ახლობლებმა მირჩიეს, რომ მქონდა შესაბამისი გარეგნობა და გამომეყენებინა. მეც გადავდგი ეს ნაბიჯი. ერთ-ერთ სააგენტოში მივედი, საიდანაც დაიწყო ჩემი საფეხურები. შემდეგ „იმიჯ-ცენტრში“ გადავედი ია კიწმარიშვილთან. პროფესიით მხატვარი ვარ, ვსწავლობ სასულიერო აკადემიაში, ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე.
– შემდეგ მოგეწონა პოდიუმზე დგომა, თუ რამ შეცვალა შენი ინტერესი?
– კი, მომეწონა, თუმცა პოპულარობისთვის არასდროს ვიბრძოდი. სულ თავიდანვე მინდოდა უცხოეთში წავსულიყავი და იქ გავმხდარიყავი ცნობილი სახე.  იქ მინდოდა ჩემი შესაძლებლობებისა და თავის წარმოჩენა. ისე, ჩემი დიდი სურვილი იყო, დიზაინერი გამოვსულიყავი. პოდიუმზე დგომა დიდად არ მხიბლავდა. უფრო ფოტოსესიები მომწონდა, რადგან ჩემი მოწოდება იყო.  დიზაინერობა ახლაც არ გადამიფიქრებია. როცა იმ ყველაფერს შევქმნი, რაც ჩაფიქრებული მაქვს, მერე ვაპირებ, ჩემი ხაზის შექმნას საქართველოში.
– „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე როგორ აღმოჩნდი?
– მინდოდა, კარიერა განმევითარებინა და ქალბატონ ნინო ცქიტიშვილთან მივედი სააგენტოში – დახმარება ვთხოვე. გადავიღეთ ფოტოები და შევქმენით პორტფოლიო, რომელიც ბევრ სააგენტოში გავაგზავნე. ამ ყოველივემ დიდი შედეგი არ მომცა და გადავწყვიტე, საკუთარი ძალებისთვის მიმემართა. „ინსტაგრამის“ მეშვეობით მოვიძიე, ვისთანაც შეიძლებოდა დაკავშირება და რამდენიმე ადამიანს  ჩემი პორტფოლიო გავუგზავნე. აქედან ერთი დაინტერესდა და იტალიაში მიმიწვია. პირველად დიდად არ აღფრთოვანდნენ ფოტოებით და მომწერეს, რეალურად უკეთესი იქნები და აუცილებლად უნდა გაიარო ქასთინგიო. ამის შემდეგ, აღარ შემხმიანებიან. მერე ისევ გამოჩნდნენ. მოკლედ, ხან გაქრებოდნენ, ხან ისევ მიკავშირდებოდნენ. მეც დიდი იმედი არ მქონდა და ცოტა ვნერვიულობდი კიდეც. ბოლოს ვთქვი, ვიდრე მიწვევას არ გამომიგზავნიან, მანამდე არაფერს დავიჯერებ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს ეს მოწვევაც მივიღე ბილეთითურთ და  გავემგზავრე.

– ქასთინგმა როგორ ჩაიარა? რა გითხრეს?
– თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ჯერ კიდევ შოკირებული ვარ – სად ვიყავი და რა ვნახე. ქასთინგი არ ყოფილა, ვის ეცალა მაგისთვის, მილანის „ფეშენ-ვიქი“ მიმდინარეობდა. იმ კონკრეტულმა ადამიანმა, რომლის ყურადღებაც დავიმსახურე, გამიკეთა ასეთი დიდი საჩუქარი – მომცა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და გამიჩნდა შინაგანი რწმენა, რომ რაღაცის გაკეთება შემიძლია. როდესაც „დოლჩე და გაბანას” ჩვენებამ ჩაიარა, გავესაუბრე ამ პიროვნებას. დამათვალიერეს გარეგნულად და დამიწუნეს ის, რომ არ ვიყავი ნავარჯიშები. მითხრეს, თუ 10 კილოგრამს მოიმატებ და შესაბამის ფორმებს დაიყენებ, შანსს მომცემენ, დეკემბერში „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე მოვიღო მონაწილეობა. ამ წინადადებას, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ახლა, უკვე ინტენსიურად ვიწყებ მზადებას. უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ „დოლჩე და გაბანას“ პოდიუმზე დავდგე. საბედნიეროდ, გამხდარი ვარ და ადვილად მემჩნევა ფორმები. იმის პოტენციალი მაქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ის შედეგი მივიღო, რაც მათ დააკმაყოფილებთ.
– ქართველებზე გაბრაზებული იყავი. რატომ?
