კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (144)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№27 რატომ ელოდება ანუკა ფერაძე უკრაინის რეალითი შოუში გველებთან შესვლას და სად გამოჩნდა ქეთა თოფურია მისი შეკერილი პარეოთი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 უკრაინულ ტელეშოუებში ქართველების გამოჩენა აღარავის უკვირს. ამჯერად რეალითი შოუში პირველი ქართველი ჟურნალისტი ანი (ბუბუ) ფერაძე წარდგება, რომელიც „TV პირველზე“, გადაცემა „რეაქციაში“ მუშაობს. ანი ფუმფულა მოდელების შოუში მიიღებს მონაწილეობას, სადაც პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მას და თუ როგორ გახდა ჟურნალისტი, ამავე დროს ფუმფულა მოდელი და როგორ მოხვდა ამ შოუში, ამ ყველაფერს ანი თავად გვიამბობს.

ანუკა ფერაძე: როდესაც, ყველასთვის მოულოდნელად, „იმედზე“ გადაცემა „რეაქცია“ დახურეს, ვერ ვნახე ვერანაირი სამსახური. მქონდა ჩვეულებრივი, სახლში ჯდომის პერიოდი და ორ დღეში მოვიფიქრე  – წავედი უკრაინაში. ოდესაში  ვმუშაობდი ერთ-ერთ „კარაოკეში” ადმინისტრატორად. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში იყო განცხადება: ვეძებთ პლუს ზომის მოდელებს. საქმეც არაფერი მქონდა და წავედი ჩემს მეგობართან ერთად. რომ მივედი, ძალიან ბევრი გოგო დამხვდა. დეფილეზე გაგვატარეს და ვერ გავიარე, იმ სიმაღლე ქუსლი იყო. სანამ დეფილეზე გახვიდოდი, იყო მეორე და მესამე ტური და ველოდებოდი ჩემს დაქალს. გამოვიდა დიზაინერი და მეძახის:  გრუზინკა! ვიფიქრე, მეტყვის, კარგად იყავი, ქართველო გოგოო. მაგრამ, დამიძახა, შემოდი, ზომები ავიღოთ, შენ გადიხარ დეფილეზეო. ვერც ვიჯერებდი, სანამ კაბა არ ჩამაცვეს და პოდიუმზე არ დავდექი. ყავისფერი კაბა მეცვა. მერე იგივე მოდელი ვარდისფერიც შემიკერა და მაჩუქა. ახალ „ფეშენ-ვიქზეც” მქონდა შემოთავაზება, უბრალოდ, სამ დღეში მივფრინავდი ამსტერდამში და ვერაფრით ვერ წავიდოდი. ახლა უკვე თანხის შემოთავაზება იყო... ჩავშლიდი, ამსტერდამის ვიზა რომ არ ჩაერტყათ.
– „ფუმფულების შოუში“ როგორ მოხვდი?
– უკრაინაში გავიცანი იულია მარგუნოვა, რომელსაც  ფუმფულების კონკურსი აქვს მოგებული. დამირეკა და მითხრა, შეავსე ანკეტა და გააგზავნეო. მერე იყო ინტერვიუები – მე და ნინო ჭელიძეს მოგვივიდა რეგისტრაციის ნომერი, ანუ პირველი ტური გადავლახეთ. მათთვის პრივილეგირებულია ის, რომ კომუნიკაცია უნდა დაამყარო და რა თქმა უნდა, რადგან რეალითი შოუა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მე იულიასაც ვუთხარი და კიდევ ვიტყვი, მეშინია საკუთარი თავის, იმიტომ რომ, ვარ ძალიან ემოციური. უცებ რამე რომ არ მომეწონოს, არ ვიცი, რას ვიზამ. რომ მითხრან, თმა უნდა შეიჭრა გადაღებისთვისო, ეგრევე ვიტყვი, პროექტს ვტოვებ-მეთქი.
– როგორი პროექტია? ალბათ, ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწევს...