– კი და ისე, ეგეთი არც ვარ. რომ წავიკითხე ჩემი პოსტი, მივხვდი, რომ არ უნდა დამეწერა. არ მინდა, იმ კონკრეტულ ადამიანზე საუბარი, რომელსაც ეძღვნებოდა. ეს პიროვნება უნდა დამხმარებოდა მილანში, მაგრამ, რომ მივედი, მითხრა, იტალიელებს შენი გარეგნობით ვერ გააკვირვებო და სხვა ქვეყნით დაინტერესდიო. რაზეც უარი ვთქვი, რადგან სწორედ იტალიაში ვხედავდი ჩემს თავს. აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, „დოლჩე და გაბანას“ შესახებ ჩემს სტატუსს ხალხის გამოხმაურება მოჰყვა. იქ მეწერა, რომ ნოემბერში მქონდა გამოსვლა, რაც შემეშალა, ძალიან აღელვებული ვიყავი და მექანიკურად დავწერე. კომენტარის სახით დამიტოვეს, რომ თურმე ვიტყუებოდი, რადგან ამ სეზონზე „დოლჩე და გაბანას“ არ ჰქონდა ჩვენება. თან, ჯერ გადავმხტარიყავი და „ჰოპ“ მერე დამეძახა – 15 წუთით ადრეც შეუძლიათ, თურმე ჩემი ჩვენებიდან მოხსნა (იცინის). ვისაც აინტერესებს, მათ საყურადღებოდ, მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩვენება დეკემბერში გაიმართება და ეს იყო შეცდომა. ისე, მსგავსი კომენტარები დიდად არ მაინტერესებს. იმხელა რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვა რამეზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებ ახლა.
– როცა გადაწყვიტე, რომ მოდელი გამხდარიყავი, მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?
მშობლები გვერდში მედგნენ ყველანაირად. „მისტერ ვალენტინზე“ რომ გამოვდიოდი, მამაჩემი ყველაზე მეტს აქტიურობდა. უცხოეთში ბევრი ახლობელი ჰყავს და ყველას ურეკავდა, რომ ჩემთვის დაემესიჯებინათ. ახლაც ასე მოხდა, როგორც დედა, ასევე მამაც დიდ ემოციებში იყვნენ (იცინის). მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი და ერთად ყველაფერს შევძლებდით. ისე, აბიტურიენტობისას, 2009 წელს, როცა დიზაინზე ჩაბარება გადავწყვიტე აკადემიაში, მამა ამის წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, თავი შემეკავებინა, რადგან, მსგავსი სფეროს წარმომადგენლებს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებად მოიხსენიებდნენ ხოლმე. მოკლედ, დედაჩემი დამეხმარა და მამა დაიყოლია. საბოლოოდ, მაინც არ გამომივიდა იქ ჩაბარება. ამიტომ, გადავწყვიტე, სხვა მხარეს წავსულიყავი. ბავშვობიდან სტიქაროსანი ვარ, თან ეკლესიური ოჯახიდან ვარ და ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. არაჩვეულებრივ გარემოში ვარ და პროფესიონალ ლექტორებთან ერთად ვმუშაობ. ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და ყველაფერში ხელს მიწყობენ.
– ბიჭები, რომლებიც ამ სფეროში არ არიან ჩახედულები, ცოტა რთულად აღიქვამენ მამრობითი სქესის პოდიუმზე გასვლას. ამ მხრივ დისკომფორტი ხომ არ გიგრძნია?
–  შორიდან თუ რაღაცას მოვკრავდი ყურს, თორემ პირადად, რაიმე შემთხვევა არ მქონია. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ დიდად არ ვჩანდი  საზოგადოებაში. პოპულარობისთვის არასდროს მიბრძოლია, „ფეშენ-ვიქზეც“ კი არ გამოვსულვარ. თუ ჩემთვის რაიმე საინტერესო და მისაღები იყო, მაშინ ვთანხმდებოდი შემოთავაზებას. ძალიან მინდოდა, რეკლამაში ან ბილბორდზე მოვხვედრილიყავი, რაზეც უარს არ ვამბობდი.
– გარეგნობის გამო, ალბათ, ხშირად ხვდები გოგონების ყურადღების ცენტრში...
– ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვარ, მაგრამ  არ მიყვარს მსგავსი სიტუაციები. თუ, ვატყობ, რომ ზედმეტად გაამახვილეს ჩემზე ყურადღება, მაშინვე ვეცლები იქაურობას, არ მსიამოვნებს მადლობების გადახდა (იცინის). მგონი, ყველაზე თავმდაბალი ვარ. გოგო კომპლიმენტს რომ მეუბნება, ვფიქრობ, მართლა ასეა, თუ მატყუებს-მეთქი (იცინის). ქუჩაშიც ხშირად მიგრძნია სულ უცხოების ყურადღება. ზოგი მცნობს და მერე მწერს: „ვაიმე, რა თვალები გაქვს“, „რა კარგად გამოიყურებოდი დღეს“.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუყურებ. შეყვარებული თუ მეყოლება, აუცილებლად ბოლოდმე მასთან ვიქნები და მისთვის დავიხარჯები. ადრე, აბიტურიენტობის პერიოდში, მყავდა საყვარელი ადამიანი, საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობაც გვქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი დასრულდა.
скачать dle 11.3