– ძალიან რთული პროექტია.  მათ აქვს პროექტი „სუპერმოდელ პო უკრაინსკი“, სადაც ჩვეულებრივი სტანდარტით: 90-60-90-ზე გოგონები იღებენ მონაწილეობას და უწევთ ძალიან რთული რაღაცეების გაკეთება. შეიძლება, აკვარიუმში ჩაგაგდონ, სადაც ნიანგი დაცურავს, გველებია... წარმოიდგინე, „რედისონზე“ რომ ჩამოგკიდონ სამაგრით და ჩვეულებრივ დადიხარ, გაქვს დეფილე. ამ ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ გველებისთვის – არა. სისულელე მომივიდა, ანკეტაში იყო  კითხვა, რისი გეშინიაო და მე დავწერე, გველის-მეთქი. დარწმუნებული ვარ, სადღაც გველებში ჩამაგდებენ, ან მომახვევენ მაინც. მაგრამ, რადგან გადავწყვიტე, მინდა, გავიდე და არაფერზე უკან არ დავიხევ. სიმაღლეზე გავივილი, თუ არ გაწყდება და გაგვიძლებს ამ ფუმფულა მოდელებს.  გამარჯვებულზე ფულადი პრიზია და ამერიკულ „ვოგთან“ აქვთ კონტაქტი. როგორც გავარკვიე, იქაც აქვთ გასვლები. ესემესებით არაა, ჟიური წყვეტს ყველაფერს. კარგი პროექტია, წინ წაიწევ.
– გახდომა არასდროს გდომებია?
– ვიყავი გამხდარი, მოცეკვავე. ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. მერე შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ჰორმონების სმამ წონაში მომამატებინა. ზოგი რომ მიყურებს, მეუბნება, ისევ გახდიო, ზოგი – ასე გიხდება, ბუბუკა ხარო. ჩემი მთავარი ბერკეტი ის არის, რომ სწორად ვიცვამ. ვიხდენ რაღაცეებს და ვულგარულად არ მაცვია.  რომ ვერ ვიხდენდე, აუცილებლად გავხდებოდი. ვცადე გახდომა, მაგრამ რადგან პროექტში მივდივარ, აზრი არ აქვს. მერე, ალბათ, დავუბრუნდები ძველ ფორმებს.  მაგრამ, აი, ხომ ხედავ, ყველაფერს აქვს თავის პლუსი.
– როგორც ვიცი, უკრაინაში ბიზნესიც წამოიწყე. ახალგაზრდა დიზაინერებს ეხმარები კოლექციების რეალიზებაში...
– უკრაინაში, თავიდან ძალიან პატარა ოთახში ვცხოვრობდი ოთხ გოგოსთან ერთად. ჩემოდნები საწოლების ქვეშ გვქონდა შელაგებული… მერე ოროთახიან ბინაში გადავედი და ერთი 200 დოლარად გავაქირავე სტუდენტ გოგოზე. ფაქტობრივად, ის იხდიდა მთელი ბინის ქირას. მე ბარში ვმუშაობდი. ამ თანხით ჩემი ბიზნესი წამოვიწყე. ვკერავდი კაბებს და ვაცმევდი იქაურ გოგონებს… ძალიან ბევრი „ონლაინ-შოპინგი“ იყო. იქ ძალიან მარტივია ამ ბიზნესის წარმოება და გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა. რომ ჩამოვედი, „სექტორ 26-ში“ მქონდა მთელი სამი თვე „შოუ-რუმი“ და ძალიან კარგად იმუშავა. მერე დავტოვე სალონ „ალექსში“ ეს ყველაფერი და დღემდე იქ არის. გადავწყვიტე, წინ წამეწია ქართველი დამწყები დიზაინერები, რომლებიც არ ჩანან – კოლექცია აქვთ და რეალიზებას ვერ ახდენენ. ერთია ირაკლი ნაკუდაიძე, ჩემი მეგობარი და სხვებსაც ვეხმარები. „ფეისბუქზე“ ვპოსტავ, თუ ვინმეა ასეთი ნიჭიერი დიზაინერი, უნდა, გაყიდოს, ვეხმარები – უკრაინაშიც ვგზავნით. ახლა მე და ირაკლი ვემზადებით „ოდესა ფეშენ-ვიქისთვის“.
– შენი შექმნილი პარეო ქეთა თოფურიასაც აცვია. როგორ მოხვდა მასთან?
– ოდესაში მივედი მკერავთან და ვუთხარი, ზაფხულის პარეოები მინდა-მეთქი. ეს ფერადი პარეოები ძალიან ბევრი შევკერე და ერთი ვაჩუქე ქეთა თოფურიას. მინდოდა, თვითონ გადამეცა, მაგრამ მეშინოდა, იცი, რისი? არ ეთქვა, იქ დადე, ან რაღაც ასეთი. იმიტომ რომ, ქეთაზე ვგიჟდები. კორტებზე კონცერტი ჰქონდა და ნატო დუმბაძეს გავატანე. ნინო ქათამაძის კონცერტზე ვიყავი და მეგობრისგან მომივიდა მესიჯი: ქეთას „ინსტაგრამი” ნახეო. რომ შევედი და დავინახე, ქეთას „ინსტაგრამზე” მაიამიში დაჩექინებული ფოტო – ქეთა სარკესთან ჩემს წითელ პარეოში – ვკიოდი ქეთას სახელს. ვიღაც ბიჭი მოვიდა და მეუბნება: ქეთა არა, გენაცვალე, ნინოაო. ახლა მინდა, სასცენო კაბა შევუკერო, ისეთი, რომ ჩანდეს და ჩაიცვას სცენაზე.
– რატომ გადაწყვიტე უკრაინადან წამოსვლა და საქართველოში დარჩენა?
– ჩამოვედი შარშან მაისში. დარჩენა არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემი მშობლები რომ ვნახე, მივხვდი, ძალიან ნანერვიულები იყვნენ. შეცვლილები, მობერებულები დამხვდენენ. დედისერთა შვილი რომ სხვაგან გეყოლება, რთულია. მამაჩემს რომ ვუთხარი, არ წავალ-მეთქი, ძალიან გაუხარდა. მაგრამ, პირობა წავუყენე, ვუთხარი, ბიზნესს ვაპირებ და  თუ გინდა, არ წავიდე,  ცოტა ფული მომეცი ბიზნესისთვის-მეთქი. ინგა გრიგოლია რომ ვნახე, მკითხა: აპირებ უკან  წასვლასო?  თუ ისევ თქვენთან დავბრუნდები, არა-მეთქი და დავბრუნდი კიდეც, ძალიან კარგია მასთან მუშაობა. ძალიან მზრდის. ინგა, უპირველესად, ადამიანია და მერე ჟურნალისტი, რომელიც ჩემთვის მისაბაძია.
– შენ ნათქვამიც გაქვს: ან ჟურნალისტი უნდა იყო, ან  ადამიანიო. რას გულისხმობდი?
– კი ვთქვი, ან ჟურნალისტი უნდა იყო, ან ადამიანი-მეთქი, იმიტომ რომ, ძალიან ხშირად შეიძლება, ისეთი რაღაცის გაკეთება მოგიწიოს, რაც არ ჯდება ადამიანურ ფარგლებში. არასდროს ვისურვებდი ისეთ ოჯახში სიუჟეტის გაკეთებას, სადაც მიცვალებულია სახლში. ახალი მომხდარი იყო ტყიბულის ტრაგედია და ეს სწორედ მაშინ ვთქვი. „რეაქცია“ – ინგა  პირადად იყო ჩასული და კადრები არ გვაქვს. როცა ასეთ ადგილას მიდიხარ მიკროფონით, ადამიანობას, ალბათ, ხაზს უსვამ.
скачать dle 11.3